კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

შავიანიძე

გვარის ფუძეა მეტსახელი შავი.

სოფელ ვაშლოვანში, 1873 წლის აღწერით, დავით შავიანიძე მოიხსენიება სასოფლო სასამართლოს მამასახლისად.

ერტისში მცხოვრები დავით შავიანიძე 1881 წელს არის გიორგი მანაშვილის თავდები.

ამავე ძირისაა: შავაძე, შავგულაშვილი, შავიძე, შავიშვილი, შავკაციშვილი.

საქართველოში 23 შავიანიძე ცხოვრობს: თბილისში – 13, თეთრი წყაროში – 3, ტყიბულში – 2. არიან სხვაგანაც.

დევსურაშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი დევსურა.

ანალოგიურადაა ნაწარმოები გვარები: დეველაშვილი, დევნოზაშვილი.

საქართველოში 163 დევსურაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 82, თეთრი წყაროში – 27, გარდაბანში – 17.  არიან სხვაგანაც.

კახუაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კახია.

ამავე ძირისაა გვარები: კახაბრიშვილი, კახეთელიძე, კახელი, კახელაშვილი, კახელიძე, კახიანი, კახიაშვილი, კახიანიძე, კახიძე, კახნიაშვილი, კახოიძე, კახოშვილი, კახუაშვილი.

1721 წელს, პატარა მონასტერში მოიხსენიება სეხნია კახუაშვილი.

საქართველოში 135 კახუაშვილი ცხოვრობს: მცხეთაში – 60, თბილისში – 38, დუშეთში – 23. არიან სხვაგანაც.

ერთგულაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ერთგულა.

1721 წელს მოიხსენიება ნოდარ სუფსაჯიას ყმა – გიორგი ერთგულაშვილი.

საქართველოში 53 ერთგულაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 46, თბილისში – 5, თელავში – 2.

ქოჩორაშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი ქოჩორა. ქოჩორა მოიხსენიება მეთვრამეტე საუკუნის ყმების ნუსხაში.

„ქვეშ მცხოვრებ სოლომონ ქოჩორაშვილს, მართლმადიდებლური სარწმუნოების მქონეს, დაებადა ვაჟი; სახელი განათლა და მონათლა მღვდელმა ბესარიონ ღუღუმიძემ. სახელად ეწოდა თომა. მიმრქმელად იყო ქვეშ მცხოვრები ანა ბოშიშვილი. სოლომონ ქოჩორაშვილს მოუკვდა შვილი თომა, აზიარა იმავე მღვდელმა“.

ენაგეთის ახალშენში 1873 წელს გიორგი ყორღანაშვილის დროებით ვალდებულ გლეხად მოიხსენიება გალო ქოჩორაშვილი.

კონა ქოჩორაშვილი მოიხსენიება 1906 წელს, დაბა მანგლისში.

კუმისისა და თბილისის მახლობელი ზოგიერთი სოფლის მცხოვრები ქოჩორაშვილები სომხებად არიან მოხსენიებულნი და ჩაწერილნი. მაგალითად, ქოჩოროვი. არადა, ისინი ქართველები არიან.

საქართველოში 511 ქოჩორაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 117, თეთრი წყაროში – 82, გარდაბანში – 31. არიან სხვაგანაც.

ვეფხიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ვეფხია.

1721 წელს კრწანისში მოიხსენიება მამულა ვეფხიაშვილი.

ამავე ძირის გვარებია: ვეფხვაძე, ვეფხაშვილი.

საქართველოში 20 ვეფხიაშვილი ცხოვრობს: თელავში – 7, თბილისში – 3, რუსთავში – 2. არიან სხვაგანაც.

ქარჩახაძე

გვარის ფუძეა ქარჩხა. არსებობს ვარაუდი, რომ ის მეტსახელიც იყო.

ამ გვარის შესახებ არსებობს ასეთი გადმოცემა: ვინმე ფირანა ჩხეიძე ცოლითა და მოსამსახურე ქალით თავისი საცხოვრებლიდან აყრილა და წამოსულა ვანის რაიონის ტერიტორიაზე. იქ დასახლებულა და გვარი შეუცვლია. წინ პრეფიქსი ქარ წაუმძღვარებია, ფუძე ჩხა, (ჩხე) შემოუნახავს და ამ გზით ქარჩახაძე გამხდარა. ბაგინეთში, ბაბოთში და უხუთში – ამ სამ სოფელში მცხოვრები ქარჩხიძეები ძმათა განაყოფები და ნათესავები არიან.

ჩხეიძის გადასვლასა და ახალი გვარის გაჩენაზე მიგვანიშნებს ხონის საყდრის საბუთებში დაცული სიგელი, რომელიც 1761 წლითაა დათარიღებული. იქ ნახსენებია „ქარჩხავის ბატონი ჩხეიძე”. სწორედ ეს ბატონი გადადის სხვაგან და თან მიაქვს მამულის სახელი – ქარჩახავი. ქარჩხავიდან ქარჩხაძემდე ერთი ნაბიჯია.

გვარში ვარაუდობენ, რომ ქარჩხაძე გაჩნდა მეჩვიდმეტე საუკუნის პირველ ნახევარში.

საქართველოში 599 ქარჩახაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 223, ვანში – 207, ბაღდათში – 71.

არიან სხვაგანაც.

ლალიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლალი. 

ძველად ეს იყო როგორც ქალის, ასევე, მამაკაცის საკუთარი სახელი. ისტორიულ დოკუმენტებში კი უმეტესად, ქალის სახელადაა მოხსენიებული.

მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებში ლალა-ამირიდო შველიძემ თიხლის მონასტერს სააღაპო შესწირა ყანისა და ქარიზანიძის მიწის შუამდებარე ყანა.

1688 წელს, ტინისხიდში მცხოვრებმა ზაალ ლალიაშვილმა მამული მიჰყიდა ვინმე ჭუკაშვილს.

საქართველოში 206 ლალიაშვილი ცხოვრობს: გორში – 75, თბილისში – 56, ბორჯომში – 34. არიან სხვაგანაც.

შეთეკაური

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი შეთეკა, შეთიკა, შეთე.

შეთეკაურები სოფელ ხონიჭალასა და მუცოში ცხოვრობენ.

გადმოცემის თანახმად, შეთეკაურების წინაპრები ბარიდან ყოფილან მთაში ასულები. მეორე ვერსიით კი, შეთეკაურები წარმოშობით თუშეთიდან არიან.

შეთეკაური ჩოლოყაშვილის განაყარი გვარია.

საქართველოში 299 შეთეკაური ცხოვრობს: გარდაბანში – 125, თბილისში – 72, დუშეთში – 41. არიან სხვაგანაც.

კუმელაშვილი

გვარის ფუძეა სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვა კუმისელი.

ბერიკა კუმელაშვილი მოიხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნის ყმების წიგნში აღწერილ ნუსხაში.

საქართველოში 123 კუმელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 47, რუსთავში – 9, გარდაბანში – 6. არიან სხვაგანაც.

ბეგიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბეგია.

ბეგიაშვილები, ისტორიული წყაროების მიხედვით, თავდაპირველად ტბისში ცხოვრობდნენ. იქ ისინი აზნაურებად მოიხსენიებიან. 1843 წელს ერთი ოჯახი სოფელ დიდ ენაგეთში გადასულა, ხოლო მოგვიანებით სოფელ ბოგვსა და ვარცხისში დასახლებულა.

გიორგი და იასე ბეგიაშვილები მოიხსენიებიან გიორგი მეცამეტის მიერ 1773 წელს იასე ბეგიაშვილისთვის მიცემულ მამულის წყალობის წიგნში.

საქართველოში 2 341 ბეგიაშვილი ცხოვრობს: თბილისში 765, სიღნაღში – 609, გორში – 187.

არიან სხვაგნაც.

ხუხაძე – ხუხიაშვილი – ხუხუა

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხუხა.

1832 წლის აღწერაში მოიხსენიება კიკოლა ხუხაძე, იგივე შიოშვილი, ოჯახითურთ.

ამავე ძირისაა გვარები: ხუხიაშვილი, ხუხუა.

საქართველოში – 712 ხუხაძე ცხოვრობს: მარტვილში – 178, ზუგდიდში – 172, თბილისში – 125. არიან სხვაგანაც.

88 – ხუხიაშვილი.

გაგელიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გაგელა.

ჩხიკვთელმა ივანა გაგელიძემ 1871 წელს შვილი მართა ღოუბანში გაათხოვა პავლე აბულაშვილზე.

საქართველოში 240 გაგელიძე ცხოვრობს: თბილისში – 94, დუშეთში – 93, მცხეთაში – 23. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

 

скачать dle 11.3