კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლუდს მიძალებულები

ავს აღვნიშნავდით, კახეთში, ტრადიციულად, მწვადის ფესტივალი ჩატარდა, სახელად – „კახეთი 2009“. მართალია, სახელწოდება, დაახლოებით, ისევე მჭექარედ ჟღერდა, როგორც „კავკაზ-2009“, ოღონდ, ნაცვლად იმისა, რომ „ჩვენს გმირებს დაეცხოთ ზარბაზნებით, თოფებით და ტანკებით“, საქართველოს მამრობითი სქესის მოქალაქეები ერთმანეთს ლუდის სმაში შეეჯიბრნენ (თუმცა ისიცაა, რა გაჭირდა, რომ კახეთში, მაინცდამაინც ლუდს მიეძალნენ?! მაგრამ შენ გაუგებ ფესტივალს?!). ერთი სიტყვით, კიდეც შეეჯიბრნენ და გამარჯვებულიც გამოავლინეს. ამ უკანასკნელს პრიზად ლუდის კათხები ერგო, ხოლო დამარცხებულებს ლუდის სმა შერჩათ. ჩვენ არ ვიცით, როგორ აისახება ეს უნარი ჩვენს საბრძოლო პოტენციალზე, შესაბამისად, არც ის, გადააფიქრებინებს თუ არა საჯაყოოს „იუჟნაია ოსეტიას“ საზღვრების გაფართოებას (მოგეხსენებათ,მომხდურს თვალი ახლა ყაზბეგსა და ბაკურიანზე უჭირავს). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ომი გრძელდება, აშკარაა, მხოლოდ ლუდის კათხების დაცლით საქმეს ვერ ეშველება, თუ მჭიდიც არ მივაშველეთ! თუმცა, ჯერჯერობით ჩვენი ქცევის მოტივაცია ასეთია: „შენს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მტრის) ჯინაზე ვილოთავებ დღე და ღამე“…

скачать dle 11.3