კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰიპერტონიის, უძილობისა და ნევროზის დროს ბარამბო გიშველით

 

ბარამბო არა მარტო დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, კუჭში გამხსნელი და ოფლმდენია, არამედ აძლიერებს მადას, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ამშვიდებს ნერვებს, შველის კანის დაავადებებსა და ხსნის თავბრუხვევას.

გულის ტკივილის, ტაქიკარდიისა და ხუთვის დროს, ოთხ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბარამბოს დაასხით ორი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. გააჩერეთ ორი საათის განმავლობაში, გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. სვით გამოჯანმრთელებამდე.

მუცლის შებერილობისა და მეტეორიზმის დროს, ორი სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბარამბოს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით წყლის ორთქლზე 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ და გადაწურეთ. ნაყენი მიიღეთ ორი სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

ჰიპერტონიისა და უძილობის დროს, ოთხ სუფრის კოვზ ბარამბოს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. ათი წუთით გააჩერეთ წყლის ორთქლზე. შემდეგ გადმოდგით და ნაყენი ორი საათით გააჩერეთ თავდახურულ თერმოსში. გაწურეთ და მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ოცი წუთით ადრე. სვით გამოჯანმრთელებამდე.

ღრძილების ანთების დროს, ორ სუფრის კოვზ ბარამბოს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათით, გაწურეთ და გამოივლეთ ნაყენი პირის ღრუში, დღეში 3-ჯერ, ერთი კვირის განმავლობაში.

ნევროზის დროს შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ბარამბო, ფარსმანდუკი, პიტნა, თავშავა და ფიჭვის წიწვები. ერთ ჩაის ჭიქა მცენარეების ნარევს დაასხით ოთხი ლიტრი წყალი და ნახევარი საათი გააჩერეთ წყლის ორთქლზე. შემდეგ გაწურეთ, ჩაასხით აბაზანაში და ჩაწექით მასში ნახევარი საათით. გაიმეორეთ ათჯერ და ნევროზიც მოგეხსნებათ.

გულისრევის შეგრძნების დროს, ორ ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ბარამბოს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ დაახლოებით 15 წუთი. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ნაყენი, დღეში 3-ჯერ.

დაბალწნევიანებისთვის ბარამბოს ნაყენის გამოყენება არ არის რეკომენდებული და ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.

 

скачать dle 11.3