კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინგლისური – სახლიდან გაუსვლელად


„ამის დედაც, ჯეკ!“

განა იმიტომ, რომ მამა დავიწყებოდათ და მამინაცვალს ფიცულობდნენ, დასავლურ მარაქაში გასარევად და, რა თქმა უნდა, მოზარდებისა და უკვე გაზრდილების ინგლისური ენის შესწავლაში დახმარების გასაწევად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ახალი საიტის პრეზენტაცია გაიმართა. სწორედ ამ საიტის დამსახურებით, ამიერიდან ინგლისური ენის შესწავლა აწი უკვე სახლიდან გაუსვლელადაც (ანუ სრულიად უფასოდ) შეგეძლებათ, ოღონდ, რა თქმა უნდა, თუ გაქვთ კომპიუტერი და ჩართული ხართ ინტერნეტში (თუმცა, ისიცაა, თუ კომპიუტერიც გაქვთ, თან ინტერნეტთან მიერთებული, სახლიდან გასვლა რაღა პრობლემაა). მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ყოველმხრივ მისასალმებელია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მესვეურებს ტვინი გაუნძრევიათ და დაინტერესებულების საყველპურო ინგლისურის შესწავლაში დახმარება გადაუწყვეტიათ (რადგან, თუ ტურიზმი გვინდა, იმდენი ინგლისური მაინც ხომ უნდა ვიცოდეთ, ფეხსალაგის ჩახეხვა რომ გვანდონ?!). ასეა თუ ისე, პროექტი დაიწყო (უცხოური ფულის ხელშეწყობითაც) და, იმედია, მსურველებს ხელსაც გაუმართავს, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ წელს არაქართველების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნის პრობლემა იმით გადაიჭრა, რომ მათ აღარ ავალდებულებენ მისაღებ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარებას, იქნებ ქართველ განმანათლებლებს ტვინის იმავე მიმართულებით მოძრაობა არ შეეჩერებინათ და ჩვენი არაქართველი მოქალაქეებისთვის სახლიდან გაუსვლელად ქართული ენის შესწავლაშიც შეეწყოთ ხელი.


скачать dle 11.3