კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აქვს თუ არა ადამიანს საკუთარი თარსი დღე და რიცხვი და როდის ხდება ცხოვრებაში ფაქტების დამთხვევა

 

 ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, გაიხსენოს თავს გადამხდარი უცნაური ამბები, რომლებიც გაკვირვებას იწვევს და თითქოს რაღაცაზე მიგვანიშნებს. სამწუხაროდ, ჩვენი ცხოვრების დაძაბული რიტმის გამო, ამას ვერ ვაანალიზებთ და ვცდილობთ, ესა თუ ის მოვლენა და ფაქტი, რაიმე კანონზომიერებას მივაწეროთ. მაგრამ, როცა ასეთი დამთხვევები გვაწუხებს და ხშირად გვახსენებს თავს, მერე ვუფიქრდებით და ვცდილობთ, მათ ახსნა მოვუძებნოთ.

როგორც პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, ბატონი ვალერი ამბობს, ადამიანების ცხოვრებაში უამრავი ფაქტი ხდება, რომელიც ერთმანეთს ჰგავს. დამთხვევები კი, უბრალოდ არ ხდება და კანონზომიერებას ექვემდებარება დედამიწის ყველა მცხოვრების რეალურ სამყაროში. ასეთ მოვლენათა წარმოქმნის უნარი კი სამყაროს ერთ-ერთი ფუნდამენტური თვისებაა და დამთხვევები შესაძლოა, დროსა და სივრცეში მოხდეს. 

 

ვალერი: მრავალი წელია, რაც პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსთა და მეცნიერთა დიდი ნაწილი ცდილობს, უცნაურ დამთხვევათა საიდუმლო გაიგოს და ახსნას. ზოგი ასეთ ფაქტებს მისტიკურსაც მიაწერს, მაგრამ ეს ტყუილია. ასეთ მოვლენათა წარმოქმნის უნარი სამყაროს ერთ-ერთი ფუნდამენტური თვისებაა და არ არის გამორიცხული დამთხვევები მოხდეს სივრცესა და დროში. 

– ხშირად, მსგავს რამეებს ყურადღებას არ ვაქცევთ და ამით არ ვირთულებთ ისედაც დაძაბულ ცხოვრებას. ამაშიც ხომ მეთანხმებით?

– რასაკვირველია, გეთანხმებით და გეტყვით, რომ სწორედ აქ ცდებით. ნებისმიერი ადამიანი უნდა იმახსოვრებდეს იმ დღეს და რიცხვს, როცა რაიმე უცნაური მოხდა მის ცხოვრებაში, რადგან ასეთი ფაქტი, არ არის გამორიცხული, კვლავ განმეორდეს და იმ დროსა და სივრცეში დაგაბრუნოთ, როცა ის პირველად მოხდა. თუ კარგად დააკვირდებით და ყურადღებას მიაქცევთ თქვენს ცხოვრებაში არსებულ მისტიკურ დღეებს და ციფრებს, თავადაც მიხვდებით, რომ ასეთი დამთხვევები არც ისე იშვიათია. ერთი ჩემი მეზობელი, რომელიც საკმაოდ წარმატებული იყო, პირად ცხოვრებას ვერ იწყობდა. უფრო სწორად, სამჯერ დაქორწინდა და სამივეჯერ კრახით დასრულდა მისი ქორწინება. მოვიდა ჩემთან, დავსხედით და ვისაუბრეთ, აღმოჩნდა, რომ სამივე ქორწილის თარიღი ერთსა და იმავე დღეს დაემთხვა; სამივე ცოლთან ორ-ორი წელიწადი იცხოვრა და სამივეს სახელი ასო „ნ“-ზე იწყებოდა. აბა, მითხარით, ეს დამთხვევა არ არის? ზოგადად, ეზოთერიკოსები ასეთ დამთხვევებს თანმიმდევრობის კანონებს ვუწოდებთ. კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაში ხდება მისი სერიული გამეორებები და არ არის გამორიცხული, მთელი ცხოვრება მისი გავლენის ქვეშ იყოთ. ამისგან დაზღვეული არავინაა და ეს ეგრეთ წოდებული, „სერიული კანონები“ ჩვენივე ბედის საფუძველში დევს. 

– გამოდის, რომ ამ ეგრეთ წოდებული „სერიული კანონების” მსხვერპლნი ვართ და ამისგან თავდაცვა არ შეგვიძლია?

– (იცინის). არა, რას ამბობთ! მე, უბრალოდ, ფაქტი და რეალური სახე დაგანახვეთ ამ ეგრეთ წოდებული ბედის საფუძველში ჩადებული „სერიული კანონის”, თორემ მისი ნეგატიური ზეგავლენისგან თავდაცვა, როგორ არ შეიძლება. მაგალითად, გადახედეთ განვლილ ცხოვრებას როგორც იტყვიან, დროსა და სივრცეში შეინიშნება ჩვენი არსებობის თანდაყოლილი შეზღუდვები და მას უნდა დავემორჩილოთ. თუ ხვდებით, რომ მაგალითად, ორშაბათობით ან სამშაბათობით, 2, 3, 8 რიცხვში საქმე კარგად არ გამოგდით, ჩხუბი გიწევთ, იქმნება პრობლემები საყვარელ ადამიანთან და ასე შემდეგ, ესე იგი, ამ დღეებსა და რიცხვებში განსაკუთრებულად უნდა დაკვირვებოდით საკუთარ საქციელსა და სიტყვებს. ეს ხომ მარტივია? ხომ გაგიგიათ, ჩვენი წინაპრებისგან, ყველა ადამიანს თავისი თარსი და ნეგატიური რიცხვი და დღე აქვსო. ეს მართლაც ასეა და ამ დღეებსა და რიცხვებს უნდა მოერიდოთ. ბევრი იმასაც მეუბნება, ეს რა შუაშია, უბრალოდ, ვისაც არ უმართლებს ცხოვრებაში, ბედი არ სწყალობს და მორჩაო. ამაშიც გარკვეული კანონზომიერება დევს. კერძოდ, ზოგი ადამიანი ქუდბედიანია და ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული. მათ ყოველთვის უმართლებთ, ყველა დასახულ მიზანს აღწევენ და ცხოვრებაც მოწყობილი აქვთ. ისინი, უხილავი ძალის მფარველობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობენ. ისე კი, ყველას შეგვიძლია, ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიოთ და ამაში საკუთარი თავის გარდა ვერავინ დაგვეხმარება.

– ამისთვის როგორ მოვიქცეთ, იქნებ ესეც გაგვიმხილოთ?

– დიდი სიამოვნებით. გეტყვით, რომ მთავარია თქვენს საუბარს ძლიერი ენერგეტიკული ფონი შეუქმნათ. კერძოდ, თუ ადამიანი ემოციის გარეშე საუბრობს, მის სიტყვებს არანაირი ენერგეტიკული ძალა არ აქვს. რაც მეტია ემოციური ფონი, მით უფრო ძლიერია ენერგეტიკულად თქვენი ნათქვამი სიტყვა და მას გარშემო მყოფების დაჯერება, დაფიქრება და მოზიდვა შეუძლია. ანუ, ამ დროს ადვილად ზემოქმედებთ ადამიანებზე. ერთი ნაცნობი მყავს და საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენია. ვერ გეტყვით, დიდი ნიჭითა და ცოდნით გამოირჩევა-მეთქი, მაგრამ საქმეშიც უმართლებს და ქვეშევრდომებიც უსიტყვოდ ემორჩილებიან. უბრალოდ, მისი წარმატების მთავარი საფუძველი, ის მანერებია, რაც მან კარგად შეისწავლა და „დაამუღამა”. არც ფინანსებს უჩივის, საქმეც კარგად აქვს აწყობილი და მის სიტყვასაც ყველა ემორჩილება.

– არ გიფიქრიათ, რომ ამ წარმატების მიზეზი, მისი დახვეწილი მანერები კი არა, ქუდბედიანობა და ბედნიერ ვარსკვლავზე გაჩენაა?

– (იცინის). ამაზეც მიფიქრია, მაგრამ მე მას პირადად ვიცნობ და ვიცი, მისი წარმატების მთავარი საიდუმლო. რასაკვირველია, ბედნიერ ვარსკვლავზე გაჩენაც შველის, მაგრამ თუ მხოლოდ ამაზე იფიქრე, ფეხი-ფეხზე გადაიდე და თქვი, მე ქუდბედიანი დავიბადე და ყველაფერი თავისით მოვაო, ისე დაგენგრევა ცხოვრება, აზრზეც ვერ მოხვალ. ცხოვრებაში მეტად გიმართლებს, თუ ბედნიერ ვარსკვლავზე, ქუდბედიანი დაიბადე, პლუს შრომაც გიყვარს და დახვეწილი მანერებიც გაქვს. ამ დროს შენი ცხოვრება და წარმატება ზენიტშია. დამაჯერებელი და ემოციური საუბრით კი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს. აბა, დაფიქრდით და თავადაც მიხვდებით, ჩემი ნათქვამის აზრს. ასე არ არის? მე უბრალოდ, მინდა ადამიანებს ვუთხრა, რომ თუ თქვენი საუბარი ემოციური და დამაჯერებელი არ არის, ამით ვერ მოხიბლავთ გარშემო მყოფებს, ვერც დაიყოლიებთ და ვერც კეთილად განაწყობთ თქვენს მიმართ. ასე რომ, დაუკვირდით საკუთარ მანერებს, საუბრის ტემბრს და ბუნებრივად მიიზიდეთ საზოგადოების ნდობა და სიყვარული. 

 

 

 

скачать dle 11.3