კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავიცვათ თავი მთვარის რთულ ფაზაში და რა კავშირშია ვერცხლი ადამიანის წარმატებულ ცხოვრებასთან

 

 თვის გარკვეულ დღეებში ბევრი ჩვენგანი უჩივის მომატებულ სისუსტეს, გაღიზიანებას, ჯანმრთელობის გაუარესებას, მგრძნობელობის მომატებას, ემოციის მოზღვავებას და ვერ ხვდება, რა შეიძლება იყოს ყოველივე ამის მიზეზი.

ალბათ, ბევრისთვის ცნობილია, რომ მთვარის ფაზები  დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის განწყობასა და მის შინაგან სამყაროზე. ნერვიულობას, გაღიზიანებას, სისუსტესა და უძილობას რომ თავი დააღწიოთ, ამისთვის აუცილებელია, გაითვალისწინოთ და შეასრულოთ მარტივი ასტროლოგიური რჩევები და რეკომენდაციები: 

თუ სავსე მთვარის პერიოდია, საძინებელი უნდა დააბნელოთ ფარდებით, რადგან, შესაძლოა, მთვარიდან წამოსული ენერგია ძილთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი გახდეს. უძილობას თავს ადვილად დააღწევთ, თუ სავსე მთვარის პერიოდში მწარე კერძებს არ მიირთმევთ და ვახშამზე მსუბუქად დანაყრდებით. ამ დროს კარგია კატაბალახას წვეთების დალევა, რადგან ის ორგანიზმს ადუნებს, აწყნარებს და ღამის მშვიდი ძილისთვის ამზადებს. ასევე, კარგია ამ მიზნით საძინებელში იის სურნელის სანთლის დანთება.

სავსე მთვარის დღეებში, დაძინებამდე, ცაცხვის ყვავილების აბაზანაში ჩაწექით. ასეთი აბაზანა, ასტროლოგიური კუთხით, ადვილად მოგიხსნით მთელი დღის დაძაბულობასა და სტრესს ამ რთულ დღეებში. 

მთვარის შევსებამდე ერთი დღით ადრე და შევსების მეორე დღეს, ორგანიზმში აქტიურად მიმდინარეობს ცხიმების დაგროვება. თუ არ გინდათ, ასე მოხდეს, მაშინ, მთვარის შევსების დღეებში წვენების ან ხილის დიეტა დაიცავით და ასე განტვირთეთ ორგანიზმი. ტკბილეულს კი მაქსიმალურად მოერიდეთ.

ზოგიერთ ადამიანს სავსე მთვარის დროს ტკბილეულისადმი განსაკუთრებული ლტოლვა და სურვილი უძლიერდება. გირჩევთ, ამ დღეებში ხშირად ყნოსოთ ვანილი, რადგან მისი სპეციფიკური სურნელი ტვინს მაძღრობის სიგნალს მიაწვდის. შედეგად, ტკბილეულზე მოთხოვნაც შესუსტდება და ზედმეტი კილოგრამების დაგროვებასაც ასცდებით. 

სავსე მთვარის დროს იმატებს თავის ტკივილი, უძილობა, დისკომფორტი, საერთო სისუსტე და გაღიზიანება. ამიტომ, გირჩევთ, დაძინებამდე რამდენიმე ხნით ადრე მიირთვათ ცაცხვის ყვავილების ჩაი, საფეთქლები კი ლავანდის ზეთით დაიზილოთ. სამწუხაროდ, ბევრი არ აქცევს ყურადღებას მთვარის გარკვეულ ფაზებს, რაც ორგანიზმს გარკვეულ პრობლემებს უქმნის. 

ხშირ შემთხვევაში, წარმატების ან წარუმატებლობის მიზეზი არა ადამიანის საქმიანობა, არამედ ვარსკვლავების განწყობა და დამსახურებაა. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ თითოეული ადამიანი სამყაროს ნაწილია და მის სასიცოცხლო ენერგიის ზეგავლენას ყოველთვის განვიცდით.

ჩვენს საცხოვრებელ ბინებში, ყოველ წუთს მიმდინარეობს ენერგიათა ცვლა. ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს სახლის ფორმას. ასევე, როცა სახლში რაიმე ნივთს ადგილს უცვლით, ამით აუცილებლად ცვლით ცხოვრებაში რაღაცას. ასე რომ, თუ ინტუიცია კარგად გაქვთ განვითარებული, ზუსტად მიხვდებით, რომელი ნივთი სად დადოთ, რა შეცვალოთ თქვენ გარშემო და როგორ გაიუმჯობესოთ ამით ცხოვრება. 

ვერცხლის ნივთები ადვილად იღებს სახლში არსებულ უარყოფით ენერგეტიკულ დარტყმებს, ასევე, იწოვს უარყოფით ენერგიებს და მათ ანეიტრალებს. ამიტომ, თუ ისეთი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, რომ ვერცხლი თქვენთვის მისაღები ლითონია, აუცილებლად ატარეთ მისგან დამზადებული სამკაული. თუ ის თქვენი ლითონი არ არის ასტროლოგიური თვალსაზრისით, მაშინ ვერცხლის ნივთები ბინაში იქონიეთ და ასე აავსეთ საცხოვრებელი დადებითი ენერგიებით. 

სავსე მთვარის დროს, შეგიძლიათ, ეს ვერცხლის ნივთები და ფიგურები დააწყოთ ღია ფანჯარასთან ან აივანზე, რათა ისინი მაქსიმალურად  აივსოს მთვარის ენერგიით და  მეტად აქტიურად ემსახუროს თქვენს ბინაში სასიკეთო ენერგიების მოზიდვას. 

ასევე, გირჩევთ, მეტი ყურადღებით მოეკიდოთ საცხოვრებელი ბინის მოწყობასა და გალამაზებას, ყოველ ნივთს მიუჩინეთ თავისი კუთვნილი ადგილი, უსარგებლო ნივთები კი სახლიდან გაიტანეთ. ამით მეტ სიმშვიდეს, სიყვარულსა და ურთიერთგაგების ენერგიებს მოიზიდავთ და სასურველ და ჰარმონიულ ატმოსფეროს შექმნით თქვენ გარშემო, რაც თქვენივე წარმატებების გარანტი გახდება. 

 

скачать dle 11.3