კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში ეწყება ბავშვს ეპილეფსიური გულყრები

 

ეპილეფსია, როგორც დაავადება, მაშინ განიხილება, როდესაც ყოველგვარი გამღიზიანებლის გარეშე, თავისთავად აღმოცენდება გულყრები; ეპილეფსია თავის ტვინის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც განმეორებადი ეპილეფსიური კრუნჩხვითი ან არაკრუნჩხვითი გულყრით ვლინდება. მისი რისკ-ფაქტორია ნებისმიერი მოვლენა. ძლიერი კრუნჩხვა იმ შემთხვევაში ვითარდება, თუ ადამიანს ეს გენეტიკურად აქვს შეძენილი. უმნიშვნელოვანესი რისკ-ფაქტორია ძილის დარღვევა, ემოციური სტრესი, ფიზიკური გადაღლა, ჭარბი განათება.

ეპილეფსიური კრუნჩხვების განვითარებას ასევე, ხელს უწყობს ინფექციური დაავადებები, მაღალი ტემპერატურა, ენდოკრინული დაავადებები, კვებითი ინტოქსიკაციები, ნარკომანია, ზოგიერთი მედიკამენტი, ალკოჰოლი და ასე შემდეგ. ზოგჯერ დაავადება მექანიკურად ვითარდება, მაგალითად, ტვინის ქსოვილის სიმსივნის, ტრავმის, ორგანიზმში პარაზიტების არსებობის გამო. განსაკუთრებით კი, სამშობიარო ტრავმის შემდეგ. მშობიარობის დროს თუ ბავშვი დიდხანს დაყოვნდა, შესაძლოა, მას თავის ტვინის სტრუქტურების ზოგიერთი უბანი დაუზიანდეს. დაავადება ძირითადად, ბავშვთა ასაკში ვლინდება. შემდეგი პიკია სქესობრივი მომწიფების პერიოდში, ბოლოს კი, როცა ორმოცი წლის ასაკს გადასცილდება.

ეპილეფსიური გულყრა მცირე გამოვლინებით მიმდინარეობს. გამოვლინების სახე კი იმაზეა დამოკიდებული, ტვინის რა უბანია აღგზნებული.

დაავადება ყველა ასაკში ერთნაირად ვლინდება. შეტევისას არ არის საჭირო, კრიჭის გახსნა, ცემა, შემოლაწუნება და ასე შემდეგ. კრუნჩხვის დროს ადამიანი გვერდზე უნდა გადააბრუნოთ, რომ ნერწყვი არ გადასცდეს. ეპილეფსიური კრუნჩხვა დაახლოებით წუთ-ნახევარს გრძელდება. უფრო მეტი ხანგრძლივობის შემთხვევაში, საქმე ისტერიკულ და სხვა გულყრასთან გვაქვს. ამას ფებრალური გულყრა ეწოდება. ფებრალური გულყრა ბავშვს მაღალი ტემპერატურის დროს უვითარდება და შესაძლოა, 15-20 წუთსაც კი გაგრძელდეს. ამ დროს ის ხელში უნდა აიყვანოთ, ჩაიხუტოთ ზურგით და დააკვირდეთ კრუნჩხვის ხანგრძლივობას. ფებრალური გულყრის თავიდან ასაცილებლად ბავშვის ტემპერატურა 38,5 გრადუსს არ უნდა ასცილდეს. ხოლო, ხუთი ფებრალური გულყრა უკვე ეპილეფსიის რისკ-ფაქტორია.

ეპილეფსიის შეტევის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, ცხოვრების რიტმის შეცვლა, მაქსიმალური ინტელექტუალური დატვირთვა, ძილის რეჟიმის დაცვა, სუფთა ჰაერზე სეირნობა და ასე შემდეგ.

 

скачать dle 11.3