კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უყვარდა თუ არა რეზინის გასაბერი ქალი „უბის წიგნაკის” ვარსკვლავს, რაიან გოსლინგს და რის სინდრომი დაუდგინეს მას ბავშვობაში

 

დანიელი რეჟისორის, ნიკოლას ვინდინგ რეფნის კრიმინალური თრილერის, „დრაივის” ეკრანებზე გამოსვლისთანავე, კინოკრიტიკოსების უმეტესობა შეთანმხდა, რომ მთავარი, მძარცველების მძღოლისა და ამავე დროს, ჰოლივუდელი კასკადიორის როლის შემსრულებელი – რაიან გოსლინგი, როგორც მინიმუმ, „ოსკარის” ნომინაციას, ხოლო უკეთეს შემთხვევაში, სულაც საუკეთესო მსახიობისთვის განკუთვნილ პრემიას მიიღებს. რაიან გოსლინგის ვარსკვლავი ჰოლივუდის ცაზე დიდი ხანია, კაშკაშებს და იგი თანამედროვე ამერიკული კინოს ერთ-ერთ ყველაზე ინტელექტუალ მსახიობადაა მიჩნეული.

რაიან თომას გოსლინგი 1980 წლის 12 ნოემბერს კანადაში, ონტარიოს ტბასთან ახლოს მდებარე ქალაქ ლონდონში დაიბადა. მისი მშობლები თომას და დონა გოსლინგები არიან. მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, როცა რაიანი პატარა იყო და იგი, დასთან ერთად, დედასთან იზრდებოდა. რაიანის მშობლები მორმონები იყვნენ და იგიც მკაცრი რელიგიური წესით იზრდებოდა. სკოლაში მას მეგობარი არ ჰყავდა და თანაკლასელები თიკუნით – „თრაბლ” (უსიამოვნება) მოიხსენიებდნენ.  ადრეულ ასაკში რაიანს ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომი დაუდგინეს, რის გამოც იგი დიდი ხნის განმავლობაში, სკოლაში არ დადიოდა. მის განათლებაზე კი სახლის პირობებში დედა იყო პასუხისმგებელი. მსახიობობამ რაიანი ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დააინტერესა. დასთან ერთად იგი წვეულებებსა და ქორწილებში გამოდიოდა სხვადასხვა ნომრებით. განსაკუთრებით კარგად რაიანს ელვის პრესლის პაროდია გამოსდიოდა. 12 წლის ასაკში რაიანმა გადაწყვიტა, ბედი ეცადა გასაუბრებებზე და „მიკი მაუსის კლუბის” მიერ ორგანიზებულ მოსმენებზე, სადაც მუშკეტერის როლი მიიღო. ამის გამო ფლორიდაში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა. ცნობისთვის, რაიანთან ერთად „მიკი მაუსის კლუბში” ბრიტნი სპირსი, ჯასტინ ტიმბერლეიკი და კრისტინა აგილერა მოღვაწეობდნენ. ფლორიდაში ცხოვრების პერიოდში რაიანი ჯასტინ ტიმბერლეიკის ოჯახში ცხოვრობდა. 17 წლის ასაკში კი რაიანმა საბოლოოდ გადაწყვიტა მსახიობობა და სკოლიდან თვითნებურად წამოვიდა. 

„მიკი მაუსის კლუბის” წყალობით, რაიანმა სახელი გაითქვა და მას სხვადასხვა სატელევიზიო სერიალში იწვევდნენ. 1998 წელს იგი ახალ ზელანდიაში გაემგზავრა, სადაც სერიალის, „ჰერკულესის ახალგაზრდობის” გადაღებები მიმდინარეობდა. ამ სერიალის გარდა, მან სხვა ცნობილ კანადურ ფილმებშიც მიიღო მონაწილეობა, ხოლო 2001 წელს მისი სრულფასოვანი დებიუტი შედგა დიდ ეკრანზე. ფილმი „ფანატიკოსი”, რომელიც ებრაელ ნეონაცისტზე მოგვითხრობს, სანდენსის კინოფესტივალის ლაურეატი გახდა, ხოლო რაიანის სამსახიობო ოსტატობამ მაღალი შეფასება დაიმსახურა. ჰოლივუდში წარმატებული კარიერის დაწყებას, მსახიობი სწორედ ამ ფილმს უმადლის და მის როლს „ფანატიკოსში” ზეციდან გამოგზავნილ საჩუქრად მიიჩნევს.  2004 წელს კინოეკრანებზე რომანტიკული დრამა, „უბის წიგნაკი” გამოვიდა, რომელმაც გამოსვლისთანავე მთავარი როლის შემსრულებლები  – რაიან გოსლინგი და რეიჩელ მაკადამსი ვარსკვლავებად აქცია. ფილმი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ დრამად მიიჩნიეს და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მაყურებელში. ფილმის შემდეგ რაიანი და რეიჩელი ორი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. თუმცა, ქორწინებით მათი ურთიერთობა არ დასრულებულა, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდში ამ წყვილზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. სხვათა შორის, ფილმისთვის საჭირო სამზარეულოს ხის მაგიდა, რაიან გოსლინგმა საკუთარი ხელით დაამზადა. იმავე წელს ჟურნალმა „ფიფლ” რაიან გოსლინგი პლანეტის 50 ყველაზე სექსუალურ უცოლო მამაკაცს შორის მოიხსენია. სხვათა შორის, თავისი მუსიკალური ბენდის წევრი – ზაკ შილდსი რაიანმა რეიჩელთან ურთიერთობის პერიოდში გაიცნო. ზაკი რეიჩელის დას, კეილინს ხვდებოდა. რაიანი და ზაკი დაახლოვდნენ და საერთო ინტერესები აღმოაჩდათ მუსიკაში, რაც საბოლოოდ, საერთო პროექტის განხორციელებით დასრულდა. უნდა ითქვას, რომ კინოს გარდა, რაიანი ჯაზით არის გატაცებული და პროფესიონალურად უკრავს ფორტეპიანოზე.

2006 წელს ეკრანებზე გამოვიდა დრამა „ნახევარი ნელსონი”, რომელმაც რაიანს პირველი ნომინაცია მოუტანა „ოსკარზე”. თუმცა, მისი  იმ წლის ნამუშევრებიდან კომედიური დრამა „ლარსი და ნამდვილი გოგოა” მიჩნეული საუკეთესოდ, სადაც რაიანმა რეზინის, გასაბერ ქალზე უზომოდ შეყვარებული გმირი განასახიერა. ამის შემდეგ 2010 წლამდე რაიანს მნიშველოვანი როლი არ შეუსრულებია და მთლიანად თავის მუსიკალურ ჯგუფზე იყო გადართული,  რომელთან ერთადაც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობდა გასტროლებზე. 2010-2011 წლებში ზედიზედ რამდენიმე ფილმი გამოვიდა რაიანის მონაწილეობით – „ცისფერი ვალენტინი”; „ყველაფერი კარგი”; ზემოთ ნახსენები „დრაივი”, რომელიც კანის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის დაწესებული პრემიით დაჯილდოვდა; ჯორჯ კლუნის მიერ გადაღებული პოლიტიკური დრამა „მარტის იდები”, რომლის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა. ახლო მომავალში ეკრანებზე გამოვა მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „ადგილი ფიჭვებქვეშ” და „განგსტერების რაზმი”, სადაც რაიანთან ერთად შონ პენი, ჯოვანი რიბიზი და ჯოშ ბროლინი მონაწილეობენ. 

რეიჩელ მაკადამსის გარდა, სხვადასხვა დროს რაიან გოსლინგი სანდრა ბალოკსა და ფამკე იანსენს  ხვდებოდა. ამჟამად კი თავის კინოპარტნიორთან, 37 წლის ევა მენდესთან აქვს რომანი.  

კინოსა და მუსიკის გარდა, რაიანი მეგობრებთან ერთად, მაროკოული სამზარეულოს რესტორანს, „ტეგინს” ფლობს, რომელიც ლოს-ანჯელესში, ბევერლი-ჰილზე მდებარეობს. გარდა ამისა, რაიან გოსლინგი ბარაკ ობამას მომხრეა და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ღიად უჭერდა მხარს მის საარჩევნო კამპანიას. რაიანს ჰყავს ძაღლი – ჯორჯი, რომელიც მან დაძინებისგან დაიხსნა შინაური ცხოველების ერთ-ერთი კლინიკაში. ჯორჯი მასთან ერთად ლოს-ანჯელესის სახლში ცხოვრობს, ხოლო ტორონტოს ბინაში ორი კატა ჰყავს. ცნობილია აგრეთვე, რომ თავისი ფილმების მეტ ნაწილში რაიანი ცდილობს, თავად შეასრულოს სახიფათო ტრიუკები და კასკადიორებს არ მიმართოს დახმარებისთვის. გადაღებებისგან თავისუფალ დროს მას ასევე, უყვარს რუბიკის „კუბიკის” აწყობა, რასაც ორ წუთსა და 40 წამს ანდომებს. გოსლინგი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციასთან და მონაწილეობს ჰუმანიტარულ მისიებში აფრიკაში. კერძოდ, იგი ნამყოფია კონგოსა და დასავლეთ სუდანში, დარფურში. 

P.S. რაიან გოსლინგს აქვს ერთი ოცნება – მას სიგიჟემდე უნდა შვილი, თუმცა ყველა ინტერვიუში აცხადებს, რომ ჯერჯერობით ვერ იპოვა ქალი, რომელიც მას შვილს გაუჩენს. 

 

 

скачать dle 11.3