კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ აზის დილით გაღვიძებულ მაკა შალიკაშვილს თავზე და რატომ არის მისი სხეული საინტერესო ანრი ჯოხაძისთვის

ანრი ჯოხაძე და მაკა შალიკაშვილი ერთმანეთს დიდი ხანია, იცნობენ და კარგი მეგობრებიც არიან. შესაბამისად, ორივემ ჟურნალისტის როლიც კარგად მოირგო და ერთმანეთს საინტერესო კითხვებიც დაუსვა. 

 

 ინტერვიუ 1. ჟურნალისტია მაკა შალიკაშვილი

– ანრი, ძალიან მიხარია შენი ნახვა. ახლახან დაბადების დღე გქონდა, უკვე მოგილოცე, მაგრამ მინდა, „თბილისელების” საშუალებითაც მოგილოცო. როგორც გავიგე, პირადად პრეზიდენტმა მოგილოცა და საჩუქარიც გამოგიგზავნა?

– ჩემდა გასაოცრად, საქართველოს პრეზიდენტისგან მივიღე მოსალოცი ბარათი და საჩუქარი – მაჯის საათი. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ყურადღება და საჩუქარი ძალიან მესიამოვნა, მე ხომ პრეზიდენტების მხრიდან საჩუქრებით არ ვარ განებივრებული. 

– რა მაგარია, მე შოკში ჩავვარდებოდი, ალბათ, მოვკვდებოდი. მინდა, შენს შემოქმედებაზე გკითხო. „საზოგადოებრივ მაუწყებელზე” ვუყურებ არაჩვეულებრივ პროექტს, რომელშიც მონაწილეობ და ძალიან მომწონხარ. გარდა ამისა, კიდევ რა სიახლეებია შენსკენ?

– კლიპზე მუშაობას ვამთავრებ და მალე იქნება ეთერში. ყველაფერი ჩემია: ტექსტი, მუსიკა, რეჟისურა, მონტაჟი. ჩემი სხვა კლიპებისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ შენ არ ხარ გადაღებული.

– რატომ არ ვარ?

– იმიტომ, რომ ქუთაისში გადავიღე და შენ ხომ არ ხარ ქუთაისელი გოგო?

– ქუთაისელები გადაიღე?

– გადავიღე ნინო შავგულიძე და გიორგი გასვიანი.

– ეს ადამიანი არის ძალიან კეთილი, კაცი „დისქავერია” – აღმოაჩენს ვიღაცას, გადაირევა და  მერე უანგაროდ, უსასყიდლოდ უკეთებს ყველაფერს. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოიქცა, ახლა, ალბათ, გადაეკიდა ნინო შავგულიძეს და გიორგი გასვიანს. მეც ვისურვებდი, რომ ჩემზე მუდამ ყოფილიყავი ასე კარგად გადაკიდებული. ახლა რაც შეეხება ჩვენს ერთად მუშაობას,  შარშან ამ დროს გადავიღეთ კლიპი, თუმცა მე მაშინ არ ვიყავი კარგად.

– ამიტომაც გადაგიღე დრამატულ სტილში.

– რა დაინახე ჩემში ისეთი, რომ კლიპში გადამიღე?

– მაკას ძალიან საინტერესო იმიჯი აქვს. როდესაც ადამიანი ნიჭიერია, მაგრამ თავის საქმეში გამოუყენებელი, ნაკლებად რეალიზებულია, მიყვარს მათი ჩემს კლიპებში გამოყენება. „ნათრევი” მსახიობები, რომ არიან და მხოლოდ ერთ „ობრაზში” მოიხსენიებენ – უკვე ამოწურულები საპნის ოპერებში, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა არ შემიძლია. მაკა შალიკაშვილი არ არის ამოწურული და ეს მისთვის ძალიან კარგია. მას ყოველთვის ექნება შანსი ახალ-ახალი რაღაცეები აკეთოს რეჟისორებთან, მომღერლებთან ურთიერთობაში, გადაღებების დროს. გარდა იმისა, რომ უნიჭიერესია, საინტერესო სხეული აქვს. იმ დღეს ამხანაგები ვეღადავებოდით – პინა ხარ ბაუშიო.

– საოცარი ქალია. რა ხდება ახალ კლიპში?

– იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის ერთ გამოხედვასაც კი ყოველთვის „ვამუღამებ”, კლიპში ჩემთვის საინტერესო ბევრი რამ ხდება. სხვა თუ ვერ გაიგებს ამას, ყოველ შემთხვევაში, ესთეტურ და ლამაზ კლიპს მაინც ნახავს. ანუ, კლიპში ადამიანი გამოხედვით ამბობს სათქმელს. მაგალითად, ქალი ზის სავარძელში და მისი გამოხედვით მომენტალურად ხვდები, რომ ის მარტოა, კაცი უნდა, სადღაც სივრცეში იყურება. ამიტომაც, ბოლოს არის კადრი, სადაც მამაკაცის ხელი შემოდის. ეს ხელიც შემთხვევითი კადრია – თმას ვუსწორებდი, შემთხვევით ლოყაზე მოვუთათუნე ხელი და ძალიან ლამაზად ჩაჯდა. 

– დღეს ასაკოვანი ხალხი, მათი ასაკიდან გამომდინარე, აღარავის სჭირდება, არსად აღარ იღებენ. მაგრამ ანრი, შენ ამ შემთხვევაში, პირიქით იქცევი და ამან შენდამი კიდევ უფრო მეტი დადებითი ემოციები გამიჩინა. შენს კლიპებში ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც დღეს აქტუალურები აღარ არიან, მაგრამ საზოგადოებას ძალიან უყვარს. რატომ  გინდება მათი გადაღება?

– დღეს თუ მსახიობი მოთხოვნადი არ არის, არ იღებენ საშინელ ფილმებში, რომლებსაც კვერცხებივით დებენ ჩვენი რეჟისორები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ხალხს არ უყვარს. დღეს ეს ინდუსტრია ვის ხელშიც არის – უფრო სწორად არავის ხელში რომ არ არის, ამიტომ არის გზააბნეული დიაცივით. უბრალოდ, ვინც აკეთებს ამ პროექტებს, მას ჰგონია, ის მსახიობი, რომელიც ტელესერიალში პოპულარულია და ხალხს მასზე ეცინება, ფილმსაც გაყიდის. ვერ დამაჯერებს ვერავინ, რომ კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ლეილა აბაშიძე, ფილმის თუნდაც ორწუთიან ეპიზოდში რომ გამოაჩინო, ამან არ მოიყვანოს ორჯერ მეტი მაყურებელი, ვიდრე დღეს ვითომ პოპულარულმა ადამიანებმა.

– ვინც უნდა მოგისმინოს, ქართველმა თუ არაქართველმა, ყველა ხელის აწევით თაყვანს სცემს და ქედს იხრის შენი ნიჭის წინაშე. ყველა აღიარებს, რომ ანრი ჯოხაძე ძალიან მაგარი მომღერალია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც შენი ეპატაჟური გამოსვლები არ მოსწონთ.

– ჩემი ეპატაჟური გამოსვლები იცი, ვის აღიზიანებს: „პეროგარჭობილ“ ხალხს. უბრალო, ნორმალურ, შეგნებულ ადამიანს ეს არასდროს აღიზიანებს და ზუსტად ესმის ეპატაჟის არსი. ყოველთვის ისეთი ადამიანი ღიზიანდება, რომელსაც უნდოდა ცხოვრებაში თუნდაც ერთი ეპატაჟი ჰქონოდა, მაგრამ ისე გაიარა, რომ შეუმჩნეველი დარჩა მისი ყოფა. მათ ჩემი თავისუფლების ხარისხი შურთ და არა ის, რომ ანრიმ ეთერში იუზრდელა. 

– როგორია შენთვის ლამაზი ქალი, თუ ანიჭებ გარეგნულ მომენტს, სხეულის ნაწილებს მნიშვნელობას? 

– გარეგნულ და სულიერ მომენტსაც აღვიქვამ, ეს ჩემთვის სინთეზში უნდა იყოს. რა თქმა უნდა, გარეგნობას აქვს დიდი მნიშვნელობა, პელენწუკა და დაუბანელ ქალს ვერ შევხედავ. მოწესრიგებულობას ყველ კაცი აქცევს ყურადღებას. აბა, იღლიააყროლებული ქალი ვის რად უნდა?!

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ანრი ჯოხაძე.

– რატომ გაქრი ეთერიდან?

– 14 ნოემბრიდან კომპანია „მზე” და ჩვენ ისევ დავიწყებთ ჩვენს შოუს, რომელსაც, როგორც ვიცი, ბევრი ადამიანი უყურებს, მათ შორის შენც და ჩვენი ხშირი სტუმარიც ხარ. ახლა დამპირდი, რომ დაგპატიჟებ, კიდევ მოხვალ.

– საინტერესო  ინტელექტუალური თემა როდესაც გექნებათ, აუცილებლად მოვალ.

– ანრი არაჩვეულებრივი რესპონდენტია, როდესაც ის გადაცემაში მოდის, რა თემაც უნდა გქონდეს, იცი, არასდროს ჩაგიგდებს ეთერს. ის გადაცემა ყოველთვის იქნება რეიტინგული. 

– რა სიახლეებია შენთან?

– დაკავებული ვარ მარჯანიშვილის თეატრში. გიზო ჟორდანია დგამს სპექტაკლს გოგოლის „რევიზორს”, ძალიან საინტერესო როლი მომცა. უნტეროფიცრის ქვრივი ვარ, „ავანტიურისტკა“. ხლესტაკოვი – მთავარი გმირია, აფერისტი, ყველას „ახევს“ ფულს და ჩემი გმირი კი პირიქით, მას ახევს. სპექტაკლში კარგი მსახიობები არიან დაკავებულები. ჩემი პარტნიორი ძალიან კარგი, საინტერესო გოგონაა – იაკო ჭილია, ახლა დაამთავრა უნივერსიტეტი. ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში მახარებს ის, რომ თეატრში ვარ დაკავებული, სხვა დანარჩენი არის წყარო შემოსავლისა, არსებობისა. მაგრამ, თეატრი ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. ამიტომ მინდა რეპეტიციები, სცენა,  მსახიობობა სულ იყოს ჩემს ცხოვრებაში. ვფიქრობ, მსახიობს, შემოქმედ ადამიანს არ უნდა უჭირდეს და არ უნდა უწევდეს ფულის გამო რაღაცეებზე წასვლა. გინდა თუ არ გინდა, მერე ესეც შენი საყვარელი საქმე ხდება, გიყვარდება, რადგან არც მე და არც ანრი, უგულოდ არაფერს ვაკეთებთ. მთელ გულსა და სულს ვდებთ მასში, ამიტომაც გვიყვარს ერთმანეთი და ვმეგობრობთ. ყოველთვის ვისურვებდი, ვიყოთ დაფასებულები, რეალიზებულები და მივიღოთ იმის საფასური, რასაც გავცემთ. ასევე, ვმონაწილეობ დეტექტიური ჟანრის სერიალში, რომელიც „რუსთავი 2-ზე” გავა. 

– ხშირად მოგიხსენიებენ, მსუბუქი ყოფაქცევის ქალების როლის შემსრულებლად, რასაც მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. ვინც ამას ამბობს, ყოველთვის ვთხოვ არგუმენტს: სად, როდის და რამდენჯერ აქვს მაკა შალიკაშვილს ბოზის როლი ნათამაშები. არც ერთხელ, „მიდიოდა მატარებელის”, გარდა. 

– არ იციან, რა თქვან, რა სახელი დაარქვან. საერთოდ, როდესაც რაღაცას უყურებ, კარგად უნდა დაფიქრდე, მიხვდე, გაიგო რას უყურებ და მერე უნდა მოუძებნო სახელი. ადრე ეს უფრო მეტად მაღიზიანებდა, მაგრამ ახლა ანრის მსგავსი თანამოაზრეები ვიპოვე, ერთად გვეშლება ნერვები. ახლა ეს გაღიზიანება გადანაწილდა და ვიცი, როცა სადმე ვიღაც იტყვის, „შალე“ ბოზს თამაშობს, ანრი თავისას იტყვის, სხვა – თავისას  და სამი კაცი რომ იტყვის, უფრო მეტად დაიჯერებენ. 

– აუცილებლად გავაკეთებ მიუზიკლს, მაკას უკვე შევთავაზე მეძავის როლი. იმიტომ კი არა, რომ მაკა თავისუფალი მსახიობია და ავანტიურებზე წამოვა, არა, უბრალოდ, ასეთი ტიპაჟი მინდა – გამხდარი, გაძვალტყავებული, მშიერი ბოზი. თავიდან არ მოეწონა, მაგრამ მერე ავუხსენი, რომ ყოველთვის ხალხის მეხსიერებაში რჩებიან არაორდინალური როლის შემსრულებელი მსახიობები და მოვუყვანე მაგალითი: როგორც კი ახსენებ ჯულია რობერტსს, მაშინვე გახსენდება მისი როლი ფილმში „ლამაზმანი”, ჯულიეტა მაზინა – „კაბირიას ღამეებში” და ასე შემდეგ.

– სიუჟეტში არ არის მხოლოდ ის, რომ ქალი დგას პანელზე, დაკავებულია თავისი საქმეებით, მას ასევე ჰქონდა ტკივილები, დრამატული სცენები. როდესაც რეჟისორმა და სცენარისტმა იციან, რატომ შემოჰყვათ მსახიობი სცენაში, ამას მასაც აგებინებენ. კითხვაზე ყოველთვის აქვთ პასუხი და მსახიობიც „შოკოლადში“ ხარ, ყველაფერს აკეთებ. სწორედ ამის გამო დავთანხმდი ანრის შემოთავაზებაზე, რადგან ამაზე მივიღე პასუხი. 

– რამე ხდება პირად ცხოვრებაში?

– არაფერიც არ ხდება, როგორც შენ, მეც ველოდები რაღაცეებს, მოლოდინის რეჟიმში ვართ.

– არ ვარ მოლოდინის რეჟიმში, ჩამორჩი მოვლენებს. ველოდები, როდის ჩამოვა. შენ კი ელოდები შენთან როდის გამოჩდებიან.

– ჩემთანაც გამოჩნდა, მაგრამ ცოტა ღირებულ  და რეალურ შემოთავაზებას ველოდები.

– ბოლო დროს თუ მოახდინა რამემ შენზე დიდი შთაბეჭდილება?

– თინანო ზოოპარკში შევიყვანე ტერარიუმში და ვნახეთ ასეთი სურათი: პატარა, საყვარელი თეთრი ბაჭია დაბორდღიალობდა გველთან. ჩვენ ძალიან გვიყვარს ბაჭიები, თინანო მათთან ერთად იძინებს. მეც, დილით რომ ვიღვიძებ, თავზე რაღაც მაზის, ანუ ბაჭია. გავიხედე გვერდით და დავინახე, როგორ ჭამდა გველი ბაჭიას, ამან ჩემზე და თინათინზე საშინელი შთაბეჭდილება მოახდინა, არასდროს დამავიწყდება. შევუვარდი თანამშრომლებს: რას აკეთებთ, დააწერეთ მაინც: გველი სადილობს, მაგრამ რას ჭამს ეს არ დაწეროთ. ეს იყო საშინელება, ბავშვები ტირილით გადიოდნენ ტერარიუმიდან.

 

 

скачать dle 11.3