კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“დარდიმანდი„ – ახალი რადიო ეფემ- 97.1-ზე

 

 

 ორშაბათს „პრაიმტაიმის” პრეს-კლუბში შოუ-ბიზნესის საკმაოდ სერიოზული ნაწილი შეიკრიბა. მიზეზი ახალი რადიოტალღის „დარდიმანდის” გახსნა იყო. გუნდი, რომლის სათავეშიც მომღერალი ნინო ჩხეიძე დგას, უკვე მეორე რადიოზე იწყებს მუშაობას. ძალიან წარმატებული „აფხაზეთის ხმის” შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ ქართული სიმღერებისთვის შეიქმნა „დარდიმანდი”, რომელიც თავისი სახელის ქვეშ უამრავ ქართველ ვარსკვლავს აერთიანებს. როგორც პრესკონფერენციაზე მუსიკალურმა ხელმძღვანელმა ნიკა ხაჩიძემ გვითხრა, საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკება დასჭირდა თავად ნინო ჩხეიძეს, რომ „დარდიმანდზე” საავტორო გადაცემა „სტუმრად ნინოსთან” გაეკეთებინა. „დარდიმანდის” მსმენელზე დილაობით გივი სიხარულიძე და ეთერ კაკულია იზრუნებენ. წარმომიდგენია, როგორი სახალისო იქნება მათი გადაცემა, როდესაც პრესკონფერენციაზეც კი მოახერხეს „კომედი გრუპის” მთელ შემადგენლობაზე მეტად გაემხიარულებინათ ჟურნალისტები. რაც შეეხება „კომედი გრუპს” „დარდიმანდზე” მათი მოსმენა უხვად შეგვეძლება. სხვადასხვა გადაცემაში გადანაწილებულები იქნებიან: ალეკო მალხაზიშვილი, ვასო ფხაკაძე, მიშა ანდღულაძე, ნიკა არაბიძე, კობა ბარათელი, ვახო ბიჭიკაშვილი, ამიკო და ფაქო. პრესკონფერენციას არ ესწრებოდა ოთო ლომთაძე, რომელიც მიშა ანდღულაძესთან ერთად საკმაოდ საინტერესო გადაცემას „მუსიკალურ რემოუნტს” წაიყვანს. მიშა და ოთო, მოწვეულ მომღერალთან ერთად, რეკოსტრუქციას გაუკეთებენ მის ყველაზე ცნობილ სიმღერებს, რომელიც ხშირად ორიგინალზე ნაკლებად საინტერესო არ იქნება. „დარდიმანდზე” „კომედი გრუპის” მსახიობების მიერ გაკეთდება პირველი ქართული რადიოსერიალი „მდგმურები”, რომელიც „დარდიმანდული”, ძალიან სახალისო იქნება. რაც შეეხება მუსიკალურ მხარეს, „დარდიმანდზე” მოვისმენთ ყველა დროის, ყველა ჟანრის ქართულ სიმღერებს. შესაბამისად, მისი მსმენელები იქნებიან სხვადასხვა ასაკის კარგი ქართული მუსიკის მოყვარულები. 

 

скачать dle 11.3