კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა „აღვირახსნილობით“ დაღალა ოცი წლის პარტნიორი ლალი მოროშკინამ და ვინ ჩაითრია მან ავანტიურაში

საღამოს „შავი ზღვის კლუბში“ მისულს ზუსტად ისეთი გარემო დამხვდა, როგორიც ლალი მოროშკინას წიგნების პრეზენტაციაზე წარმომედგინა. გაბრდღვიალებული დარბაზი, ფერად სამოსში გამოპრანჭული ქალები, წითელი და თეთრი ღვინო და მამაკაცის სურნელი... ლალიმ ერთდროულად ორი ახალი წიგნი გამოიტანა მკითხველის სამსჯავროზე და დარწმუნებული ვარ (ისინი ჯერ არ წამიკითხავს), მხოლოდ სახელების გამოც კი გახდება ბესტსელერი – „მამაკაცის სურნელი”, რომელიც ლაშა ჯუხარაშვილთან ერთად დაიწერა და „პუაზონი სკაიპით”, რომელიც უჩა ზაქაშვილთან ერთად შექმნა, ირიბად კი, ეს ყოველივე ლალის ახალ ურთიერთობებსაც ხდის ფარდას. „ისი-პარისგან” უახლესი მამაკაცის სუნამოები – ტედ ლაპიდუსის „ბლექ სოულ“ და ბანდერასის „სიქრეთ“ წიგნთან ერთად იყიდებოდა. 

 

 ლალი მოროშკინა: „პუაზონი სკაიპით” წიგნი ექსპერიმენტია. ის აიგო ჩემს პირად ურთიერთოებებზე, რომელიც საგანგებოდ ამ წიგნისთვის დავამყარე სრულიად უცნობ ადამიანებთან ვირტუალურ სივრცეში. მე და უჩა ვარკვევდით, თუ რამდენად ღრმად მოდიან სრულიად უცხო ქალთან ურთიერთობაში მამაკაცები და მართლა გავოცდი, როგორ შეუძლიათ იმ ქალის გამო, რომელიც არ უნახავთ, მისი ხმა არ გაუგიათ, შეცვალონ მთელი ცხოვრება, დატოვონ ოჯახი, შეყვარებული, მეგობარი გოგონა, სამსახური და ჩამოვიდნენ სხვა ქვეყანაში. ცდის ბოლოს მათ, რა თქმა უნდა, სიმართლე ვუთხარით. აღმოჩნდა, რომ მამაკაცები ვირტუალურ ურთიერთობებში გაცილებით გახსნილები, ენაწყლიანები არიან და უკეთესი იუმორი აქვთ. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებაში რაღაც სერიოზული პრობლემაა. არის რაღაც, რაც არ აძლევს მამაკაცებს თუნდაც საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან გახსნის საშუალებას. ისეთ ამბებს ყვებიან საკუთარ თავზე, რომელიც არავისთვის მოუყოლიათ. გახსნილობას სხვა ამბავიც მოჰყვება – რამდენად წამოვა პიროვნება ამა თუ იმ ავანტიურაზე. გამოკითხვებით აღმოჩნდა, რომ ქალბატონების უკან, როგორიც ვთქვათ, მე ვიყავი და ამ ავანტიურაში ჩავითრიე ისინი, რამდენიმე ადამიანი, უფრო ხშირად კი მამაკაცები დგანან. ამიტომ, საკმაოდ სახიფათოა უცხო ადამიანებზე ასე ბრმად მინდობა.

– არ შეგითავაზებია შეხვედრა, ურთიერთობების რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა?

– როგორ არა. სრულიად უცხო ადამიანს იმდენად ეხსნებიან, ისე ეჩვევიან მასთან ურთიერთობას და ისეთი დამოკიდებულები ხდებიან მასზე, რომ მერე ამ ყველაფერს რეალურ ცხოვრებაში თუ არ გამოიტანენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, „ლომკა” ეწყებათ. თუკი ამ დროს დროებით მხედველობიდან ეკარგები და მერე ისევ გამოჩნდები, ხვდები, რომ უბრალოდ, კვდებოდა ადამიანი, ისე ცუდად იყო. ამ ყველაფერს ექსპერიმენტებზე დაყრდნობით ვამბობ. სრულიად უცნობი ადამიანები დეპრესიაში იყვნენ იმის გამო, რომ შენ, ისედაც უხილავი ადამიანი, დროებით მისი ცხოვრებიდან გაქრი. ეს ყველაფერი ძალიან საშიშია. გამოვიდა, რომ ვირტუალურ სივრცეში მასის მართვა ძალიან ადვილი ყოფილა, შეგიძლია მათი ზომბირებაც. ჩვენ ამ წიგნით სწორედ ამის ჩვენება გვინდა. ეს არის ძალიან კარგი ლიტერატურული ენით დაწერილი, რეალურ ექსპერიმენტებზე დაფუძნებული ნაწარმოები. უჩა მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატია. წიგნი მისი დაწერილია, ამ შემთხვევაში, მე უფრო ექსპერიმენტატორი ვარ. შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური დასკვნაც დავდე, რომელიც საფუძვლად დაედო წიგნს.

– რამე საინტერესო ურთიერთობა არ დაიწყო?

– რა თქმა უნდა. თან, ეს ინტრიგები მეც ზუსტად ისე მიზიდავდა, როგორც მათ და აღმოვაჩინე, რომ ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვჯდებოდი კომპიუტერთან და შევდიოდი სხვადასხვა ურთიერთობაში. უჩამ მითხრა, უკვე მეშინია, თავადაც არ დაიკარგო ამ სამყაროშიო. შენივე გახლართულ ქსელში ისე იხრჩობი, რომ თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელი ხდება. ამიტომ, არავის ვურჩევ ამგვარი ექსპერიმენტის ჩატარებას. იმ პერიოდში დავავადდი ამ ამბების გაგრძელების სურვილით, მიუხედვად იმისა, რომ შეთხზული გმირი ვიყავი სულ სხვა ისტორიებით. 

– რა ხდება მეორე წიგნში?

– „მამაკაცის სურნელი” ეს არის რეალური ისტორია. მე და ლაშამ ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე, ფილმის ქასთინგზე გავიცანით. ძალიან კარგი ახალგაზრდაა, უნიჭიერესი, მაჩვენა თავისი ლექსები. არ ვარ პროფესიონალი მსახიობი, მიუხედავად იმისა, რომ სამ-ოთხ ფილმში მითამაშია. ხშირად მქონდა შემოთავაზება და  ბევრ ფილმზე უარს ვამბობდი. მიზეზი ეროტიკული სცენებია. გიორგი შენგელაიასთვისაც მაქვს ნათქვამი უარი და ბევრი სერიოზული რეჟისორისთვის. ამ შემთხვევაში კი იყო ფანტასტიკური სცენარი, რომელიც ერთი წაკითხვით შემიყვარდა. ეს არის ასაკით უფროსი ქალისა და პატარა ბიჭის არაბანალური, ძალიან საინტერესო სიყვარული. ეს არის ისტორია, რომელიც ოცი წლით ადრე იწყება და მერე გრძელდება. იმდენად ჩახლართული ისტორიაა, დარბაზი ბოლომდე შოკში იქნება. ჩემი პარტნიორი ბიჭის არჩევაში ვიყავი ჩართული და თავი  ვერავინ გაართვა ამოცანას. მთელი ზაფხული ქასთინგებზე სიარულის შემდეგ, მოიყვანეს ლაშა. წარმოიდგინე სცენა, ვერის ბაღში ვზივარ და სასიყვარულო სცენას რამდენიმე ადამიანთან ერთად გავდივარ. გადამღებ ჯგუფს ვთხოვდი, ყურადღება მიექცია ხალხისთვის, რომლებიც ტელეფონით იღებდნენ ამ სინჯებს: ვერის ბაღში ვზივარ სკამზე და ვეალერსები ყმაწვილს. მოკლედ, ერთი ამბავი იყო. უცებ მოდის „ნაგლი” ტიპი, ნაჩხუბარი, სპირტის სუნი ასდის, წინა დღის კარგად ნაქეიფარი და უცებ იძახის: რა უნდა გავაკეთოო. კი ძალიან გავღიზიანდი, მაგრამ ფაქტია, ისე მაგრად გააკეთა ყველაფერი, ისე შეასრულა, გავოგნდი. რეჟისორის ხმა რომ გავიგე, გადაღებულიაო, ვერც მივხვდი, ეს ყველაფერი რომ უკვე დამთავრებული იყო. მერე რეჟისორმა გვთხოვა, ერთმანეთს დაუახლოვდითო. დავდიოდით ერთად ჩემს მეგობრებთან, ხმაურიან ადგილებში და მივხვდი, ეს ოცი წლის ბიჭი საშინლად დავღალე. მორიგი ჩემი აღვირახსნილობის შემდეგ – „ტუსოვკიდან” დილის ხუთ საათზე წამოსულმა მითხრა, საშინლად დამღალეო. 

– და ეს გახდა წიგნის დაწერის საბაბი?

– კი. უცებ მივხვდი, რომ სიტუაცია მართლა შეიძლება, „შემორომანებულიყო” და ამ დროს ყმაწვილი, რომელიც აქეთ უნდა იყოს ხალისით და ენერგიით სავსე, გეუბნება, დამღალეო. უცებ მომაწვა ფანტაზიები და ვუთხარი ლაშას, არ ვიცი, ფილმი როდის და როგორი იქნება და მოდი, რომანი დავწეროთ-მეთქი. უცებ ის ამბობს, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი რაღაც დამეწერაო და მაჩვენა თავისი ლექსები, ჩანაწერები, ნახატები. ნახატებთან დაკავშირებით აქვე მინდა ვთქვა, რომ წიგნის ილუსტრაციას თამარ აჩბა აკეთებს. წინა წიგნიც მან გააფორმა, მაგრამ ახლა სრული ფანტასტიკა გააკეთა. ზუსტად ისეთი ნახატებია, როგორიც წარმომედგინა ჩემი რომანი. 

– მოკლედ, ლაშა ფიზიკურადაც დაღალე და წერითაც.

– კი, მაგრამ, მერე ძალიან დავმეგობრდით. მან მომიყვა ისტორია, თუ როგორ გაიზარდა ცხვარში. ამას მკითხველიც წაიკითხავს. რაც შეეხება რომანს, ის ფსიქოლოგიურ პრობლემას ეხება – რატომ უჩნდებათ უფროს ქალბატონებს პატარა ბიჭებთან ურთიერთობის სურვილი, რა ხიბლავთ ბიჭებს ქალებში. ჩემი და ლაშას ნაწილს კრავს სოციალური ფსიქოლოგია. არსებობს ასეთი, ერიქსონის თეორია, რომლის მიხედვითაც, შეგვიძლია ვთქვათ, როგორ ვითარდება ასეთი ურთიერთობები, როგორი დასასრული შეიძლება, ჰქონდეს მას. კარგი რეცეპტებია მათთვის: აჩვენებს როგორ უნდა შეხვდეს ამ ყველაფერს ადამიანი, თუ მათ ცხოვრებაში ეს მოხდება. მაგრამ, ვინაიდან მაინც ფიარტექნოლოგი და ჟურნალისტი ვარ, გვერდს ვერ ავუვლიდი ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლის ფაქტს. ჩემი ნაწარმოებების გმირები ჟურნალისტები არიან. რადგან ეს სფერო უმცირეს დეტალებამდე ძალიან კარგად ვიცი და არაფრის გამოგონება არ მიწევს, გამიადვილდა ამ საკითხზე წერაც. ჩემი გმირი იღებს დავალებას, რომ პოლიტიკაში ახალ ფიგურაზე დაწეროს და ეს არის წმინდა ჩემი ნაწილი, ჩემი შეხედულება, მოპოვებული ინფორმაცია და სხვა, რომელიც ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება. ასევე, ვეხები ოთხმოცდაათიან წლებს, როდესაც მთავარი გმირი თავის ისტორიას ყვება. 

– როგორ ფიქრობ, ეს ორი წიგნიც გახდება ბესტსელერი?

– რა თქმა უნდა, სკანდალის გარეშე არც ეს წიგნები ჩაივლის. აქ არის ყველაფერი – სიყვარული, ინტრიგები, ტკივილი, სასიყვარულო სცენები, ურთიერთობები, ადამიანები... ლაშამ როგორც დაწერა მისი ასაკის ბიჭების დიალოგები, როგორი უხეში ლექსიკონითაც მეტყველებენ ისინი, ხელუხლებელი დავტოვე. აქვე მინდა ვთქვა, არ მაინტერესებს მათი აზრი, ვისაც ერთ-ნახევარი წიგნი აქვს ცხოვრებაში გაყიდული და არც მათი აზრი, ვისაც წიგნი საერთოდ არ წაუკითხავს. მთავარია, რომ, რაც ძალიან მინდოდა და ჩემს საღამოზე მოხდა – შევაკავშირე ორი თაობა. ორმოციდან ორმოცდაათამდე და ოციდან ოცდაათამდე ასაკის ადამიანები, აბსოლუტურად, მოწყვეტილები არიან ერთმანეთისგან. როგორც წესი, ჩვენი თაობა თითს იშვერს პატარებისკენ და ამბობს, რომ უნიჭოები, უზრდელები, გარყვნილები არიანო. ამ საღამოთი დავამტკიცე, რომ უმცროსი თაობაც, რომელიც ჩემი სტუდენტების სახით იყვნენ წარმოდგენილი, ძალიან ნიჭიერები და საინტერესეობი არიან. 

 

 

скачать dle 11.3