კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უძველესი ლეგენდა


„დიდმა მთებმა იწყეს დრეკა“

გასულ კვირას პროექტ „უძველესი თბილისის“ პრეზენტაცია მოეწყო: ჯერ ერთი, იმის დასამტკიცებლად, რომ თბილისის ასაკის ქვაც აღარ დაგორავს დედამიწაზე და, რაც მთავარია, იმ ექსპონატების გამოსაფენად, რომლებიც არქეოლოგებმა თბილისის გადათხრა-გადმოთხრაში აღმოაჩინეს. რაც მთავარია-მეთქი, რადგან ამ ექსპონატებმა თავისი წვლილი უნდა შეიტანონ თბილისის ტურისტული პოტენციალის გამოვლენა-გაძლიერებაში (მუზეუმები პირდაპირ ღია ცის ქვეშაც მოეწყობა, რათა ტურისტებს ნატურაში მიეცეთ უძველესი ეგზოტიკური ექსპონატებით ტკბობის საშუალება). სახელწოდება („უძველესი თბილისი“) მიუთითებს, რომ თბილისი გასამებულა (ახალი, ძველი და, ახლა უკვე უძველესი). ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო არაერთი უნიკალური ნივთი, მათ შორის ერთ-ერთზე, ცხენზე ამხედრებული მამაკაციც ყოფილა გამოსახული, რაც, თურმე, იმასაც ნიშნავს, რომ იქ, სადაც დღეს ოკუპანტებს ვემალებით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე XIII საუკუნეში კავალერია არსებობდა (თუმცა, თუ გულზე ხელს დავიდებთ, კავალერისტების სისხლი მაინცდამაინც ვერ ყივის ჩვენში). ყივის თუ კნავის, ის, რაც მიწაშია, შესაძლოა, შემოსავლის საფუძვლიან წყაროდაც იქცეს (ყოველ შემთხვევაში, ასე დაგვპირდა თბილისის მერი, რომელმაც ღონისძიება თავისი მისვლითაც დაამშვენა). ამბობენ, რომ ადამიანთა უწყვეტი ცხოვრების ნაშთები იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა საქართველოს დედაქალაქია, 6 000-ზე მეტ წელს ითვლის, რამაც ამ აღმოჩენით აღფრთოვანებულებს ამოათქმევინა, რომ „ლეგენდას თბილისზე სახე ეცვლება. მაშინ, როდესაც ვახტანგ გორგასალი გაუვალი ტყის ადგილას ქალაქს აშენებდა, ვერც წარმოიდგენდა (ისეთი ბნელი იყო!), რომ ამ ტერიტორიაზე ბევრად უფრო ადრე ცივილიზაცია არსებობდა“. ხოლო, თუ ამ აღფრთოვანებულ ამოძახილს იმასაც დავუმატებთ, რომ ამ ქალაქში მეხუთე საუკუნიდან არ გაკეთებულა იმდენი, რამდენიც დღესო (ციტატა პრეზიდენტის ერთ-ერთი გამოსვლიდან), აშკარაა, რომ სახელმძღვანელოებში კიდევ ერთი ლეგენდა უნდა დავამატოთ: რადგან, თუ „ძველი თბილისი“ ვახტანგ გორგასალმა აღმოაჩინა, უდავოა, რომ „უძველესი თბილისის“ აღმომჩენი დღევანდელი ნაცხელისუფლებაა (ანუ, თუ ძველ ლეგენდაში ვახტანგ გორგასალი და ხოხობია, უძველესშიც ორი მოქმედი პირია – მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა).

კონკურენცია, უდავოდ, პროგრესის საწინდარია, ოღონდ, ურიგო არ იქნებოდა, რომ დღევანდელები უწინდელებს განა მიწაში ქექვაში (ან ძველების დანატოვარის სარფიანად გასაღებაში), მიწის ზემოთ ვაჟკაცობაში გაჯიბრებოდნენ. თუმცა, მეორე მხრივ, დღევანდელთა ვერტიკალური მისწრაფებებიც სავსებით გასაგებია: რაც მიწა შეგვრჩა, ის მაინც თხარონ?!


скачать dle 11.3