კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

 

კითხვა: მაქვს ცხიმიანი კანი, ამიტომ, ხშირად მიპრიალებს. პუდრის ან სხვა კოსმეტიკური საშუალების გამოყენება არ მინდა. თუ შეიძლება, მასწავლეთ რაიმე მარტივი ხალხური საშუალება, რომ ეს პრობლემა მოვაგვარო.

პასუხი: ყველაზე მარტივი საშუალებაა, დაასველოთ ბამბის ტამპონი ლიმონის წვენით და მთელი სახე კარგად გაიწმინდოთ. გაწმენდის შემდეგ კი არაფერი აღარ წაისვათ.

კითხვა: როგორ დავამზადო სკრაბი ხელებისთვის?

პასუხი: 1) კარგად დაბანილ ხელებზე წაისვით მაღაზიაში ნაყიდი, სასურველია, რომელიმე ცნობილი ბრენდის სკრაბი (სპეციალურად ხელებისთვის განკუთვნილი) ან სახის რბილი კრემ-პილინგი, წაისვით მცირე რაოდენობით და კარგად დაიმასაჟეთ (30 წამის განმავლობაში), შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით და შემშრალებისთანავე შეიზილეთ 2-3 წვეთი ნუშის ან ატმის ზეთი.

2) ერთმანეთში კარგად აურიეთ: თითო ჩაის კოვზი მჭადის ფქვილი, დაფქული ჰერკულესი, 10 წვეთი ლიმონი და 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიღებული მასა წაისვით ხელებზე და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი 2-3 წუთის განმავლობაში. დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით გლიცერინი.

კითხვა: ძალიან მომწონს წითელი პომადა, მაგრამ, არ ვიცი, როგორი მაკიაჟი უნდა გავიკეთო სახეზე, როცა წითელ პომადას წავისვამ...

პასუხი: თუ წითელ პომადას წაისვამთ, საკმარისია, მხოლოდ ოდნავ დაიტუშოთ წამწამები და წვრილი კონტური გაიკეთოთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ დროს რუჟის („რუმიანის“) ან თვალის „ჩრდილის“ წასმა. რადგან ეს სახეს ძალიან ვულგარულს გახდის.

კითხვა: ამ ბოლო დროს თმა ჩალასავით გამიხდა – გაუფერულდა და თითოეული ღერი გაფშეკილი და უსიცოცხლოა. არანაირმა ძვირად ღირებულმა შამპუნმა არ მიშველა. როგორ მოვიქცე?

პასუხი: ერთი თვის განმავლობაში, კვირაში ორჯერ მაინც, დაიბანეთ ათქვეფილი კვერცხის გულით. ჩამოიბანეთ გადადუღებული წყლით და გადაივლეთ წყლისა და ძმრის ნაზავი. შეიმშრალეთ პირსახოცით და აცადეთ შეშრობა. ოდნავ ტენიანი რომ დარჩება, ხელისგულებზე დაიწვეთეთ თითო წვეთი A და E ვიტამინები (ზეთოვანი), ხელები ერთმანეთს გაუსვ-გამოუსვით და დაიმასაჟეთ თმა ძირებიდან სიგრძის შუა ნაწილამდე, შემდეგ თმა ხელით აიფუმფულეთ, ბოლოები კი თითებით დაიხვიეთ წრიული მოძრაობით.

 

 

скачать dle 11.3