კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

როგორ დაიყოლია სექსუალურ კავშირზე 44 წლის მამაკაცმა 12 წლის ნათლული

 

გასულ კვირას  გახმაურებული ისტორია, ქართული კრიმინალური სტატისტიკის ის  შემთხვევაა, რომელიც ყველა ჩარჩოს  სცილდება და  არაადამიანური ინსტიქტების ზღვარზე გადის. აქ მორალი და ზნეობა ისეთი დავიწყებული ღირებულებებია, თითქოს არც არასდროს არსებულა და არც ყოფილა საჭირო. ამას თუ იმ ტრადიციებსაც დავუმატებთ, რაც ქრისტიანული სარწმუნოებით ასე დაცულია ქართულ საზოგადოებაში, ის, რაც  საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში მოხდა, ნამდვილად აღმაშფოთებელი ფაქტია.

გასულ კვირას სამართალდამცველებმა 44 წლის გოჩა ხარებაშვილი დააკავეს, მას ბრალად ედება სქესობრივი კავშირის დამყარება 12 წლის გოგონასთან, რომელიც მისი ნათლულია. გასაგები მიზეზების გამო, ჩვენ გოგონას ვინაობას არ ვასახელებთ, თუმცა, დეტალურად მოგითხრობთ იმ ისტორიის შესახებ, რომელმაც მთელი სოფელი  შეძრა.

 გოჩა ხარებაშვილი სოფელ ბადიაურში დაიბადა და გაიზარდა,  მას ჰყავს 14 წლის ვაჟი და  მეუღლე, რომელსაც წლების წინ გაშორდა.  ისინი სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში ცხოვრობენ. მშობლების ოჯახში დარჩენილი გოჩა ხარებაშვილი თავს სასოფლო-სამეურნეო  საქმიანობით ირჩენდა, დროდადრო კი თბილისში ჩამოდიოდა ყოველდღიური სამუშაოს საძიებლად. ხარებაშვილების ოჯახი   ნათლულის სახლიდან 200 მეტრში, სულ რაღაც ორი სახლის  დაშორებით ცხოვრობს, შესაბამისად, 12 წლის გოგონა ნათლიის თვალწინ გაიზარდა.  ინციდენტამდე რამდენიმე თვით ადრე, გოჩა ხარებაშვილს მამასთან და ძმასთან კონფლიქტი მოუვიდა. როგორც მისი ძმა, ზაზა ხარებაშვილი  ამბობს, მათი დაპირისპირების მიზეზი გოჩას ცხოვრების წესი  გახდა: „ხან ვის მოათრევს სახლში, ხან – ვის და ამბობს, ჩემი საცოლეაო. ავდექით და გავაგდეთ სახლიდან,“ – განაცხადა ძმამ. 

 გოჩა ხარებაშვილი საცხოვრებლად ნათლულის ოჯახში გადავიდა – მას ეზოში, მიტოვებულ სახლში  გამოუყვეს პატარა ფართი. სწორედ იმ პერიოდიდან ის განსაკუთრებით დაუახლოვდა  ნათლულის ოჯახს,  რომელიც უკიდურესი გაჭირვების ზღვარზე ცხოვრობს.   ამ ოჯახში  ექვსი ბავშვი იზრდება და გაჭირვების გამო მშობლებმა სამი შვილი სოფელ კაჭრეთის ინტერნატში ჩააბარეს. იქ გაატარა რამდენიმე წელი დაზარალებულმა გოგონამაც, რომელიც მშობლიურ სოფელში ორი წლის წინ დაბრუნდა. მას არ გაუგრძელებია სწავლა სკოლაში,  დედას ეხმარებოდა ოჯახის საქმეებსა და და-ძმის გაზრდაში.   გოჩა ნათლულს ბოლო პერიოდში განასაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. მათ მეზობლები ხშირად ხედავდნენ ერთად, რაც გარკვეულ  ეჭვებს იწვევდა და ამის შესახებ მათ გოგონას მშობლებიც გააფრთხილეს, თუმცა მათი მხრიდან ამას რეაქცია არ მოჰყოლია. სოფელ ბადიაურის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, ჩვენთან საუბარში განაცხადა: „ის, რაც ჩვენს სოფელში მოხდა, ამაზრზენი ფაქტია, მე გოჩას არ ვამართლებ. როგორ შეიძლება, ასეთი რამე  ჩაიდინო  მამაკაცმა პატარა ბავშვთან, მით უმეტს, როცა ნათელ-მირონი აკავშირებთ! ამ ზაფხულს ნაკვეთიდან მოვდიოდი. ძალიან ცხელოდა  და გზა ვენახებზე გადავჭერი. მოფარებულში გაჩერებული მანქანა დავინახე, რაც საეჭვოდ მეჩვენა. ცოტა მივუახლოვდი და დავინახე, შიშველი გოგონა და მამაკაცი სექსით იყვნენ დაკავებულები. ისეთ ამბავში იყვნენ, რომ თვითონ ვერ დამინახეს, მე კი ორივე ვიცანი – გოგონაც და მამაკაციც. იმათ მაგივრად მე შემრცხვა და ადგილიდან გავიქეცი“. 

  სოფლის მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ გოგონას ოჯახში მისი და ნათლიის ინტიმური ურთიერთობის შესახებ იცოდნენ და თვალს  ხუჭავდნენ. ამისი მიზეზი კი ის იყო, რომ გოჩა ხარებაშვილი მათ ფინანსურად ეხმარებოდა და საჭმელ-სასმლით უზრუნველყოფდა. 

ზაზა ხარებაშვილი (გოჩა ხარებაშვილის ძმა): მე ჩემს ძმას არ ვამართლებ, მაგრამ, არც ჩემი მეზობლები არიან მართლები. დედა რომ ამბობს, დავინახე, ჩემს შვილს როგორ აშიშვლებდაო, ხმა რატომ არ ამოიღო, რამე რატომ არ თქვა? იმიტომ, რომ, ჩემი ძმა მაგათთან საჭმელს ეზიდებოდა და მარჩენალს ხომ არ დაკარგავდნენ?!  ახლაც, ჩემმა ძმამ ძალით ხომ არ წაიყვანა თბილისში? თვითონ გაეიკიდა სოფლიდან სამი დღის მერე. 

სამართალდამცველებმა  გოჩა ხარებაშვილს  ნათლულთან ერთად გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში მიაგნეს. მისი ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც გოგონას გაუჩინარების ამბავი მისმა მშობლებმა პოლიციას შეატყობინეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დაზარალებულმა გოგონამ პოლიციელებთან განაცხადა, რომ ნათლიამ  ინტიმურ კავშირზე ისე დაიყოლია, რომ მასზე ძალა არ უხმარია, თუმცა, ეს აბსოლუტურად არ  ამსუბუქებს 44 წლის მამაკაცის მიერ ჩადენილ ქმედებას, რომელმაც სქესობრივი კავშირი შვილზე უფრო მცირეწლოვან ბავშვთან დაამყარა. ამ ფაქტმა სოფელი ისე შეძრა, რომ ისინი ხარებაშვილების ოჯახის სოფლიდან გასახლებას ითხოვენ, რაზეც ზაზა ხარებაშვილი ამბობს: „ამ სოფლიდან არსადაც არ წავალ, არც ლინჩის წესით გასამართელების მეშინია და არც არაფრის! აქეთ ამ გოგოს მამააა საცემი, რომ აქამდე არ ამოიღო ხმა.“

  დაპირისპირებული მეზობლების ურთიერთობაში ადგილობრივი მოსახლეობა ორივე მხარეს ერთნაირად ადანაშაულებს, ერთ-ერთიმა მათგანმა კი ჩვენთან საუბარში განაცხადა: „ორმოცი დღეა, რაც გოჩას მამა გარდაეცვალა. მას სახლიდან ჰყავდა გოჩა გაგდებული, მაგრამ ის მამის პანაშვიდებზეც მივიდა და სულ იქ  ტრიალებდა. დასაფლავების მეორე დღეს ზაზამ ისევ გააგდო ძმა სახლიდან და გოჩა მაშინვე თბილისში წავიდა, რამდენიმე დღეში კი გოგონაც გაქრა სახლიდან – როგორც გავიგეთ, გოჩას ჩააკითხა თბილისში. უწესო გოგო არ იყო, მაგრამ, პატარაა, გამოუცდელი და, ვერ მიხვდა, რას აკეთებდა. ისეთ გაჭირვებაში გაიზარდა, საჭმელს რომ ვერ აჭმევდნენ მშობლები ინტერნატში ჩააბარეს. მერე ის ინტერნატი დაიკეტა და  სახლში დაბრუნდა. მიშა ძლივს არჩენდა შვილებს, ამიტომ  დააყენა გოჩა მდგმურად, იმან კი ასეთი რამ იკადრა“.  

 გოჩა ხარებაშვილი დაკავებულია, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ბრალდებით, რომელიც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაზარალებული გოგონა სამართალდამცველებთან თანამშრომლობს, პრივატულ საუბრებში კი ამბობს, რომ ნათლია უყვარს და მას ციხიდან გათავისუფლებამდე დაელოდება. 

 

 

скачать dle 11.3