კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანუკი ქორქია დანიშნულია

 

 

 სიყვარულის ისტორია გამჟღავნდა და შედეგებმაც არ დააყოვნა. თბილისში ერთ-ერთმა ყველაზე ლამაზმა წყვილმა – ანუკი ქორქიამ და კახა ჩიქოვანმა, დაქორწინება გადაწყვიტეს. მათი სიყვარული რომ სერიოზულ ურთიერთობებში გადაიზრდებოდა, ამის მიხვედრა რთული არ იყო. თავიდანვე ჩანდა, რომ ანუკი და კახა ერთმანეთის მეორე ნახევრები იყვნენ, რომლებმაც საკმაოდ საინტერესოდ იპოვეს ერთმანეთი. ქორწინებისკენ სვლა კი, ტრადიციულად მიდის. სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ანუკის სახლში ოფიციალური ნიშნობა შედგა, სწორედ ისეთი, როგორიც ყველა ქართულ ოჯახში. ანუკისა და კახას ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და... ერთი სიტყვით, ანუკის თითზე უკვე ოქროს რგოლი ბრწყინავს. ნიშნობაზევე დაიგეგმა, რომ წყვილი იანვრის ბოლოს ჯვარს დაიწერს. ჯვრისწერა ვიწრო წრეში შედგება, რის შემდეგაც ანუკი და კახა რომელიმე თბილ და მზიან ქვეყანას მიაშურებენ. მართალია, ანუკიმ ჩვენთან საუბარში თქვა, რომ ჯვრისწერას მხოლოდ მეჯვარეები და უახლოესი წრე დაესწრება, მაინც გვრჩება იმედი, რომ ამ მოვლენის შესახებ დეტალებს მაინც მივაწვდით ჩვენს მკითხველს. თუმცა, ეს არ არის ყველაფერი. როგორც ანუკიმ გვითხრა გაზაფხულზე, როგორც კი დათბება წყვილი ქორწილსაც გადაიხდის. მოკლედ, ურთიერთობების კონონიერ ჩარჩოებში მოქცევას ანუკი და კახა სამ ეტაპად ყოფენ. 

 ამ საკითხთან დაკავშირებით ანუკის არ უწუწუნია. თუმცა, ჩვენი საუბარი მაინც შეეხო „დაამარცხე ვარსკვლავში” გასულ სიუჟეტს. საჰაერო ბუშტით გადაღების დროს გაუთვალისწინებელი მიზეზებით მოხდა მისი ავარიული დაშვება. ანუკი ქორქია: „ძლივს გადავრჩით. ავარიული დაშვების დროს, ერთი ოპერატორი გადმოვარდა და კამერაც გატყდა. პილოტს კი თავი გაუტყდა. საბედნიეროდ, სერიოზული დაზიანება არ ყოფილა.” ანუკი საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში მუშაობს, რათა პირად ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებისთვის, რაც შეიძლება, მეტი დრო გამოითავისუფლოს.  

 

скачать dle 11.3