კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედამიწის მოსახლეობა 7 მილიარდს გადააჭარბებს

 

„დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა 7 მილიარდის ზღვარს 31 დეკემბერს გადააჭარბებს“, ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხალხთა განსახლების ფონდმა.

ნამატის ძირითადი ნაწილი მოდის აზიისა და აფრიკის უღარიბეს ქვეყნებზე და, ასეთი დინამიკის შემთხვევაში, ისინი უახლოეს მომავალში გარდაუვლად შეეჯახებიან წყლის, სურსათისა და სამუშაო ადგილების უკმარისობის პრობლემებს. მრავალი მათგანისთვის ეს პრობლემები უკვე რეალური გახდა. მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის პროგნოზით, 2025 წლისთვის 1,8 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს რაიონებში, სადაც საგრძნობი იქნება უბრალო სასმელი წყლის მწვავე ნაკლებობა.

დემოგრაფები აღნიშნავენ, რომ უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში პლანეტის მოსახლეობა თითქმის 7-ჯერ გაიზარდა. ასე, მაგალითად: 1 მილიარდს კაცობრიობამ 1804 წელს გადააჭარბა. ამ მაჩვენებლის გაორმაგებისთვის საჭირო აღმოჩნდა 123 წელი. მეოცე საუკუნეში უფრო სწრაფი ზრდა აღინიშნა – 1959 წელს დედამიწაზე უკვე 3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა, 1974 წელს – 4 მილიარდი, 1987 წელს – 5 მილიარდი, 1998 წელს – 6 მილიარდი. ექსპერტების შეფასებით, 2025 წლისთვის პლანეტაზე 8 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს, ხოლო 2083 წლისთვის – 10 მილიარდი.

ამასთან, მოსახლეობის რაოდენობა დასავლეთ ევროპაში, რუსეთსა და იაპონიაში მცირდება. აქ ერთ ქალზე, საშუალოდ, 1,5 ბავშვი მოდის, მაშინ, როდესაც ავღანეთსა და აფრიკაში ეს მაჩვენებელი 3-ჯერ უფრო მაღალია. „თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, ეს მიგვიყვანს მსოფლიოში მნიშვნელოვან ცვლილებამდე“, – ასეთია გაეროს პროგნოზი. ის მოუწოდებს ქვეყნებს, გადახედონ თავიანთ დემოგრაფიულ პოლიტიკას და ჩაფიქრდნენ ოჯახების დაგეგმარების მეთოდებზე, ამასთანავე, ხაზგასმით მიუთითებენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ქალთა უფლებებს, რათა მათ ჰქონდეთ არა მარტო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, არამედ, შეეძლოთ თვითრეალიზაცია.

 

скачать dle 11.3