კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტრადიცია


„აქეთ ჩემს ბატებს ხომ არ ჩამოუვლიათ?“

საქართველოს მთავრობა ტრადიციას არ ღალატობს და გასვლით სხდომებს სხდომებზე აწყობს. სულ ბოლოს სრულიად საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ლოპოტას ტბა დალაშქრა. ან კი გული როგორ მოუთმენდა, როდესაც „მთავრობის წევრების უმეტესი ნაწილი არათუ არ არის აქ ნამყოფი, წარმოდგენაც არ აქვს, რომ საქართველოში ასეთი სილამაზე არსებობსო“ (ციტატა მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან). თუმცა მხოლოდ ეს არ ყოფილა საქართველოს მთავრობის ტბაზე გასვლის მთავარი მიზეზი. რაკი „კახეთი ევროპაში ერთ-ერთი ტურისტული პოტენციალის მქონე რეგიონი ყოფილა“, მთავრობა (რომელსაც საკუთარი მოზარდებიც კი ვერ დაუცვია) იმედოვნებს, რომ კახეთს ტურისტული მიზიდულობის ცენტრად აქცევს (ალბათ, იმ იმედით, რომ ოკუპანტები კახეთიდან შედარებით მოშორებით არიან გამაგრებული). რაკი ხედიც ხელს უწყობდა, ქვეყნის პირველმა პირმა უკვე მიღწეულ და აწი მისაღწევ წარმატებებზეც ისაუბრა, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ბოლო პერიოდში საქართველოდან გაყვანილი 200 000 ცხვარიც გაიხსენა (თუმცა ის აღარ დასძინა, რომ იმ ცხვრებს აზიელი ბიზნესმენები ჩვენი მშიერი მესაქონლეებისგან გროშებად ყიდულობენ) და ამის საპირისპირო ტენდენციაც შენიშნა, (თუ ცხვრები მიდიან) მოსახლეობა სამშობლოში მასობრივად ბრუნდებაო (და მერე რა, რომ საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქის ცისფერი ოცნებაა, რომ როგორმე აშშ-ის მოქალაქეობას, ანუ „მწვანე ბარათს“ გამოჰკრას ხელი, დანარჩენების სადაგი ოცნების ზღვარი კი შავ მუშობაზე გადის). მთავრობის გასვლითი სხდომის მთავარი ინტრიგა მაინც ჯანდაცვის მინისტრი გახდა, რომელიც სხდომის მიმდინარეობისას ტბაში მონანავე „ბატებს“ ათვალიერებდა, რის გამოც პრეზიდენტის გულისწყრომაც დაიმსახურა, დაახლოებით, ასეთი პათოსით: ჩემს მოსმენას ამ ბატების ყურება ჯობიაო?! ბატებით თუ მათ გარეშე, ვიდრე ლოპოტას ტბის ტურისტულ პოტენციალს უცხოელები აითვისებენ, იქ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებიც, მიგვიწვიეს (შაბათ-კვირას აქაურობა გადაჭედილიაო) და არც ის დაგვიმალეს, რომ ორ ადამიანს ორდღიანი ლოპოტური „უიქენდი“, ჰა და ჰა, 600 ლარამდე დაუჯდება, რაც საქართველოს მოქალაქეების უმეტესობისთვის ცისფერი ოცნების ზღვარს მიღმაა (მაგალითად, რეიტინგულ ღარიბებს სახელმწიფო სიღარიბის დასაძლევად ყოველთვიურად, ჰა და ჰა, 30 ლარით ეხმარება), ბატების ნახვა კი, კაცმა რომ თქვას, უფასოდაც შეიძლება.

ასე რომ, უკაცრავად პასუხია და, აქეთ ჩემს ბატებს ხომ არ ჩამოუვლიათ?!


скачать dle 11.3