კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

მოეწონებით...

 

მამაკაცების 87 პროცენტი ქალებში იუმორის გრძნობას და „მსუბუქ“ ხასიათს აფასებს. მაკიაჟი, ვარცხნილობა, აქსესუარები, სამოსი... ეს ყველაფერი ის დეტალებია, რომლებიც ქალს მომხიბვლელობას ანიჭებს. მაგრამ მთელი „გარეგნული ატრიბუტიკა“ აზრს დაკარგავს, თუ არ იქნება შინაგანი მომხიბვლელობის ლოგიკური გაგრძელება. „მიზიდულობის ძალა“, რომელიც საპირისპირო სქესს დააინტერესებს და კეთილგანწყობას გაუჩენს, შიგნიდან უნდა მოდიოდეს, ანუ მას თქვენ უნდა ასხივებდეთ და არა ყველაფერი დანარჩენი.

ფსიქოლოგების აზრით, სწორედ იმ ადამიანებისკენ მიგვიწევს გული, რომელთაც შინაგანი მაგნიტიზმი აქვთ. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ღიმილზე. მაინც, როგორ უნდა მოვახერხოთ ის, რომ ყველას მოვწონდეთ? რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველას მოსაწონი ვერაფრით გახდებით და არც არის საჭირო. მაგრამ, არის ხასიათის ისეთი თვისებები, რომლებიც უმრავლესობას ძალიან მოსწონს. ერთ-ერთი თვისება სიკეთეა, მაგრამ არა მოჩვენებითი და ხელოვნური. „ახლა კეთილი უნდა ვიყო, დღეს ასეა საჭირო“, – მსგავსი „სიკეთე“ ძალიან მალე იშიფრება და არც გადამდებია. სურვილი, დაეხმარო ადამიანებს, ბუნებრივად უნდა ჩნდებოდეს. ავტომატურ რეჟიმში უნდა „ირთვებოდეს“ იმ მომენტში, როცა ამის საჭიროება არის. არასოდეს იძუნწოთ. არც მატერიალურ სფეროში და მით უმეტეს, არც გრძნობებსა და ემოციებში.

იყავით გახსნილი ურთიერთობებისთვის. ეს უპირველესად გამოიხატება მზადყოფნაში, მოუსმინოთ ადამიანებს. თანაც, არა მარტო მოუსმინოთ, გაიგონოთ კიდეც მათი. როცა ისინი დაინახავენ, რომ მათი ცხოვრების, პრობლემების, სიხარულის მიმართ ჭეშმარიტ ინტერესს იჩენთ, აუცილებლად მოგენდობიან და პატივს გცემენ.

იყავით განათლებული და გაცნობიერებული ყველა იმ საკითხში, რომლებიც ადამიანებს აინტერესებთ. გქონდეთ საკუთარი პოზიცია და ანალიზის უნარი.... მხიარული და გონებამახვილი. მაშინ საზოგადოების სული და გული იქნებით და აუცილებლად მოეწონებით...

 

скачать dle 11.3