კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ციხიდან დაბრუნებულ სტალინს ყველა პოლიტიკურ ფიგურაზე ჰქონდა მაკომპრომეტირებელი მასალები

 

რუსეთის პირველი პოლიტიკური პოლიცია – „ოპრიჩნინა“ ივანე მრისხანემ 1565 წელს შექმნა. ექვსიათასკაციან რაზმს სპეციალური ჩაცმულობა და აღჭურვილობა ჰქონდა. შავ ტანსაცმელში გამოწყობილ და შავ ცხენებზე ამხედრებულ ვაჟკაცებს საოცარი სიმბოლოები ამშვენებდათ: უნაგირზე მიბმული ჰქონდათ ძაღლის თავი, რაც მოღალატეების მოძებნაში ეხმარებოდათ და ცოცხი, რის საშუალებითაც ხალხს, ვითომ, ბოროტმოქმედებისგან „ასუფთავებდნენ“. სამწუხაროდ, თითქმის ყოველთვის, სამშობლოს მოღალატე ბოროტმოქმედები, ოპრიჩნიკებისა და მათი მეთაურის წარმოსახვაში უფრო არსებობდნენ, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. 1570 წელს ნოვგოროდის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მათ სისხლიან ორგიებს შეეწირა. ისინი „მოღალატეებს“ ერთი თვის განმავლობაში ხოცავდნენ. საერთოდ, „ოპრიჩნინის“ პერიოდი შვიდი წელი გაგრძელდა და ისეთი შედეგი გამოიღო, რომ სადისტი ივანე მრისხანე იძულებული გახდა, 1572 წელს მკვლელების ეს რაზმი გაეუქმებინა. რუსეთის მეორე ლეგენდარულმა მონარქმა, პეტრე პირველმა, რომელიც ერთდროულად აღვირახსნილი მექალთანეც იყო და პედერასტიც, „პრიაბრაჟენსკი პრიკაზით“ ჯალათების ისეთი ინსტიტუტი შექმნა, რომ ადამიანებს სიცილის (იუმორის) გამოც კი კლავდნენ. ისტორიას ახსოვს შემთხვევები, როცა სამშობლოს ღალატისთვის მამები შვილებს სიკვდილით სჯიდნენ, მაგრამ ის, რაც „ევროპაში ფანჯრის გამჭრელმა“ ჩაიდინა, უპრეცედენტოა – საკუთარ შვილს წამებაში ამოჰხადა სული. „რეფორმა“ ნიკოლოზ პირველმაც (1823-1855 წლები) განახორციელა, საიმპერატორო კანცელარიაში „მესამე განყოფილება“ შექმნა და მეთაურად გრაფი ბენკენდორფი დანიშნა; კაცი, რომლისგანაც ბავშვის შეჭმაც კი არავის გაუკვირდებოდა. მისი გენიალური იდეის წყალობით, რუსეთში „ფიქრების პოლიცია“ შეიქმნა („პალიცია მისლეი“), რომელიც ყოველთვიურად ამზადებდა მოხსენებებს საზოგადოებრივი აზრების მიმოხილვის შესახებ („აბზორი აბშჩესტვენნავა მნენია“, სანკტ-პეტერბურგი, 1827 წელი). ბენკენდორფის უწყების მიერ შემუშავდა „თეორია“, რომლის მიხედვითაც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ: „საზოგადოებრივი აზრი მთავრობისთვის ტოპოგრაფიული რუკაა, რომელიც არმიას საომარი მოქმედებების დროს სჭირდება“. ბენკერდორფმა სხვა სიმბოლოებიც შემოიღო – თეთრ ხელთათმანებსა და ცისფერ ქურთუკებში ჩაცმულ ბიჭებს ყველა ცნობდა. მათ საგანგებოდ არჩევდნენ. მათი მოვალეობა იყო: სახელმწიფო უსაფრთხოება და მტრებისგან დაცვა. 300 000 ადამიანიდან, რომლებიც სამშობლოს ღალატისთვის გააციმბირეს, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, მხოლოდ ათასი კაცი ყოფილა მტერი – პოლონელი, უკრაინელი და ქართველი სხავაგვარად მოაზროვნეები (ინაკომისლიაშჩიე) ანუ, პატრიოტები. ამის შემდეგ რუსეთის პოლიტიკური პოლიციის სისტემამ ახალი სახელი – (ოხრანკა) დაირქვა. 

      სოსო  ჯუღაშვილს თავისი კარიერის შექმნაში არავინ მიხმარებია. მას არც ფული ჰქონდა და არც გავლენიანი პროტეჟე ჰყოლია. არადა, იყო დრო, როცა „ოხრანკა“ ყველაფერს ჰპირდებოდა მას. 1910 წელს, პარიზის რეზიდენტურამ სტალინის წერილი ჩაიგდო ხელში, რაც თავისთავად უნიკალური დოკუმენტია. იოსებ ბესარიონის ძე თანამებრძოლს წერს, რომ ურთულესი პრობლემის წინაშე დგას, აწუხებენ, „ოხრანკიდან“, სთავაზობენ ქონებას, ფულს, სათავადაზნაურო წოდებასაც კი, თუ მათთან ითანამშრომლებს. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მას ლენინის ხაზიდან არ გადაუხვევია. ამ დროს, ბოლშევიკური პარტიის წევრებს შორის „ოხრანკას“ სერიოზული აგენტურული ქსელი ჰქონდა – სანკტ-პეტერბურგის ბოლშევიკური კომიტეტის ხუთი წევრიდან, ოთხი მათი აგენტი იყო. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მალინოვსკი, რომელიც ძერჟინსკიმ, მოგვიანებით, მაგრამ მაინც, გამოავლინა. მალინოვსკი 1910 წელს გადაიბირეს. ის ერთი ჩვეულებრივი მუშა იყო, მაგრამ ორ წელიწადში მიაღწია იმას, რომ სახელმწიფო პარლამენტში (დუმა) ექვსი ბოლშევიკი დეპუტატიდან ერთ-ერთი თავად გახლდათ. მან მალე ფრაქციის თავმჯდომარეობასაც გამოჰკრა ხელი. ლენინი აღფრთოვანებული იყო იმით, რომ მალინოვსკი პირველი ლიდერი იყო მუშათა კლასიდან. ლენინი არ ტყუოდა. იმ დროს, პროლეტარული რევოლუციის იდეით შეპყრობილი პარტიის ხელმძღვანელ პოსტებზე ერთი მუშაც კი არ იყო. 1912-1913 წლებში ბოლშევიკები და მენშევიკები, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ერთ, სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში იყვნენ გაერთიანებული, მაგრამ, „ოხრანკის“ დამსახურებით, ფრაქცია დაიშალა. ბოლშევიკური ფრაქციის თავმჯდომარე კი მალინოვსკი გახდა. განხეთქილებამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ ადამიანები, რომლებიც ერთ დროს თანამებრძოლები იყვნენ, მეტიც, საერთო იდეისთვის ციხეებში ერთად ისხდნენ და ერთმანეთს ძმობას ეფიცებოდნენ, დაუნდობელი მტრები გახდნენ. შექმნილი მდგომარეობით, ლენინი სერიოზულად დაინტერესდა და პროვოკაციების წინააღმდეგ მებრძოლი კომისიაც შექმნა, რომელშიც სამი ადამიანი – სტალინი, სვერდლოვი და მალინოვსკი შედიოდა. ბოლშევიკების ლიდერებმა – ზინოვიევმა და კამენევმა, ლენინთან ერთად დიდი ძალისხმევის შედეგად დაადგინეს, რომ ექვსკაციანი ფრაქციის ერთ-ერთი დეპუტატი „ოხრანკის“ აგენტი იყო, მაგრამ ვინ, არ იცოდნენ. სტალინი ინტუიციით გრძნობდა, რომ მოღალატე პროვოკაციების წინააღმდეგ მებრძოლ კომისიაში იყო. სვერდლოვი ამას არ იკადრებდა, ამაში დარწმუნებული გახლდათ. ამიტომ, ფელიქს ძერჟინსკის, რომელიც მაშინ მხოლოდ სტალინისთვის წარმოადგენდა ავტორიტეტს, დაავალა მალინოვსკის თვალთვალი. „რკინის“ ფელიქსმა ჩინებულად შეასრულა დავალება, მოღალატე არა მხოლოდ კონკრეტულ ღალატში ამხილა, რეალური მტკიცებულებებიც კი დაუდო სტალინს. მაგრამ, მან რეაგირება და სათანადო ზომების მიღება ვერ მოასწრო, რადგან დააპატიმრეს და თანაც, დიდი ხნით. მალე ჯუღაშვილს სვერდლოვიც მიუსვეს გვერდით, მალინოვსკი კი „ოხრანკამ“ გააქრო და ოქტომბრის რევოლუციამდე, პარიზში, სხვა სახელითა და გვარით ცხოვრობდა. სტალინი გადასახლებიდან ბურჟუაზიულ რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე დაბრუნდა. ძველი რევოლუციონერები იხსენებენ, რომ ციმბირში სტალინი ბოლო წლებში უცნაურად იქცეოდა – არ ინტერესდებოდა იმპერიაში მიმდინარე მოვლენებით, ფაქტობრივად, გასული იყო პოლიტიკიდან. საკუთარ თავში ჩაიკეტა. სამაგიეროდ, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან – თევზაობდა, ნადირობდა და მათთან ერთად ატარებდა დროს. სინამდვილეში, „ბესარიონოვიჩმა“ იცოდა, რომ ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალი იყო, მას კი სერიოზული პოლიტიკური კაპიტალი ჰქონდა დაგროვილი. ზედმიწევნით კარგად იცნობდა ყველა პოლიტიკურ ფიგურას და მაკომპრომეტირებელი მასალებიც საკმარისზე მეტი ჰქონდა. გადასახლებიდან დაბრუნებულ სტალინს თავი ამაყად ეჭირა, ძველი თანამებრძოლები მას ვეღარ ცნობდნენ. სწორედ მისი გადაწყვეტილება იყო „ჩეკას“ (საგანგებო კომიტეტი) ხელმძღვანელად ფელიქს ედმუნდის ძე ძერჟინსკის დანიშვნა, რომელმაც სამოქალაქო ომისა და ქაოსის მიუხედავად, უძლიერესი სამსახური შექმნა. ცხადია, ლენინის სიცოცხლეშიც კი „რკინის“ ფელიქსი სტალინის განკარგულებებს ასრულებდა, ანუ ის სოსო ჯუღაშვილის კაცი იყო.

რევოლუციის შემდეგ მალინოვსკიში პატრიოტულმა გრძნობებმა გაიღვიძა და რუსეთში დაბრუნდა. სოსომ და ფელიქსმა მას ძველი ცოდვები გაუხსენეს და 1918 წლის 6 ნოემბერს რევოლუციური ტრიბუნალის (სტალინი, სვერდლოვი, ძერჟინსკი) გადაწყვეტილებით, სასიკვდილო განაჩენი, კრემლის შიდა ეზოში სისრულეში მოიყვანეს. ადამიანური, პიროვნული ღირსებები მას არ ჰქონია, არც არავის ანიჭებს სიხარულს ადამიანის სიკვდილი, მაგრამ სტალინმა ასე გადაწყვიტა! 

P.S.  პეტრე პირველი, ნიკოლოზ მეორე თუ სტალინი? 

დიდ რუს მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს ლევ ტოლსტოის პეტრე პირველი უაღრესად უარყოფით პიროვნებად მიაჩნდა. მისი აზრით, მის დროს დაიწყო საშინელება რუსეთის ისტორიაში. მთვრალი, ეშმაკად ქცეული, სიფილისისგან დამპალი ცხოველი საუკუნის მეოთხედის განმავლობაში აწამებდა, წვავდა, ცოცხლად მარხავდა ადამიანებს; როგორც მამათმავალი, რყვნიდა ახალგაზრდებს; მან დაანგრია და გააღატაკა რუსეთი და ამოხოცა ქვეყნის მოსახლეობის მესამედი – ისინი გაუთავებელ ომებსა და „რეფორმატორულ იდეებს“ შესწირა. ძნელია, არ დაეთანხმო მწერალ ალექსანდრე კაზაკევიჩს, რომელსაც მიაჩნია, რომ რუსეთს ვერ გადაარჩენს ყალბი პატრიოტიზმი და ცრუ კერპებისადმი თაყვანისცემა. „რუსეთში თუ მოკლავ ერთს, მკვლელად ითვლები, გაანადგურებ ათასებს – გმირად“, – თამამად აცხადებს ის, რითაც ამსხვრევს დამკვიდრებულ სტერეოტიპებს. გარდა ამისა, მწერალი მიიჩნევს, რომ არც ერთ ლიდერს არ ჰქონია რუსი ხალხის ისეთი სიყვარული, როგორც სტალინს და ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოკითხვა გაყალბებულია. ბელადი უპირობოდ იყო პირველ ადგილზე, თუმცა მეორეზე ჩამოიყვანეს და როგორც თვითონ ამბობს, იდიოტი ნიკალაშკა (ნიკოლოზ მეორე) გაიყვანეს პირველ ადგილზე. გარდაცვლილი სტალინის პორტრეტები უზარმაზარ რუსეთში, ჩვეულებრივ ადამიანებს ტრანსპორტში, საყოფაცხოვრებო სალონებსა და ოჯახებში გამოსაჩენ ადგილებზე დღესაც აქვთ და სათუთად უფრთხილდებიან, ყოველგვარი გაყალბებული პლებისციტის მიუხედავად.

 

 

скачать dle 11.3