კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა ქუთაისში მცხოვრებმა ქალბატონმა თავისი ბავშვობის მეგობარი, რომელიც მას 1972 წლის შემდეგ არ უნახავს

 

55 წლის რუსუდან ვასილის ასული ხომერიკი (ქალიშვილობის გვარი) ეძებდა 55 წლის ვიოლა ვანოს ასულ ცევრენიდის.

ისტორია: ვეძებ ჩემს ბავშვობის მეგობარს, 55 წლის ვიოლა ვანოს ასულ ცევრენიდის (ქალიშვილიობის გვარი). მე და ვიოლა ბავშვობიდან ვმეგობრობდით და მეზობლად ვცხოვრობდით ქობულეთში. 1972 წლის შემდეგ კი ის აღარ მინახავს. ვიცი, რომ ვიოლა საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, მაგრამ, წლების განმავლობაში მე მას ვერანაირად ვერ ვუკავშირდებოდი. ძალიან მინდა ვიოლას პოვნა. პირადად მე, უკვე შვილიშვილიც მყავს. ვიცი, რომ ისიც გათხოვდა და ჩემი აზრით, თბილისში უნდა ცხოვრობდეს. ქობულეთში ვიოლას მშობლებმა სახლი დიდი ხნის წინ გაყიდეს და ვერც მის ნათესავებს ვერ ვუკავშირდები. გთხოვთ, დამეხმაროთ მეგობრის მოძებნაში. ვიოლას მხოლოდ ერთი ფოტო მაქვს, რომელიც ქობულეთში ერთად გადავიღეთ. თუკი ვინმე იცნობს მას, ვთხოვ, გამომეხმაუროს.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჟურნალ „თბილისელების“ წინა ნომერში დაიბეჭდა. საბედნიეროდ, ქალბატონმა რუსიკომ თავისი მეგობარი სტატიის გამოქვეყნებისთანავე იპოვა. ჩვენი რესპონდენტი არც ელოდა ასეთ მოკლე დროში ბავშვობის მეგობრის პოვნას და, მისთვის ეს, რასაკვირველია, მოულოდნელი სიხარული იყო. დღევანდელი რუბრიკის სტუმარი, ქალბატონი რუსუდანი, თავად უამბობს მკითხველს თავისი სიხარულის შესახებ. 

– ამ რუბრიკაში არც ისეთი იშვიათობაა ადამიანების ერთმანეთის პოვნის შემთხვევები, მაგრამ თქვენ მეგობარი, შეიძლება ითქვას, ერთ დღეში იპოვეთ. გვიამბეთ, როგორი იყო მასთან პირველი საუბარი ამდენი წლის უნახაობის შემდეგ?

– მე დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ვეძებდი ბავშვობის მეგობარს. ჩვენი ბოლო შეხვედრა 1972 წელს შედგა. მას შემდეგ დიდი დროა გასული და ვიოლას პოვნა წერილის გამოქვეყნებისთანავე, წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. ნამდვილად არ ველოდი ასეთ სწრაფ შედეგს. როდესაც დამირეკეთ და მითხარით, რომ ვიოლა ნაპოვნია და ჩემს ზარს ელოდება, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ოჯახში ყველა ავაფორიაქე, რადგან ჩემი ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ მეგობარს წლების განმავლობაში ვეძებდი. თქვენ წარმოიდგინეთ, სტატია ვიოლას ძებნის შესახებ წაკითხულიც კი არ მქონდა, რომ თქვენ ის უკვე ნაპოვნი გყავდათ. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს რედაქციას ასეთი კეთილშობილური რუბრიკის არსებობისთვის. თქვენ ჩემს ცხოვრებაში დიდი სიხარული და ბედნიერება შემოიტანეთ. როდესაც ვიოლას დავურეკე, მასაც ძალიან გაუხარდა. მე ჩემი ამბები ვუამბე, მან  – თავისი; გავიხსენეთ ბავშვობა და უამრავი ტკბილი მოგონება გავაცოცხლეთ. შეუდარებელი გრძნობაა, როდესაც დიდი ხნის უნახავ მეგობარს პოულობ.

ის, თურმე, დღემდე ქობულეთში ცხოვრობს,  მე კი ეს არ ვიცოდი და თბილისში მეგონა. ვიოლას მეუღლე კი თბილისში იმყოფებოდა. ზუსტად იმ დღესვე, როცა სტატია გამოქვეყნდა და მანაც წაიკითხა ჩემი განაცხადი მოძებნაზე, მაშინვე შეატყობინა ვიოლას. სამწუხაროდ, ვიოლა ახლო მომავალში ქუთაისში ვერ ჩამოვა და, ამიტომ, მე დამპატიჟა ქობულეთში. ძალიან მალე ერთმანეთს პირისპირ შევხვდებით. ბოლოს რომ ვნახეთ ერთმანეთი, 16 წლისანი ვიყავით, ამჟამად კი 55 წლის ვართ (იცინის). ჩვენი ოჯახების წევრებსაც ძალიან უხარიათ ეს ამბავი. ჩემი შვილები ვიოლას დაუსწრებლად იცნობენ. მასაც  ორი შვილი ჰყოლია.

– ჩემს პრაქტიკაში ხშირად ხდება, რომ, ადამიანს სულ სხვაგან ეძებენ, ის კი სულ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში აღმოჩნდება ხოლმე. წინა ინტერვიუში თქვენ ისიც თქვით, რომ, შეიძლება, ვიოლა საბერძნეთში წასულიყო საცხოვრებლად, ის კი, თურმე, ქობულეთში ცხოვრობს.

– ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის ქობულეთში აღმოჩნდებოდა. მე მეგონა, რომ, ან თბილისშია, ან – საბერძნეთში. დიდი იმედი მქონდა, რომ ის წაიკითხავდა ამ სტატიას, ან ვინმე იცნობდა მას ფოტოთი. ჯერაც ეიფორიაში ვარ (იცინის). როდესაც ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში ეძებ და მერე ასე უცებ პოულობ, იბნევი კიდეც. მინდა, ყველას, ვინც კი ვინმეს ეძებს, ვუსურვო, იპოვონ ერთმანეთი და იგივე გრძნობა განიცადონ. 

 

скачать dle 11.3