კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის უწევს პროდიუსერობას შვედეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორი ლევან ციკურიშვილი და როგორ მოქმედებს მასზე კრიტიკა


შვედეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორი, ლევან ციკურიშვილი, 1984 წლის 20 მარტს თბილისში დაიბადა. უკვე რამდენიმე წელია, ლევანი შვედეთში ცხოვრობს, სადაც დღემდე განაგრძობს მოღვაწეობას. ის არაერთი მუსიკალური კლიპის ავტორია. იგი აქტიურად თანამშრომლობს დათო ხუჯაძესთან. მათი საერთო ნამუშევრები ქართველი მაყურებლისთვის კარგად არის ცნობილი. მაგრამ მათი ურთიერთობა მხოლოდ კლიპებით არ შემოიფარგლება, ისინი გაცილებით ბევრ დიდ და კარგ საქმეს აკეთებენ ერთად, რის შესახებაც ინტერვიუდან შეიტყობთ.

– რამდენი კლიპი გაქვთ გადაღებული?

– ჯერჯერობით სულ 45 კლიპი მაქვს გადაღებული.

– დათო ხუჯაძესთან აქტიურად თანამშრომლობთ. თუ არ ვცდები, უკვე ორი ვიდეოკლიპი გადაუღეთ.

– კლიპების გარდა, ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს: დათო ხუჯაძე, მისი პროდიუსერი გელა გოგოხია და მე, შოუ-ბიზნესში ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებთ. დღესდღეობით არის ბევრი ევროპული პროექტი, რომლებიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან: 2008 წელს რუსეთის ესტრადაზე გავიყვანეთ შვედური ჯგუფი „ბეისიქ ელემენტი,“ რომელიც სამი კონცერტით საქართველოშიც გვყავდა ჩამოყვანილი. იმის გათვალისწინებით, რომ რუსული შოუ-ბიზნესი საკმაოდ დიდია, ერთი წლის განმავლობაში 100 000-ზე მეტი ეთერი ჰქონდა ამ ჯგუფს 700-ზე მეტ რადიოსადგურზე. მათი კლიპები ტრიალებს ყველა მუსიკალურ არხზე. ჯგუფი რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნებში, თვეში სამ-ოთხჯერ მართავს კონცერტებს. ეს ყველაფერი ჩვენი საპროდიუსერო სამუშაო იყო, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ. შემდეგ პროექტი „სანბლოკი“ იყო და ასე შემდეგ. ვმეგობრობთ საკმაოდ ბევრ ევროპელ მუსიკოსთან. პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენი მხარდაჭერით მალე გამოჩნდება ახალი ევროპელი ვარსკვლავი.

ჩვენი სამეული ევროპულ არტისტებთან ბევრ კონცერტს ატარებს. მაგალითად, სოჭში 2009 წელს ჩავატარეთ ამ წლის ყველაზე დიდი კონცერტი (BRIDGE TO NIGHT LIFE), რომელშიც მონაწილეობდნენ ფრანგი პაკიტო, შვედური ჯგუფი „ბეისიკ ელემენტი“ და ქართველი დათო ხუჯაძე. კონცერტი ევროპაში ყველაზე დიდი მუსიკალური არხის – „ბრიდჯტევესთვის“ ჩატარდა.

რა თქმა უნდა, ჩემთვის როგორც რეჟისორისთვის, სტიმულის მომცემია, რომ იმუშაო იმ ხალხთან, ვინც ბერგმანს ეხმარებოდა თავისი ოსტატობის განვითარებაში.

– საქართველოში თუ გეგმავთ ჩამოსვლას?

– ჯერჯერობით არა.

– რა არის თქვენი სტილის თავისებურება?

– განსხვავებულობა და სიჩქარე.

– ყოველთვის თანხმდებით კლიპის გადაღებაზე?

– ძირითადად – კი, მაგრამ, რა თქმა უნდა, გააჩნია, არტისტს და გარემოცვას.

– შვედ მანდილოსნებში თუ სარგებლობთ პოპულარობით?

– არასდროს არ ვსარგებლობ არაფრით, უბრალოდ, იმას ვაკეთებ, რაც მე სიმართლედ მიმაჩნია.


скачать dle 11.3