კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უიშვიათესი ყვითელი ბრილიანტი 6,6 მილიონ დოლარად გაიყიდა

 

„კრისტის“ აუქციონზე 6,6 მილიონ დოლარად გაიყიდა 32,77 კარატის წონის უიშვიათესი ყვითელი ბრილიანტი. 

მსხლის ფორმის ბრილიანტის თავდაპირველი ფასი 6-8 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამერიკის გეოლოგიური ინსტიტუტის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქვები ასეთი გაჯერებული და ღრმა ფერით განსაკუთრებით იშვიათია: 10 მილიონ შემთხვევაზე – მხოლოდ ერთი. ყვითელი ფერი კრისტალურ მესერში აზოტის მოხვედრის გამო მიიღება.

„კრისტის“ შემოდგომის სეზონის პირველ აუქციონზე წარმოდგენილი იყო 300-ზე მეტი საიუველირო ნაწარმი და ძვირფასი ქვები. ვაჭრობის მომწყობებმა საერთო ჯამში 46 მილიონი დოლარი ამოიღეს.

აუქციონზე წარმოდგენილი იყო ისეთი ცნობილი ფირმების სამკაულები, როგორებიცაა: „ტიფანი“, „გრაფი“, „კარტიე“. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო „არ-დეკოს“ სტილში შესრულებულმა ბრილიანტებით შემკულმა „კარტიეს“ საიუველირო სახლის ნამუშევარმა, სერიიდან „ტუტი-ფრუტი“, რომელიც ზურმუხტით, ლალითა და საფირონით იყო დამშვენებული. ის 962 ათას დოლარად გაიყიდა.

აუქციონზე წარმოდგენილი იყო, აგრეთვე, ბრილიანტისთვლებიანი ბეჭდების კოლექცია, ფერადი ბრილიანტებით დამშვენებული სამკაულები –  საყურეები, მძივებად ასხმული ბრილიანტები.

ტრადიციის მიხედვით, ოქტომბრის საიუველირო ვაჭრობა ნიუ-იორკში ხსნის შემოდგომის სეზონს. შემდგომი აუქციონები ჩატარდება ჟენევაში, პარიზში, ლონდონსა და ჰონკონგში.

 

скачать dle 11.3