კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ დააწყებინა ლიკა ევგენიძეს ქართულად ლექსების წერა და ვის მოსიყვარულებაზე უსკდება გული აჩიკო სოლოღაშვილს

 როგორც ლიკა ევგენიძისთვის, ისე არჩილ სოლოღაშვილისთვის „შუა დღის” წამყვანობის შეთავაზება მოულოდნელი იყო, ხოლო მაყურებლისთვის მოულოდნელად, ისინი მათ ყოველდღიურობად იქცნენ. აჩიკო და ლიკა ერთმანეთისთვის თბილი, კეთილი ჟურნალისტები აღმოჩნდნენ.

 

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია არჩილ სოლოღაშვილი

– ლიკა, სხვა არხზე იმუშავებდი?

– არა, კეტეგორიული არა. და შენ?

– ახლა არც მე. „რუსთავი 2-ში”, „შუა დღის” კანტორაში ისე ვგრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში. 

– სიცილი, კისკისი, ჟრიამული, საინტერესო ამბები, გართობა და მეგობრობა – ყველაფერი ერთად არის აქ. 

– ერთმანეთისთვის თანამშრომლები არ ვართ,  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ოთახში თანამშრომლებთან კი არ შევდივარ, მოვდივარ მეგობრებთან. მაგრამ მაინც, აი, ვთქვათ, საავტორო გადაცემა მოიფიქრე, აქ უარი გითხრეს და სხვა არხზე მოგიწია მისი წაღება...

– არასდროს მიფიქრია წამყვანობაზე. სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის, როდესაც ეს შემოთავაზება მივიღე. მე და შენ ერთად დაგვიკავშირდნენ და ჯერ მხოლოდ იდეაზე საკმაოდ დიდხანს მიდიოდა მსჯელობა. არ ვიცოდით, საბოლოოდ იქნებოდა – არ იქნებოდა. იმდენად კარგი გუნდი შეიკრა, ისე კომფორტულად ვგრძნობ თავს, რომ არაფრის შეცვლა არ მინდა. ეს გადაცემა ჩემთვის ბევრს ნიშნავს, უამრავ ახალს ვიგებ. ადამიანისთვის სწავლა არ მთავრდება, ყველგან და ყველაფრიდან, ყოველი დღიდან უნდა ისწავლო. სამსახური, სადაც კომფორტულად გრძნობ თავს, მეგობრებიც გყავს, ეს ვფიქრობ, იდეალური სინთეზია. ამიტომ, არსად ვაპირებ წასვლას. თან, როდესაც საავტორო გადაცემაზე იწყებ მუშაობას, ძალიან დიდი ჟურნალისტური გამოცდილება უნდა გქონდეს. რაც შეეხება, პროდაქშენს, გასართობ გადაცემებს, სადაც ჩვეულებრივი მსახიობც, შეიძლება, წამყვანი იყოს, იქაც ვისურვებდი, არ ვყოფილიყავი მარტო, ერთად წაგვეყვანა თუნდაც მუსიკალური გადაცემა. სერიოზული თოქ-შოუსთვის მზად, ასე მგონია, არასდროს ვიქნები. უბრალოდ  სხვა პროფესია მაქვს და იმიტომ. 

– ლიკა, შენ ხარ უნივერსალი, წერ, ხატავ. რა ხდება ამ მიმართულებით, გრჩება დრო ამ ყველაფრისთვის?

– კი, მრჩება. შენ კარგად იცი, რომ ლექსებს რუსულად ვწერ. ძალიან ბევრი წელია, ქართულად არაფერი დამიწერია. სულ მინდოდა, რომ ჩემს ენაზე დამეწერა, მაგრამ არ გამოდიოდა. სულ ახლახან კი, რაღაც მომაწვა და დავიწყე ქართულად წერა. ჯერჯერობით არ მინდა, გავამხილო, რა არის ეს. ვნახოთ, რა გამოვა. მაგრამ, იმით ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ენაზე რაღაცას ვაკეთებ, შედეგებზე კი უკვე მერე ვილაპარაკოთ. იმედია, კარგი გამოვა.

– გული მწყდება, რომ არ მღერი. რატომ ამბობ უარს სიმღერაზე?

– თუ მღერი, ეს აუცილებლად მაღალ ხარისხში უნდა გააკეთო. ბევრი მეცადინეობა, დახვეწა სჭირდება იმას, რომ გაბედო და თქვა ვმღერიო. არ მინდა, ეს ნახევარფაბრიკატი იყოს. მომღერლობა ძალიან სერიოზული პროფესიაა, რომელსაც მუდმივი მუშაობა სჭირდება. რა საფეხურზეც უნდა იდგეს მომღერალი, სულ სჭირდება საკუთარ თავზე მუშაობა, განვითარება, დახვეწა. ზრდა არ უნდა შეაჩერო. თუ როდისმე ამისთვის მზად ვიქნები და დრო მექნება, შეიძლება ვიმღერო კიდეც, მაგრამ ჯერჯერობით გეგმაში არ ჩანს.  

– არის რაღაც ისეთი, რაზე წასვლაც შეგშინებია, დამფრთხალხარ?

– არ გახსოვს, როგორ გვეშინოდა ამ გადაცემის დაწყება?! რომ გვითხრეს, პირდაპირი ეთერი იქნებაო, ამაზე გავგიჟდით, პანიკაში ჩავვარდით. ბოლომდე არც ერთმა  არ ვიცოდით, გვინდოდა, თუ არ გვინდოდა. ამდენი ადამიანის წინაშე ხარ პასუხისმგებელი, რომ გადაცემა ხარისხიანი გაკეთდეს, თან პირდაპირ ეთერში. 

– შენ მეგობრებთან ერთად კი არ ხარ, მთელი ქვეყანა გიყურებს. მაგრამ ეს ზუსტად ის შემთხვევაა, რომელიც გეხმარება გაიზარდო, არ გაჩერდე და ახალ საფეხურზე ახვიდე. ლიკა, შენს ოჯახზე მინდა, ვილაპარაკო. შეიძლება ასე პირდაპირ არ მიკითხავს, მაგრამ თავად ვარ მომსწრე იმ პატარ-პატარა სითბოების, რომელიც ყურში მხვდება, როცა ერთად ვართ ხარ ძალიან კარგი დედა, ყურადღებიანი მეუღლე და არაჩვეულებრივი დიასახლისი. ამასთან, ჩუმ-ჩუმად, გემრიელად აკეთებ. ვთქვათ, ჩამოვარდა თემა: ბრინჯი, უცებ იმდენ რეცეპტს ჩამოგითვლის, რისი გაკეთებაც ბრინჯისგან შეიძლება, რომ ვგიჟდები. ანუ, თუ ადამიანი საინტერესოა, მას საინტერესოდ მიჰყავს თავისი ცხოვრება ყველა მხრივ. 

– აჩი, რა კარგად ლაპარაკობ ჩემზე. 

– იქ შვილის ამბავს გაიგებს, ქმარს რაღაცას წაუჭუკჭუკებს.... ცხოველები უყვარს და ეს ჩემთვის რას ნიშნავს, იცი (მე მომმართავს – ავტორი)?! 

– ყოველდღე ერთმანეთს ჩვენი ძაღლების ახალ-ახალ ფოტოებს ვაჩვენებთ. შეხედე, რა საყვარელია...

– ორივენი „მორიელები“ ვართ და გარდა ამდენი საერთოსი, კოსმიური ახლობლობაც გვაკავშირებს (იცინიან). არ ვაპირებ, შენთან მხოლოდ მეგობრობას, იმედია, დავნათესავდებით კიდეც. მოდი, ახლა უსაყვარლეს ანა-სოფიაზე მომიყევი, როგორი გოგოა?

– ძალიან სასაცილო ბავშვია. გამოკვეთილი ხასიათი ჰქონდა მუცლიდანვე, ვერ გადაათქმევინებ, რაც უნდა იმას. ჯიუტია. როცა უნდა გაჩენილიყო არ გაჩნდა და ორმოცამეორე კვირაზე მოინდომა და მოევლინა ქვეყანას. დამაჩქარებელიც კი გამიკეთეს და არაო, არ მინდაო. გაჩნდა და რძეზე ეგრევე უარი განაცხადა. მოკლედ, ხასიათი ეგრევე გვაჩვენა. ახლაც ასეთია, მაგრამ ამავდროულად, როგორი ჭკუამხიარულია იცი, არაფერზე ტირის. დავარდება, თავს მიარტყამს, ჩვენ ვიკივლებთ, თვითონ უცებ წამოხტება, გაიცინებს და გაიქცევა. ძალიან სასაცილოა.

– როგორ ეფერება ძაღლს, ლოლიტას?! რა საყვარელია!

– გიჟდებიან ერთმანეთზე. ჯერ ერთი ეს დიდი იმუნიტეტიცაა ბავშვისთვის, მეორე – ასე მგონია, უფრო ჰუმანური იზრდება, სწავლობს მზრუნველობას, სხვა სითბო აქვს. ვნახოთ, როგორი გოგო იქნება. ახლა ლაპარაკს იწყებს. ტელევიზორში დამინახავს თუ არა, ყვირის „დედაა“ და როგორც კი კადრი რომელიმე თქვენგანზე გადადის, მოწყენილი სახით ამბობს – ოოო (იცინიან)!

– რა იყო პირველი სიტყვა?

– მინდა, მინდა, მინდა (იცინიან). საჭმელზე გიჟდება, ყველაფერი უნდა. ჩემი კუდია, სულ ერთად ვართ. სამ საათზე სახლში რომ მივალ, სანამ არ დაიძინებს, არსად არ გავდივართ. მინდა, ეს დრო მასთან ერთად გავატარო. რომ დაინახავს, მაკიაჟს ვიკეთებ, თვითონაც წამსვე ფუნჯს იღებს და ლოყებზე ისვამს. იმ დღეს დამინახა, მაკიაჟს ვიცილებდი ბამბებით. აიღო თვითონაც ბამბა, მივიდა და ნიკუშას სახის წმენდა დაუწყო. 

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ლიკა ევგენიძე

– როგორც შენ ილაპარაკე დასაწყისში ჩემზე, მინდა, იგივე ვთქვა. მართლა მრავალმხრივი ნიჭით ხარ დაჯილდოებული. ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერიაო და შენზე ზუსტად ამის თქმა შემიძლია. რამდენიმე პროფესია გაქვს და რომელს რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში? 

– ყველას თავისი ადგილი და სიყვარული აქვს. შენ ძალიან კარგად იცი, როცა მსახიობი ხარ, ის ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, სინთეზში მოდის ერთმანეთთან. მსახიობობა, მით უმეტეს, დღევანდელ დღეს, ავტომატურად გულისხმობს, ცეკვას და სიმღერას. რა რანგის არტისტიც ხარ, იმ ხარისხის მომღერალი და მოცეკვავე უნდა იყო. ოცდამეერთე საუკუნე მიუზიკლების ეპოქაა და ესეც რომ არა, თუ გინდა პროფესიონალი იყო ამ ყველაფრის გარეშე ვერაფერს იზამ. იგივე მინდა ვთქვა, მომღერლებზე, რომლებიც სცენაზე ვერ მოძრაობენ – უხერხულია, სხვა თუ არაფერი. პატარა, ანგელოზივით გოგოები და ბიჭები სცენაზე შეშებივით დგანან. სასწაულია.

– ეს ყველაფერი სრულ კავშირშია ერთმანეთთან. ხშირად ამბობენ, ნანი ბრეგვაძე სცენაზე არ მოძრაობს, მაგრამ მეგავარსკვლავიაო. ჯერ ნანისავით იმღერონ და მერე მეორეც, ისე დგომას, როგორც ნანი დგას, ამასაც ცოდნა უნდა.

– რასაკვირველია. როგორ გაწვდის თავს, რა ენერგიის მატარებელია, მთლიანად იპყრობს დარბაზს, საოცარი ენერგეტიკა აქვს. თუ ასე სიმღერა შეგიძლია, იდექი, როგორც გაგიხარდება. 

– აჩიკო, ჯერ შვილი არ გყავს, მაგრამ ვიცი, რომ როგორც შვილი, ისე გიყვარს შენი ძაღლი, რადგან ის არის შენს ცხოვრებაში პირველი პასუხისმგებლობა, რომელიც თავიდან ბოლომდე შენზეა დამოკიდებული. 

– ასეა. რასაკვირველია, ძაღლის სიყვარულს ბავშვისას ვერ შევადარებ, ვიცი, რომ რადიკალურად განსხვავებულია, მაგრამ იმისთვის, რომ მიხვდე  მომავალში შვილზე რამხელა პასუხისმგებლობა გაკისრია, შინაური ცხოველი ძალიან კარგია. უსუსური ლეკვი იყო, როცა მოვიყვანე, გრამობით ვაჭმევდი, საჭმლის ტემპერატურას ვზომავდი. ასე რომ ზრდი, ხომ წარმოგიდგენია, რა სიყვარული გაქვს. ძაღლი ფანტასტიკურ ფორმაშია, რაღაცნაირი ტანწერწეტა ბიჭია, შეეხედება და რამე (იცინიან). ქუჩაში რომ გამყავს, ყველა უყურებს და მერე როგორი ამაყი ვარ, ხომ წარმოგიდგენია?!

– ზუსტად ასე უყურებენ ლოლიტასაც. ქუჩაში თუ ერთად გავდივართ, მე აღარავინ მიყურებს. ფოტოაპარატით ბავშვები რომ მოდიან, გაფიქრებასაც ვერ ვასწრებ, ჩემთან ფოტოს გადაღება უნდათ-მეთქი, რომ მთხოვენ, თუ შეიძლება, ძაღლთან ერთად ფოტოს გადავიღებთო (იცინიან). ცოტა ხანში, ავტოგრაფს მოსთხოვენ.

– მინდა, ერთმანეთი გავაცნოთ, მაგრამ მეშინია. ლოლიტა დინჯი გოგოა, თავის დაფასება იცის, ჩემი კიდევ ცეტია. ეზოში ერთი მონადირე გვყავს, გული მიკვდება რომ მიდის და ესიყვარულება. ასე რომ, საშიშია ლოლიტას გაცნობა, არ მინდა, ინცესტს ჰქონდეს ადგილი. ვერ დავუშვებ ოჯახში ამ ამბავს.

– იმავე ჯიშის „გოგო-ბიჭები“ უნდა ვიპოვოთ, არ უნდა ავურიოთ ჯიში. აჩი, ჩემს ოჯახზე ბევრჯერ მილაპარაკია და დაწერილა კიდეც. შენს ოჯახზე მიამბე, ცოტა რამ ვიცი.

– დღეს, რადგან მეუღლე არ მყავს, ჩემი ოჯახია მშობლები, ძმა... არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმ ნიშას გივსებენ, რომელიც გაკლია. მოინიშნება ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, მაგრამ ამ ყველაფრის „დაშეარებამდე” არ ვარ მისული. რაც შეიძლება, გვიან მინდა, მოხდეს ეს, რადგან შევირგო ის გემრიელობა როგორც დღეს ვარ.

– ახლა მარტო ცხოვრობ?

– კი. სახლში რემონტს ვიწყებ და მირჩევნია, ცალკე გადავიდე, გემრიელად გამოვიზამთრო. ცალკე მოვითბე კუთხე, სადაც დიდი სტუმრიანობაა სულ. 

– სასურველი სასიძოა, წიწკვივით ბიჭი, საოცარი ნიჭით. ახერხებ საკუთარი თავის მოვლას, სადილის გამზადებას, დალაგებას?

– არსებობს სარეცხის მანქანა, კიდევ სხვადასხვა მანქანა. ასევე, მეგობრები, რომლებიც ყველაფერში მეხმარებიან...

– ერთხელ ვნახე, ტანსაცმლის იარლიყზე რომ ინსტრუქციები აწერია ნიშნებით – რა ტემპერატურაზე შეიძლება გაირეცხოს, როგორ გაუთოვდეს და ასე შემდეგ, ქვემოთ ეწერა – თუ ვერ გაიგებთ, დედას ჰკითხეთო. (იცინიან).

– ზუსტად ასეა ჩემ შემთხვევაშიც. თეთრეულს გავრეცხავ, წავალ დედაჩემთან გავაუთოებინებ და წამოვიღებ. ასე ვმოგზაურობ, მაგრამ ეს საერთოდ არ მაწუხებს, მომწონს ასე ცხოვრება.

 

 

скачать dle 11.3