კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნანობს თუ არა „ბარსელონადან” წასვლას გიორგი ჭანტურია და როგორ მოეწყო ის ჰოლანდიაში

„ჩვენ არ გვჭირდება „ბარსა”, ჩვენ გვყავს ჩვენი „მესი” – გიო ¹11”, – ასეთია ბანერი ჰოლანდიური კლუბის, „ვიტესის” სტადიონზე და ამით, ადგილობრივი ქომაგები ქართველი გიორგი ჭანტურიას მიმართ სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავენ. ამას კი ნიჭიერი ფეხბურთელი გოლებითა და საუცხოო თამაშით პასუხობს. გიორგი ჭანტურია 18 წლისაა და საფეხბურთო კარიერის დასაწყისში იმყოფება არნემის „ვიტესში”, სადაც „ბარსელონას” იუნიორთა გუნდიდან გადავიდა. ამ და სხვა საინტერესო თემებზე იგი ჟურნალ „თბილისელებისთვის” მოცემულ ინტერვიუში საუბრობს, რომელიც „ვიტესი”–„დენ ჰააგის” სათასო მატჩის დასრულების შემდეგ ჩავწერეთ. მატჩში გიორგის გუნდმა გაიმარჯვა. 

 

– გიორგი, როგორ ცხოვრობ ჰოლანდიაში? ესპანეთთან შედარებით, ხომ არ გაგიჭირდა ადაპტაცია? 

– ყველაფერი კარგად არის, ნორმალურად ვცხოვრობ. ოჯახის წევრები, როცა სამსახურში შვებულებას იღებენ, ჰოლანდიაში ჩამოდიან  და ერთად ვართ. ესპანეთთან შედარებით, ვფიქრობ, ჰოლანდიაში ოდნავ უფრო თბილი ხალხია. რაც აქ ჩამოვედი, ვისთანაც კი მქონია ურთიერთობა, ყველა კეთილად არის განწყობილი  ჩემ მიმართ. ვიტყვი, რომ ჰოლანდიელები ძალიან კარგი და თბილი ხალხია. 

– ესპანელებზე თბილები არიან? 

– არა, ასეც ვერ ვიტყვი, ესპანელებიც თბილი ხალხია. თუმცა, ის განსხვავებაა, რომ ესპანეთში ისეთი ავტორიტეტი არ მქონდა, როგორიც აქ მაქვს. რაც ჰოლანდიაში ვარ, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, არანაირი კონფლიქტი არ მომსვლია. ენის ამბავშიც არ გამჭირვებია, ინგლისური ყველამ იცის და ჩვეულებრივად ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან.

– ის თუა მნიშვნელოვანი შენთვის, რომ „ვიტესის” პრეზიდენტი ქართველია? 

– ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. მერაბი (მერაბ ჟორდანია, „ვიტესის” პრეზიდენტი – ავტორი) კლუბის პრეზიდენტია, მე კი ფეხბურთელი. არც მინდა, რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდეს, რომ შემდეგ გუნდში ილაპარაკონ მეგობრები არიანო. რა თქმა უნდა, კლუბის გარეთ, ძალიან კარგი, მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს – ვმეგობრობთ, პატივს ვცემთ ერთმანეთს. მაგრამ, როგორც კი საქმე ვარჯიშს ან თამაშს ეხება, ის მხოლოდ  ჩემი გუნდის პრეზიდენტია და მეტი არაფერი. თამაშის შემდეგ კი, მოედანს გარეთ, ნამდვილი მეგობარია და მის ოჯახთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს.  

– „ბარსელონადან“ წასვლას, ხომ არ ნანობ? 

– არა, ჩემი აზრით, „ვიტესში” გადასვლით, ერთ-ერთი ყველაზე სწორი ნაბიჯი გადავდგი ჩემს ცხოვრებაში, რაც ჰოლანდიაში გადმოვედი, გამოცდილება შევიძინე, ფეხბურთისა და ცხოვრების თვალსაზრისით. „ბარსელონასთან” შედარებით, როგორც ფეხბურთელი, გავიზარდე და 18 წლის ასაკში ჰოლანდიის ჩემპიონატში თამაში მაღალ დონეზე, ვფიქრობ, ძალიან დიდი წარმატებაა და არც ერთი წუთით არ ვნანობ. ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე და არ ვფიქრობ, რომ რაიმე შემეშალა, „ბარსელონადან“ რომ წამოვედი. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი დრო გავატარე ესპანეთში, ბევრი რამ ვისწავლე, განვვითარდი როგორც ფეხბურთელი და როდესაც მივხვდი, რომ ჩემი წასვლის დრო იყო და სხვა ქვეყანაში უნდა გადავსულიყავი, ეს ნაბიჯი გადავდგი, რაც ძალიან მართებული იყო. 

– მომავალზე რას იტყვი, შემოთავაზებები ხომ არ გაქვს სხვა კლუბებიდან?

– „ვიტესთან” სამწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ჯერჯერობით არ ვფიქრობ სხვა გუნდებზე. თუმცა, ვიცი, რომ ჩემით სამი სერიოზული ევროპული გუნდია დაინტერესებული. მაქვს შემოთავაზებები, კონტრაქტის პირობებიც გამომიგზავნეს, მაგრამ ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ. კარგად ვგრძნობ თავს „ვიტესში” და აქ ვრჩები. 

– თანაგუნდელებზე რას იტყვი, ხშირად ხართ ერთად ვარჯიშისა და თამაშის შემდეგ?

– რა თქმა უნდა, სულ ერთად ვართ. მე და გურამი (გურამ კაშია – ავტორი) როგორც ძმები ისე ვართ. აქ არის მესამე ქართველიც, ვაკო ყაზაიშვილიც და სამივე ერთად ვართ. სხვა თანაგუნდელებთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს და თავისუფალ დროს მაქსიმალურად ვიყენებთ – იქნება ეს ღამის კლუბი, რესტორანი თუ რომელიმე გუნდელის სახლი. ასე ვატარებთ დროს და ვერთობით.

– არნემზე რას იტყვი, როგორი ქალაქია? 

– არნემი არის წყნარი, ჩვეულებრივი პატარა ქალაქი – ლამაზი, გამწვანებული და ფეხბურთზე შეყვარებული. არ არის ამსტერდამი და ევროპის ცენტრალური ქალაქი, თუმცა საცხოვრებლად იდეალური ადგილია. ამსტერდამიც ძალიან ახლოსაა, ერთი საათის სავალია აქედან მანქანით და იქაც სულ 5-6-ჯერ ვარ ნამყოფი. ძალიან ლამაზი ქალაქია, მუზეუმები დავათვალიერე. თუ ჰოლანდიაში მოხვდები, ამსტერდამი აუცილებლად უნდა ნახო. 

– ამსტერდამის ღირსშესანიშნაობაზე, „წითელი ფანრების” ქუჩაზე რას იტყვი? 

– (იცინის) არა, ასეთი ადგილებით არ ვინტერესდები, არ დავდივარ.

– ეროვნული ნაკრების კანდიდატი ხარ და თემურ ქეცბაიასთან ხომ არ გქონია საუბარი ამ თემაზე? 

– მე, პირადად, არავითარი საუბარი არ მქონია, არც შევხვედრივარ და არანაირ თემაზე არ გვისაუბრია. მან იცის, რომ მე ფეხბურთელი ვარ და მე ვიცი, რომ ის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია, მეტი არაფერი. 

– როგორც ვიცი, გატანილი გოლის შემდეგ, ხელებით გულის ფორმას გამოსახავ. ვის ეძღვნება ეს გული? 

– ყოველთვის დედას. მისი უდიდესი დამსახურებაა, დღეს რომ პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და ჰოლანდიაში ვთამაშობ. ჩემი ფეხბურთელობა, ასი პროცენტიდან ორმოცდაათი, მისი დამსახურებაა და როდესაც გოლი გამაქვს, სულ მინდა, მას მივუძღვნა. 

– „იუთუბიზე” გავრცელდა ვიდეო – „გიორგი ჭანტურიას სტრიპტიზი”, რომელიც „ნაიმეგენთან” მოგებული მატჩის შემდეგ, გასახდელშია გადაღებული. რას იტყვი ამაზე? 

– (იცინის) რა უნდა ვთქვა, 15 წელია, „ვიტესს”  მოგებული დერბი არ მოუგია და როდესაც გასვლაზე მოიგებ, მით უმეტეს, გამარჯვების გოლსაც გაიტან, სულ რომ არ გავიხადე და ისე არ ვიცეკვე სტადიონზე, ის უნდა გაკვირვებოდათ. 

 

 

скачать dle 11.3