კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭუპა-ჭუპა

 

სისუფთავე ყველა ადამიანს სჭირდება (სხვათა შორის, ცხოველებსაც კი უყვართ ჭუპა-ჭუპა) ქვის ხანის იქნება ის, თუ ცივილიზაციის პირმშო. დღეს აბაზანები სახლში გვაქვს. ზოგიერთს რამდენიმეც კი, მაგრამ უწინ აბანო იყო მოდაში...

სკვითების ორთქლის აბანო განსაკუთრებით ცხელი იყო. ის ძალიან განსხვავდებოდა ფინური, ან თანამედროვე აბანოსგან. ისინი წვავდნენ კარგად დაწნული „პლანის“ ფოთლებს და ქვებს იმით ახურებდნენ. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი „არომატული” და „ცხელი” ორთქლი იქნებოდა.

ყველა რომაელი იმპერატორი, რომელიც ძალაუფლების სათავეში მოდიოდა, თავის ვალდებულებად მიიჩნევდა, ახალი აბანოს აგებას. ოღონდ პირადის კი არა, საზოგადოებრივი სარგებლობის. ამით მოსახლეობის სიმპათიას იხვეჭდა.

მეთვრამეტე საუკუნეში გერმანული ტრადიციით აბანოში მთელი ოჯახი უნდა წასულიყო. ცოლი, ქმარი, შვილები და ძაღლებიც კი, დიდი ზარ-ზეიმით მიდიოდნენ და იბანდნენ.

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძველი ინდიელები დიდად აფასებდნენ სისუფთავეს, უფრო მეტიც, ისინი ამით მკურნალობდნენ და საკმაოდ წარმატებითაც. იცოდნენ ორთქლის სასარგებლო თვისებების შესახებაც. მათ გავარვარებული ქვები კი ვიგვამებში შეჰქონდათ და ზემოდან ცივ წყალს ასხამდნენ, ორთქლში ავადმყოფი გაეხვეოდა და მალე გამოჯანმრთელდებოდა კიდეც.

ლინგვისტები ვარაუდობენ, რომ სიტყვა „აბანო” წარმოიშვა ლათინური ფესვისგან „ბალნეუმ”, რაც პირდაპირ თარგმანში, არც მეტი არც ნაკლები, „აორთქლებულ დარდს” ნიშნავს.

ახლახან ერთმა პოლონელმა ქალბატონმა რეკორდი დაამყარა ორთქლის აბანოში გატარებული დროის ხანგრძლივობით. მან იქ ოცდაექვსი საათი დაჰყო.

 

скачать dle 11.3