კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩაზიარებულები

„ჩახედე მთავრობას ჯიბეში“

 

რაკი ყველაფერი საუკეთესო – ხალხს (გნებავთ, მეც ისევე უნდა დავიტანჯო, როგორც ჩემი ხალხი იტანჯება), ოფიციალური ინფორმაციით, „თბილისის მერია, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის მიზნით, 2012 წლის ბიუჯეტს თბილისელებთან ერთად გეგმავს.“ ამ დიადი მიზნის განსახორციელებლად კი „მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები მოსახლეობას ქალაქის ყველა უბანში ყოველდღიურად ხვდებიან და ადგილზე ისმენენ მათ მოსაზრებებს“.

ამისათვის სპეცანკეტებიც დაამზადეს და თბილისელებს გულღიად სთავაზობენ, დედაქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვაში პირადად მიიღონ მონაწილეობა, რა თქმა უნდა, სპეციალური კითხვარების შევსების მეშვეობით. უფრო მეტიც, კითხვარის შევსება ელექტრონულადაც შეიძლება. თვალსაჩინოებისთვის დედაქალაქის მერი ხუხუების ოჯახს პირადად ესტუმრა, 2012 წელს მერიის მიერ დაგეგმილი სამომავლო გეგმებიც გააცნო და ანკეტის შევსებაშიც დაეხმარა, რა თქმა უნდა, 2012 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის მიზნით!

მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ დედაქალაქის მესვეურებს (იმიტომაც ბრძანდებიან დედაქალაქის მესვეურები) სხვა არაფერი ევალებათ, თუ არა პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, ზედაც, დამატებით, მოქალაქეების გულის მოგებაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, მოქალაქენი გაცილებით მეტად იხეირებდნენ, თუკი ზემდგომები ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრაში კი არა, თბილისელებს თავიანთ მრავალნულიან ხელფასებში ჩაიზიარებდნენ.

 

скачать dle 11.3