კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კბილგაკრულები


„არ გაგისკდეს მუცელი!“

საქართველოს პრეზიდენტი აგარაში HIPP-ის ქარხანას ეწვია და, სრულიად ბუნებრივი იყო, რომ ეს ფაქტი ქართული ელმედიისა და საზოგადოების ყურადღების მიღმა ვერ დარჩებოდა. პრეზიდენტმა ქარხანაც მიათვალიერ-მოათვალიერა, არც პოლიტიკური ამბები დაივიწყა და ოპოზიციასაც გაჰკრა კბილი; ისიც გაიხსენა, როგორ დაუფრთხეს ანგელოზები, როდესაც ის კლაუს ჰიპთან ერთად რესტორანში საქმიანად სადილობდა (და, ოფიციალური ვერსიით, „ჰიპის“ ამბებს არჩევდა) და აღნიშნა, რომ ბ-ნი კლაუსი ზედმეტად ევროპელი რომ ყოფილიყო, ქარხანას საქართველოში არ გახსნიდა და იქ დასაქმებული ხალხიც კვლავაც უმუშევართა არმიაში იდგებოდაო. აქედან გამომდინარე კი, დაასკვნა, რომ „ნორმალურ ქვეყანაში ნორმალური ოპოზიცია ასე არ იქცევა“. სამწუხაროდ, ის აღარ გახსენებია, ნორმალურ ქვეყანაში პრეზიდენტს თავისი თვითმფრინავით ჩამოჰყავს თუ არა ძვირად ღირებული მასაჟისტი. ხოლო, რაკი არ გახსენებია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ქართულ ოპოზიციას ფულიც თავზე საყრელად აქვს, თბილისის ცენტრშიცაა მოკალათებული, არც უჯიპობას უჩივის და არც უჭმელ-უსმელობას, ამიტომაც დაასკვნა, გლეხის მიერ ვაშლის გაყიდვის ბედიც არ ადარდებსო (რაც, შესაძლოა, იმასაც ნიშნავდეს, რომ, თუკი ვაშლის ბედი გაღელვებს, შენზე მასაჟისტიც ალალია). მეტიც, დაგვპირდა, რომ, იმ ადამიანებს, რომლებსაც ქვეყნის განვითარება არ აინტერესებთ, გასაქანსაც არ მისცემს. მეორე მხრივ, ბუნებრივია, „ჩვენც ენგრე მოვიქცეოდით“, ჰოდა, რაკი „მოვიქცეოდით“, კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ქართველ ჩინოვნიკთა სახელფასო შემოსავლები: თინა ბურჯალიანი (იუსტიციის მინისტრის მოადგილე) – 114 704 ლარი; თენგიზ გუნავა (სამეგრელო-ზემო სვანეთის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი) – 85 477 ლარი; ხალხის რჩეული, რიგითი – 46 128 ლარი; დავით ამაღლობელი (ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი) – 119 000 ლარი. ჩინოვნიკთა წლიური სახელფასო შემოსავლების ეს მწირი ექსკურსიც მოწმობს, რომ არც ხელისუფლებაში უნდა უჩიოდნენ უჯიპობასა თუ უჭმელ-უსმელობას (მაგალითად, ყველაზე წარმატებული ქართველი პენსიონერის წლიური შემოსავალი 900 ლარს ვერ სცილდება, პედაგოგის – 3 500-ს). ხოლო, თუ პრეზიდენტის შენიშვნასაც დავამატებთ (ოპოზიციაც კაის ჭამს და კაის სვამსო), ჩვენ, ქვემოთ მყოფებს, ისღა დაგვრჩა საწუხარი, რომ, ერთ მშვენიერ დღესაც, არ დაუსკდეთ მუცლები!


скачать dle 11.3