კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

 

კითხვა: დავიბადე 1981 წლის 8 ნოემბერს, საღამოს საათებში. რომელი ასტროლოგიური ქვებია ჩემთვის მისაღები და რომელ პროფესიებში მივაღწევ წარმატებებს?

პასუხი: თქვენთვის კარგია ზურმუხტის, აქატის, ოპალისა და ტოპაზის ასტროლოგიური ქვების ტარება. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა; ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პედიატრია, პედაგოგიკა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, დიზაინი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფია, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია.

კითხვა: დავიბადე 1981 წლის 21 იანვარს. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მელის წარმატებული საქორწინო ურთიერთობა?

პასუხი: თქვენთვის კარგია და მისაღები ურთიერთობა ტყუპების, მშვილდოსნის, ვერძის ან თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. უფრთხილდით სასწორთან, კუროსთან და მორიელთან ურთიერთობას.

კითხვა: დავიბადე 1975 წლის 28 მაისს, დილით, დაახლოებით 9 საათზე. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია და რას მირჩევთ, რა გავაკეთო, რომ ცხოვრებაში წარმატებებს მივაღწიო?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა დედამიწაზე, გქონდეთ მუდმივი კავშირი უცხოეთის ქვეყნებთან, რადგან უცხოეთში გაცილებით ადვილად მიაღწევთ წარმატებებს, ვიდრე სამშობლოში. იქ მიღებული გამოცდილება და კაპიტალი დაგეხმარებათ პრობლემების მოგვარებასა და ბარიერების დაძლევაში. ასევე, წარმატებებს რომ მიაღწიოთ, უნდა იყოთ მეტად ენერგიული, შეგეძლოთ საკუთარ თავზე ინიციატივის აღება, ორგანიზატორულ-ლიდერული თვისებების გამოვლენა; დაეყრდენით ოპტიმიზმს, ცოდნის ბაზას, კეთილშობილებას, კომუნიკაბელურობას; იმოქმედეთ დამოუკიდებლად და გამოავლინეთ მებრძოლი სულისკვეთება.

კითხვა: დავიბადე 1988 წლის 21 მარტს. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი პროფესიებია ჩემთვის მეტად მისაღები ასტროლოგიურად?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, პრაქტიკული, ნებისყოფიანი,  ირგვლივ შემოიკრიბოთ ერთგული და სანდო ადამიანები; იყავით ფრთხილი და წინდახედული. ურთიერთობებში დაეყრდენით ინტუიციასა და დიპლომატიას, ასევე, შეინახეთ საიდუმლო. პროფესიებიდან კი კარგია და წარმატებების მომტანი: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმიანობა, სასტუმროების ბიზნესი, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ფარმაცევტიკა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, სამოდელო სფერო, მეყვავილეობის ბიზნესი, საბიბლიოთეკო-სამუზეუმო საქმე, საკონდიტრო ინდუსტრია.

კითხვა: დავიბადე 1976 წლის 17 აგვისტოს, ღამით. რომელი საქმიანობაა ჩემთვის მისაღები და უცხოეთის რომელ ქვეყანაში მოვსინჯო ძალები წარმატების მისაღწევად?

პასუხი: თქვენთვის მისაღები პროფესიებია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო ფართო სპექტრი, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო და სამხედრო საქმე, სტომატოლოგია, რევმატოლოგია, გინეკოლოგია, სასწრაფო დახმარება, ქირურგია, არატრადიციული მედიცინა, დიზაინი, მოდელირება, არქიტექტურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, უძრავი ქონების ბიზნესი, საიუველირო საქმე ან ბიზნესი, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმიანობა ან ბიზნესი, მშენებლობა. უცხოეთიდან კი თქვენთვის წარმატებების მომტანი ქვეყნებია: ირლანდია, უკრაინა, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, მოლდოვა, არგენტინა, ესპანეთი, ფინეთი, ლატვია, ისრაელი, კუნძული შრი-ლანკა, მაროკო, ნორვეგია, სირიის ჩრდილოეთი ნაწილი, მექსიკა, კუბა და ინდოეთი.

 

скачать dle 11.3