კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ „გაგიჟდა“ ჯგუფ „ელდრაინის“ სოლისტი სოფო ტოროშელიძე მომავალი მეუღლის, დიტო კვინტრაძის დანახვაზე

 

ჯგუფ „ელდრაინის“ სოლისტი, სოფო ტოროშელიძე გათხოვდა. სოფომ თავისი ბედი დაუკავშირა პროფესიით დიპლომატ, თუმცა პროფესიონალ გიტარისტსა და შემსრულებელს, დიტო კვინტრაძეს. გამომდინარე იქიდან, რომ მათ  მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი დიდია, არ ვაცადე თაფლობის თვის ჩამთავრება და სახლში ვეწვიე. მივულოცე გაბედნიერება და შევეცადე გამერკვია მათი სიყვარულის ისტორიის ნიუანსები. მინდა გითხრათ, რომ ჩემი იმედები გამართლდა. მათ ერთმანეთი თავდავიწყებით უყვართ და ეს გრძნობა საკმაოდ მყარია. 

სოფო:  როდესაც დიტო გავიცანი, „ბასტი-ბუბუში“ ვმუშაობდი საბავშვო „ევროვიზიის: პროექტზე, ვოკალის პედაგოგად. ჯგუფებს შორის შიდა შესარჩევი კონკურსი ტარდებოდა.  გიტარისტი დაგვჭირდა და ჩემს მეგობარს, ნინო წიკლაურს ვთხოვე დახმარება.  მან მირჩია, მის ნაცნობს დავლაპარაკებოდი, თავიდან ის წარმოვიდგინე – ახალგაზრდა ბიჭი,  დახეული ჯინსებით, გაბურძგნილი და დაუბანელი თმებით (იცინის). მაგრამ, აღმოჩნდა ძალიან სიმპათიური, ნიჭიერი და თავდაჯერებული ადამიანი.

დიტო: შორიდან კი  ვიცნობდი სოფოს , ძალიან მომწონდა, მაგრამ მასთან შეხვედრამ და საუბარმა, სიმართლე გითხრა, ტანში  დამბურძგლა. გულში კი გადავწყვიტე, აუცილებლად ჩემი უნდა გამხდარიყო. 

სოფო: დავინახე თუ არა, „გავგიჟდი“, ისე მომეწონა გარეგნობით. შევატყვე, ძალიან გაწონასწორებული პიროვნება იყო. მერე გიტარა რომ დაიჭირა ხელში, ეჭვი აღარ შემპარვია, უდავოდ ნიჭიერ ადამიანთან მქონდა საქმე. ასეთი ბიჭები, დამეთანხმები, არც ერთ გოგონას გულგრილს არ დატოვებს.

–  შეუღლებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგით. კმაყოფილი თუ ხართ თანაცხოვრებით? 

– ჯერჯერობით ყველაფერი იდეალურად მიდის. ბედნიერები ვართ, ცალკე ყოფნაც ძალიან ბევრს ნიშნავს ახლად შექმნილი ოჯახისთვის. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება ყოველთვის, რადგან დიტო ისეთი ადამიანია, ვერ წარმომიდგენია, მკვეთრად შეიცვალოს ხასიათი, ალბათ პატარ-პატარა გაუგებრობები იქნება, რაც საერთოდ არის ოჯახის თანმდევი. ისე, არც მე ვარ ის ადამიანი, ეს არ მესმოდეს და გაგებით არ შევხვდე. 

დიტო: კმაყოფილი კი არა, ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგულება. როგორ შეიძლება, ასეთ კარგ გოგოს ვერ გაუგო და რაიმე აწყენინო. 

– კარგია, ასე რომ მოგწონთ და გიყვართ ერთმანეთი. მაგრამ, არის ერთი რამ, რისი გარკვეული შეზღუდვაც მოგიწევთ. ეს თავისუფლების ხარისხია. 

სოფო: ჩვენ ეს ნამდვილად არ გვემუქრება, თუნდაც იმიტომ, რომ ერთმანეთის პროფესიისა და შეხედულებების შესახებ შეუღლებამდეც ვიცოდით. ჩვენი აზრები თითქმის ყველაფერში ემთხვევა. დიტო ამ მხრივ ძალიან გამორჩეულია. ჩემს არც ერთ კონცერტს არ ტოვებს, აქტიურად მეხმარება, სიმღერის მომზადებაში. მართალია, იგი პროფესიით დიპლომატია, მაგრამ მუსიკაშიცაა ჩართული, კარგად უკრავს და მღერის. ძალიან თბილი, მიზანდასახული, რომანტიკული, საქმიანი ადამიანია. რაც მთავარია, არ არის ეჭვიანი, ამიტომ რაიმე შეზღუდვების დაწესება მისგან, ფაქტობრივად, გამორიცხულია.

დიტო: არანაირი შეზღუდვა, პირიქით, ბევრად  უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს. წარმოიდგინე, როცა ადამიანი გიყვარს, მასაც ძალიან უყვარხარ და ორივე აკეთებთ იმას, რაც ძალიან გიყვართ. როგორ უნდა შეზღუდოთ ერთმანეთი? ასევეა, ჩვენს შემთხვევაშიც. მომწონს, რასაც სოფო აკეთებს. თავისი საქმიანობით ის უსაზღვროდ ბედნიერია. მეც ხომ ეს მინდა, რომ ბედნიერი იყოს. მაშ, რატომ უნდა შევზღუდო, იგივენაირი დამოკიდებულებაა სოფოს მხრიდანაც, რაც იმის საშუალებას მაძლევს ცხოვრებაში, სრული  თვითრეალიზება მოვახდინო. 

– აქვე შეგეკითხები, კარგი დიასახლისი თუა სოფო და მოგწონს მისი მომზადებული კერძები? 

– ამ მხრივ, წუნს ვერ უპოვი. ძალიან კარგი დიასახლისია და რა თქმა უნდა, კერძებიც ძალიან კარგი გამოსდის. ისე ხალისით და სიყვარულით აკეთებს ყველაფერს, სხვანაირად არც შეიძლება, რომ იყოს.

სოფო: ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, მაინც ვპოულობ დროს და ვასწრებ სახლის დალაგებას, რეცხვას, სადილის მომზადებას. ჯერჯერობით, მყოფნის ენერგია, ხალისი, მით უმეტეს, როცა ამას საყვარელი ადამიანისთვის ვაკეთებ. დიტოს განსაკუთრებით უყვარს წვნიანები, რაც ადვილი გასაკეთებელია. ისე გურმანები კი ვართ. ორივეს ხორციანი საჭმელები გვიყვარს. ეს კიდევ უფრო მიადვილებს სამზარეულოში ტრიალს. 

 – როგორც ყოველთვის, ბედნიერების კულმინაცია ქორწილის დღეა. როგორ ჩაიარა, ვინ დაგაფასათ ამ მნიშვნელოვან დღეს? 

– სულ მინდოდა, ღია ცის ქვეშ ყოფილიყო ჩვენი ქორწილი. დიტოც ამყვა ამ იდეის განხორციელებაში. საბედნიეროდ, ამინდმაც ხელი შეგვიწყო და მცხეთაში, რესტორნის ბაღში გადავიხადეთ. სულ ორას კაცამდე გვყავდა დაპატიჟებული. ახლო ნათესავები და ჩვენი მეგობრები. ძალიან გამიხარდა ქალბატონ მარინა ბერიძის, სოფო ნიჟარაძის მოსვლა, ჯგუფი „ელდრაინი“  სრული შემადგენლობით იყო, ჩემი მეგობრები „ვარსკვლავების აკადემიიდან.“ როგორ გითხრა, თითქმის 80 პროცენტი მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლები იყვნენ. თავიდან, ტრადიციული ქართული მუსიკითა და „მრავალჟამიერით“ დაიწყო, შემდეგ უკვე „ელდრაინის“ წევრი დიჯეი ბესო (ბესო ციხელაშვილი) ავიდა სცენაზე და წავიდა დისკოთეკა.  

დიტო: არაჩვეულებრივი ქორწილი იყო. როგორც დაგეგმილი გვქონდა, მგონი, იმაზე უკეთ ჩაიარა. იყო ძალიან ლამაზი, ახალგაზრდული და დაუვიწყარი დღე. 

– ქორწილში რაიმე ექსცესი ხომ არ მომხდარა? 

სოფო: ექსცესი არაფერი ყოფილა, პირიქით, ძალიან მშვიდად ჩაიარა ყველაფერმა. მაგრამ, ერთი კურიოზი მაინც მოხდა: შევედი ამხელა თეთრი კაბით, ყველანი დასხდნენ. ჩვენ მაგიდასთან მივედით და აღმოჩნდა, რომ მეჯვარეებისთვის სკამები არ იყო. მე და დიტო ფეხზე ვიდექით, არც სუფრა იყო გაშლილი და აქეთ-იქით ვიყურებოდით (იცინიან). შემდეგ ყველაფერი მოაგვარეს და ჩვენც  აქტიურად  ჩავერთეთ საერთო მხიარულებაში. ახლა რომ ვიხსენებთ, გვეცინება.

დიტო: კი, ასეთი გაუთვალისწინებელი რაღაცეებიც ხდება. უბრალოდ, სტუმრებზე ჰქონდათ განსაკუთრებული ყურადღება გადატანილი და ჩვენ ცოტა „დავიჩაგრეთ“.  

–   საკმაოდ ხალისიანად ჩაუვლია თქვენს ქორწილს. ახლა როგორ ატარებთ თაფლობის თვეს? 

სოფო: უცხოეთში ვერ წავედით, სწავლა დამეწყო, დიტოც მუშაობს და თაფლობის თვე საახალწლოდ გადავდეთ. ჯერჯერობით არ ვიცით, სად წავალთ. ამ საკითხზე გუშინაც ვსაუბრობდით, ალბათ, რაღაცას მოვიფიქრებთ. 

– როგორია თქვენი უახლოესი გეგმები? 

– „ელდრაინთან“ მიდის ინტენსიური მუშაობა. პირველი ალბომი მივიტანეთ რადიოში, რომ  მსმენელს გავაცნოთ ახალი სიმღერები. ჯერ ოფიციალურად არ არის გამოშვებული, გვინდა უცხოეთში ჩავწეროთ, რადგან აქ არ არის ისეთი აპარატურა, რომ ხარისხიანად გაკეთდეს „ლაივ მუსიკა“. პარალელურად, მეორე ალბომზე მიმდინარეობს მუშაობა. დაგეგმილი გვაქვს სოლო კონცერტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში – 5 ნოემბრიდან ვიწყებთ ჭიათურიდან. 

 

 

скачать dle 11.3