კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს ვერონიკა კალანდარიშვილს მაია ასათიანთან და რატომ გრძნობს მის ფონზე თავს დაჩაგრულ ადამიანად

19 წლის ვერონიკა კალანდარიშვილი თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია. მსახიობობა მისი ბავშვობის ოცნება იყო და თავს ბედნიერად გრძნობს, რომ სწორი არჩევანი გააკეთა. ვერო, როგორც მას ოჯახის წევრები და მეგობრები ეძახიან, ბოლო დროს სერიალ „შუა ქალაქში” გამოჩნდა. ის ნუცას პერსონსჟს ასახიერებს. მართალია, ჯერ მხოლოდ რამდენიმე სერია გავიდა ეთერში, მაგრამ, ქუჩაში მას უკვე ცნობენ, რის გამოც ჩვენი რესპონდენტი თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.

 

ვერონიკა: ბავშვობიდან ყოველთვის ძალიან მინდოდა მსახიობობა და ამ სფეროში ყოფნა. თეატრალურ სტუდია „ცეტებში” დავდიოდი და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩამებარებინა. ერთი უცნაური თვისება მაქვს: ხშირად იმის მეშინია, რომ, რაც მინდა, ის არ გამოვა. ამიტომ, ერთი მომენტი, თეატრალურში ჩაბარებაც გადავიფიქრე – ალბათ, იმის მეშინოდა, არ ეთქვათ, შენგან მსახიობი არ გამოვაო. მიუხედავად ამისა, როცა იმის დრო მოვიდა, რომ საბოლოოდ გადამეწყვიტა, სად ჩამებარებინა, თითქოს გულმა სხვაგან მაინც არ გამიშვა, რადგან მივხვდი, ამის გარეშე არ ექნებოდა ჩემს ცხოვრებას აზრი.

– ჩააბარე და უკვე მეორე კურსის სტუდენტი ხარ. ამჟამად მაყურებელმა სერიალ „შუა ქალაქში” გაგიცნო. ადრე თუ იყავი ამ სერიალის მაყურებელი?

– დიახ, „შუა ქალაქს” თითქმის პირველივე სერიიდან ვუყურებდი. ახალი რომ იყო, დამაინტერესა და ძალიან მომწონდა. ვერც წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა, „შუა ქალაქში” აღმოვჩენილიყავი, მაგრამ, ალბათ, ძალიან გამიმართლა.

– პირველი გადაღება იყო ეს შენთვის თუ გქონდა უკვე კამერასთან მუშაობის გამოცდილება?

– რამდენიმე სარეკლამო რგოლში მაქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა, სერიალის გადაღება სულ სხვა რამ არის. თავიდან ძალიან გამიჭირდა, ძალიან ვნერვიულობდი. მაშინ ყველაზე მეტად ბატონი სოსო გოგიჩაიშვილი დამეხმარა. ეს ადამიანი რომ არა, შეიძლება, სერიალში ისეთი დაძაბული ვყოფილიყავი, საერთოდ არაფერიც არ გამომსვლოდა. ძალიან მადლიერი ვარ მისი. 

– ძველი „შუა ქალაქიდან” ყველაზე მეტად რომელი პერსონაჟები მოგწონდა?

– ძალიან მაგარი ტიპაჟები იყვნენ. ჩემი საყვარელი პერსონაჟები არიან ირაკლი, ღლონტები და დათო.

– რამით თუ ჰგავხარ შენს გმირს?

– სიმართლე გითხრა, მე საერთოდ ვერ ვამსგავსებ ჩემს თავს ნუცას და ჩემი მეგობრებიც ამ აზრზე არიან. ვერ წარმომიდგენია, თუნდაც ის, რომ მთელი ჩემი სამყარო ერთი ადამიანის გარშემო ტრიალებდეს, მით უმეტეს, თუ ის ამას ყურადღებას საერთოდ არ აქცევს. თან, ნუცა ცოტა მიამიტი გოგოც არის, რასაც ჩემს თავზე ნამდვილად ვერ ვიტყვი.

– შეყვარებული თუ ხარ?

– ახლა არა, თუმცა იმას სიყვარულს ვერც დავარქმევ, უფრო გატაცება იყო. რატომღაც, ვფიქრობ, რომ სიყვარული უფრო დიდი და ძლიერი გრძნობა უნდა იყოს. იმედი მაქვს, ამას ოდესმე აუცილებლად გამოვცდი.

– მიზანდასახული ადამიანი ხარ?

– ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ მიზანდასახული და შრომისმოყვარე ვყოფილვარ. ყოველთვის მეგონა, რომ ზარმაცი ვიყავი, მაგრამ, დავრწმუნდი რომ, როდესაც რაღაც გადაწყვეტილებას მივიღებ, უკან არაფერზე ვიხევ და, შემიძლია, 24 საათი ვიშრომო დასახული მიზნის მისაღწევად. 

– უარყოფითი რა გაქვს?

– უარყოფითი, ალბათ, ის, რომ ძალიან ჯიუტი ვარ. რამეს რომ ვიტყვი, შესაძლოა, რაღაც მომენტში მივხვდე, რომ არასწორი ვარ, მაგრამ, იმის გამო, რომ ნათქვამი მაქვს, მაინც ბოლომდე ჩემს აზრზე ვრჩები, რის გამოც, შეიძლება გარკვეული შეცდომებიც კი დავუშვა. მეტ-ნაკლებად ვცდილობ ამ თვისების გამოსწორებას. შეცდომის დაშვების ყოველთვის მეშინია. კარგი თვისებებც მაქვს: არ ვეწევი და ძალიან მყარი ნებისყოფით გამოვირჩევი. 

– მავნე ჩვევა თუ გაქვს რამე?

– ჭამა მიყვარს ძალიან. ადრე საკმაოდ პუტკუნა ვიყავი, მერე დიეტა გამოვიგონე – ორი თვე მხოლოდ ხაჭოს და ბოსტნეულს ვჭამდი. შედეგად დაახლოებით 16 კილოგრამი დავიკელი. ამის მერე ვცდილობ, ზედმეტი ჭამისგან თავი შევიკავო. ცუდად ვიქცეოდი – ძალიან ბევრს ვჭამდი.

– ისეთი წარმატებული დიეტა გამოგიგონია, ვფიქრობ, ამ ინტერვიუს შემდეგ წონაში დაკლების მსურველები მოგაკითხავენ.

– ვასწავლი, არ არის პრობლემა. თუმცა, არავის ვურჩევ, რადგან ამ დიეტის დაცვის შემდეგ ჯანმრთელობაზე შემექმნა პრობლემები და დღესაც ვმკურნალობ. ვისაც გახდომა სურს, ალბათ, უმჯობესია, მაინც დიეტოლოგთან მივიდეს.

– რაზე ოცნებობ?

– ამ ეტაპზე, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ კარიერისტი ვარ. ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, წარმატებული კარიერა მქონდეს. მინდა, უამრავი როლი შევასრულო სხვადასხვა ჟანრში, თუმცა, ძირითადად, უფრო ტრაგიკული როლები მომწონს. მინდა, სულ დასაქმებული ვიყო.

– ვისი სახელი გქვია?

– დიდი ბებია მყავდა პოლონელი, რომლის სახელიც დამარქვეს. არ მიყვარს ჩემი სახელი, რატომღაც, ჩემს თავთან ვერ ვახდენ იდენტიფიკაციას. „ვერონიკა“ თითქოს ძალიან კდემამოსილად ჟღერს. მეგობრები და ოჯახის წევრები „ვეროს“ მეძახიან. 

– რაზე არ იტყვი არასდროს უარს?

– კარიერაზე. 

– მართალია, ახალი „შუა ქალაქის” ჯერ მხოლოდ რამდენიმე სერიაა ეთერში გასული, მაგრამ ხალხის ყურადღებას თუ გრძნობ?

– როგორ არა. ისეთი სასიამოვნოა, რომ, არ ვიცი, როგორ გადმოგცეთ. როცა ამას სხვისგან ვისმენდი, ყოველთვის მეგონა, იტყუებოდნენ, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ მართალს ამბობდნენ. ეთერში „შუა ქალაქის” ჯერ მხოლოდ ორი სერია იყო გასული, ქუჩაში მივდიოდი და ბავშვებმა რომ დამინახეს, ერთმანეთს ხელი გაჰრეს – შეხედე, ვინ მოდისო და სიცილი დაიწყეს. შეიძლება, ბევრს ეს სწყენოდა, მაგრამ, იმდენად გახარებული ვიყავი მთელი დღის განმავლობაში, რომ ბედნიერებისგან ფრთები შემესხა. რამდენჯერმე მკითხეს კიდეც, თქვენ, სერიალში არ თამაშობთო? მართლა უმაგრესი გრძნობაა უცნობი ხალხის ყურადღება. 

– ოჯახის წევრები თუ არიან შენი საქმიანობის კრიტიკული შემფასებლები?

– ძალიან მინდა, ვიღაც დამიჯდეს და მითხრას, რომ ეს, ეს და ეს იყო ცუდი და აუცილებლად გამოსასწორებელიაო, მაგრამ, ჩემი ოჯახის წევრები იმდენად სუბიექტურები არიან, ტელევიზორში რომ მხედავენ, ყოველთვის მეუბნებიან, რა კარგი ხარ, ძალიან მოგვეწონეო... იქაც ისე აღმიქვამენ, როგორც „ვეროს“. დედაჩემს  საშინლად არ მოსწონს გუგას პერსონაჟი – რა ცუდი ბიჭია, როგორ სტანჯავს ჩემს გოგოსო. როგორც კი დაინახა, რომ ფიზიკოსის ასისტენტი ჩემს პერსონაჟზე გადაირია, ძალიან გაუხარდა – ეს ძალიან კარგი ბიჭიაო, თქვა. 

– ვიცი, რომ მაია ასათიანი შენი დაა. მაია შენთვის ერთგვარი კომპლექსი ხომ არ არის, რადგან, ბევრისთვის, შეიძლება, ვერო კალანდარიშვილი კი არა, ყოველთვის მაია ასათიანის და იყო. 

– შიშიც მქონდა იმის, რომ მაია ასათიანის დად აღმიქვამდნენ. ძალიან მინდა, საზოგადოებისთვის ვერო ვიყო. ალბათ, ამას მაინც ვერ გავექცევი და თავიდან ყველასთვის მაია ასათიანის და ვიქნები, რასაც უნდა შევეგუო. ყოველთვის მინდა, რაღაცას ჩემით მივაღწიო. მაია წარმატებულია და ჩვენი შუათანა დაც საკმაოდ წარმატებული ადამიანია. თითქოს იმის კომპლექსი მქონდა, რომ მათ ფონზე დაჩაგრული ვიყავი და, ამიტომ, აუცილებლად უნდა მიმეღწია წარმატებისთვის. ნაბოლარა ვარ დებს შორის და ამიტომ ყველა განსაკუთრებულად ზრუნავს ჩემზე. ადრე ეს მაღიაზიანებდა, მაგრამ მერე აქედან სარგებლობის მიღებაც ვისწავლე. 

– შუათანა და რას საქმიანობს?

– პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობს, თან, პარალელურად, სტაჟიორია პარლამენტში.

– მშობლები რა პროფესიის გყავს?

– მამა ფიზიკოსია. განათლებით დედაც ფიზიკოსია, მაგრამ, ამჟამად კონფლიქტოლოგია. საერთოდ, სხვადასხვა პოლუსებზე ვართ. ამიტომ, ყველას გაუკვირდა, თეატრალურ უნივერსიტეტში რომ გადავწყვიტე ჩაბარება. 

– ანუ, შენ და მაია, დედით ერთნი ხართ?

– დიახ, თუმცა, ეს არასდროს მიგრძნია, რადგან ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ერთად გავიზარდეთ. როგორც შუათანა დასთან ვარ, ისე ვარ მაიასთანაც. მაიას თითქოს დედური ინსტინქტებიც აქვს ჩემ მიმართ, რადგან ასაკით საკმაოდ პატარა ვარ მასზე. ყოფილა შემთხვევა, დედასთან კამათის გამო გაბრაზებული, მაიასთან მივსულვარ. მაია ყოველთვის ძალიან კარგ რჩევებს მაძლევს. მან იცის, როგორ დამაწყნაროს, ამიტომ, მის რჩევას ყოველთვის ვენდობი. ყველაზე მეტად ზეგავლენის მოხდენა ჩვენს ოჯახში, ალბათ, მაიას ეხერხება. ხასიათითაც განსხვავებულები ვართ – მე უფრო იმპულსური ვარ, მაია კი წყნარი და გაწონასწორებული ადამიანია. მიზანდასახულობას და შრომისმოყვარეობაში კი ნამდვილად ვგავართ ერთმანეთს. 

– სერიალის მაყურებელი ვეროს სახელით გიცნობს, ამ ინტერვიუს შემდეგ კი გაიგებს შენი და მაიას დობის ამბავს. ხომ შეიძლება, გავიდეს დრო და მაია გახდეს ვეროს და?

– არ მგონია, რომ ასეთი რამ მოხდეს, რადგან მაია ასათიანის სახელი უკვე მყარად არის საზოგადოებაში დამკვიდრებული. 

 

 

скачать dle 11.3