კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დარგში მიიწვია მრჩევლად საქართველოდან ამერიკაში ჩასული ვლად არამოვი ბარაკ ობამამ და რის გამო მოხვდა მას ყბაში შვარცენეგერისგან

ვლად არამოვი ქართველმა მაყურებელმა „იუმორინას” კონცერტებიდან გაიცნო და შეიყვარა. ის რომ უდავოდ ნიჭიერია, კარგადაც მღერის და ცნობილი სახეების პაროდიებსაც უბადლოდ ასრულებს, ამაში ვერავინ შემედავება.  დიდი ხანია, ვლადი საქართველოში აღარ გამოჩენილა. ჭორიც აგორდა, თითქოს მან, 31 წლის ასაკში, განაწყენებულმა დატოვა საქართველო და ამერიკაში ამის გამო წავიდა. სინამდვილეში კი ის თავის ცოლ-შვილთან ჩავიდა ბრუკლინში, იქ დაიწყო კარიერაში ახალი ნაბიჯების გადადგმა და, როგორც თავად ამბობს, აკლიმატიზაციაც გადასარევად გაიარა. 

 

ვლად არამოვი: ამერიკაში ამ წლის იანვარში ჩამოვედი. აქ ჩემი ცოლ-შვილი ცხოვრობს. მართალია, მე მანდ ვმუშაობდი, ხალხსაც ვუყვარდი და დიდი სანაცნობო-სამეგობრო წრეც მყავს, მაგრამ, ოჯახის გარეშე ძალიან მიჭირდა. ჰოდა, დავიხურე ქუდი და ამერიკის მიწაზე დავდგი ფეხი. ვფიქრობდი, უცხო მხარეში როგორ უნდა ვიცხოვრო-მეთქი, მაგრამ, ახლა ვხვდები, რომ ოჯახთან ყოფნას არაფერი ჯობია და, თუ კაცს გონება გიჭრის, ცოტა ნიჭიერი ხარ და იღბალიც გწყალობს, ყველგან იპოვი შენს საქმეს.

– ამერიკელები ცოტა ცივი ბუნების ხალხია. მათთან ურთიერთობა არ გიჭირს?

– არ დაგიმალავთ, თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ, ნელ-ნელა დავძლიე ეს გაჭირვება და დავიჭირე აქაური ცხოვრების სტილი და მუღამი.  ახლა ვეღარც კი ვგრძნობ, რომ სადღაც, უცხო მხარეში ვარ და ეს ის ქვეყანა არაა, სადაც მცნობენ, ვუყვარვარ და მაფასებენ. მაგრამ, საქართველოში სულ სხვა სიყვარული და ურთიერთობა იციან – ეს ფაქტია. ნაღდი ამერიკელები მართლაც ცივი ბუნების ხალხია და გარემოს შეგუებასთან ერთად, აქ ჩამოსულმა, მათთან ურთიერთობაც უნდა ისწავლო. ბრუკლინში, სადაც მე ვცხოვრობ, იმდენი ადამიანია ჩამოსული ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, რომ ენის პრობლემაც არ გექმნება: არ იცის ქართული? დაელაპარაკე რუსულად. არ იცის რუსული? დაელაპარაკე სომხურად. რა პრობლემაა (იცინის).

– ესე იგი, საქართველოში შენი შესაძლებლობები ამოწურე და ახლა ამერიკის დაპყრობას გეგმავ?

– (იცინის) ეს ხმამაღალი ნათქვამია. დაპყრობას არა, მაგრამ, ჩემი საქმის კეთებას ვახერხებ. მე შოუმენი, მომღერალი და პაროდისტი ვარ, ეს კი ყველა ქვეყანაში დამეხმარება, რომ ჩემი სათქმელი ხან სიმღერით და ხან პაროდიით ვთქვა.

– ინგლისური ენა თუ საფუძვლიანად არ იცი, ამერიკაში რამის მიღწევა ცოტა არ იყოს, რთულია. შენ თუ იცი ეს ენა?

– მართალია, ამერიკაში რაღაცას რომ  მიაღწიო, ენა უნდა იცოდე კარგად. ყოველ შემთხვევაში, ქართულზე კარგად (იცინის). მეც ნელ-ნელა ვამუღამებ. ხომ იცით, პრაქტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მხრივ. სხვადასხვა ტიპის კორპორატიულ საღამოებში ვმონაწილეობ და სხვადასხვა მაყურებლის წინაშე მიწევს გამოსვლა. ძირითადად კი ებრაელები არიან ჩემი მსმენელები. აქ ძალიან ბევრი ებრაელი ცხოვრობს და იციან ხელოვნების ფასიც და ნიჭიერი ადამიანების დაფასებაც. თუმცა, ქართველების წინაშეც ხშირად გამოვდივარ და მათ სიყვარულსა და სითბოს ისე ვგრძნობ, როგორც საქართველოში ვგრძნობდი. 

– საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას აღარ გეგმავ?

– ჯერ არ ვიცი. ოჯახში არ გვაქვს გადაწყვეტილი, საბოლოოდ სად გვინდა ცხოვრება – ამერიკაში თუ საქართველოში. ჩამოვყალიბდებით და... რა თქმა უნდა, მე ჩემს სამშობლოში მირჩევნია ყოფნა, მაგრამ, ადამიანი იქ უნდა იყო, სადაც შენი ოჯახი მშვიდად ცხოვრობს. მათი მონატრებით დავიღალე და ახლა ერთიანად ვივსებ და ვინაზღაურებ ამას მათთან ურთიერთობით. ჩემი ცოლი, ილონა, აქ თავისი სპეციალობით მუშაობს – ერთ-ერთ სალონში სტილისტია, მეც ჩემი საქმით ვარ დაკავებული და, ასე რომ, გაგვიმართლა ამ მხრივ. ისე, გამოგიტყდებით და, მე რომ მარტო ჩემს თავზე ვფიქრობდე, ერთ დღესაც არ დავრჩებოდი ამერიკაში. საქართველოში ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი სიყვარულს, სითბოს, დაფასებას, თანაც, სრულიად უცნობი ადამიანებისგან, აქ კი ამის მისაღწევად ჯერ შორი გზაა. კოლეგებთან და ფილარმონიის დიდ სცენასთან განშორება ძალიან მიჭირს. თუმცა, თუ ბატონი ჯემალ ბაღაშვილი „იუმორინაში” ისევ დამიძახებს, სიამოვნებით გადმოვფრინდები ამერიკიდან და  პირდაპირ ფილარმონიის სცენაზე დავფრინდები (იცინის). ამერიკის ხუთი შტატი უკვე მოვიარე ჩემი კონცერტებით. პატარა ანსამბლი შევქმენი და დავდივართ ასე მთელ ამერიკაში. ხან არიზონაში ვართ, ხან ოჰაიოში და, ხანაც – კანადაში. ხშირად კერძო კორპორატიულ საღამოებზე გამოვდივართ, ხან კლუბებში, ხან რესტორნებში, ქორწილებში, იუბილეებზე და ასე შემდეგ. ფაქტია, ჩვენზე მოთხოვნაა. ჩემი პლუსია, რომ ნებისმიერ ენაზე სიმღერას ადვილად ვითვისებ და ამიტომ არ მიჭირს მსმენელის აყოლიება. 

– იმიჯიც საკმაოდ შეცვლილი გაქვს – ამერიკულ სტილში ზიხარ.

– იმიჯი კი არ შევიცვალე, დავბერდი და დავსერიოზულდი და ეს სერიოზულობა მშვენის (იცინის). თუმცა, არის სიტუაცია, სადაც იუმორით უფრო შორს წახვალ, ვიდრე სერიოზულობით.  

– ესე იგი, საქართველოში იუმორით წაიწიე წინ, ამერიკაში კი სერიოზულობით აპირებ პუბლიკის მოპოვებას?

– არა, მთლად ასეც არ არის საქმე. ხანდახან იუმორიც კი მშველის აქ (იცინის), ამის გარეშე არც შემიძლია. ნელ-ნელა ვეწერები ამერიკელი მუსიკოსების სიაში და, ვნახოთ, იქნებ, ჩემი გამოსახულებაც დადგან ასი წლის მერე ცვილის ფიგურების მუზეუმში (იცინის). აქ ბევრი ქართველი ცხოვრობს. რამდენიმე ოჯახი გავიცანი და მათთან მაქვს კარგი ურთიერთობა. მართალია, ისეთი დაკავებულები ვართ, რომ დრო, ფაქტობრივად, არ გვრჩება შეხვედრებისთვის, მაგრამ, გართობისთვის და ქეიფისთვის მაინც ვიცლით და ხინკლისა და ხაჭაპურის საჭმელად ქართულ რესტორანში დავდივართ. ერთი დასკვნა გამოვიტანე: თავისუფალ ქვეყანაში რომ ცხოვრობ ადამიანი, ყველაფერი გიადვილდება. 

– როგორც მივხვდი, შენი ამერიკული ოცნება აგიხდა, არა?

– ამერიკული ოცნება რომ აიხდინო, ამისთვის ძალიან იღბლიანი,  ძალიან ნიჭიერი უნდა იყო და, თან – გიმართლებდეს. თუ ეს ყველაფერი ერთად გაქვს, ხომ კარგი, თუ არადა, უნდა იყო ბედის ანაბარა, სხვა რა გზაა. ჩემს შემთხვევაში ნიჭი და იღბალი მშველის. ამას თუ ერთ მილიონ დოლარსაც დავამატებ, სულ „ჩავიხატები”, ამერიკული ოცნებაც ამიხდება და არამოვულიც (იცინის). სიმართლე გითხრათ, ამერიკამ დიდად ვერ შემცვალა, მაგრამ, აქ ცხოვრების  ისეთი სწრაფი რიტმია, ფხიზლად თუ არ იქნები დროს ჩამორჩები, დაიღუპები.

– გავიგე, შვარცენეგერმა ისეთი მოარტყა ვლად არამოვს ყბაში, დღესაც სტკივაო. რა დაუშავე ასეთი?

– (იცინის) ჰო, ეს სურათი ერთ-ერთ საიტზე დავდე და, უნდა გენახათ, რამდენმა მომწერა – ცოცხალი ხარო? მოკლედ, მანჰეტენზე ვიდექი და შვარცენეგერის პაროდიას ვაკეთებდი. ეტყობა, არ მოეწონა, ან, თბილისური იუმორი ვერ აღიქვა და, ისეთი მომდო ყბაში, დღესაც მიჭირს ლაპარაკი. ეს ხუმრობით, თორემ, მის ასეთ სურათთან, ვითომ ყბაში „მგლიჯა”, ჩემი სურვილით გადავიღე ფოტო. ბოლოს და ბოლოს, მისი მუშტის გემოც ხომ უნდა გამეგო ამერიკაში ჩამოსულს (იცინის)?!

– რესტორან „ფიროსმანში” რომ გადარიე ამერიკელი ხალხი და ქართულ ჰანგებზე აცეკვე, ესეც ხუმრობა იყო?

– ეს საიდანღა გაიგეთ? მოკლედ, აგენტები აქაც არ მანებებენ თავს (იცინის). ამას წინათ საქეიფოდ წავედით „ფიროსმანში”. ცოტა რომ მოვსვი, ავვარდი სცენაზე და დავიწყე ქართულად სიმღერა. წამოხტნენ და ისე იცეკვეს, გადავირიე. რომ დავიწყე „ქართველებს დასცინიან...”, „გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქოთი” დავასრულე გამოსვლა. ავიყოლიე ხალხი და ძალიან ბევრი იცეკვეს და იმხიარულეს. 

– ესე იგი, ღვინო, დუდუკი და ქალები ამერიკაშიც „მოსულა“?

– ღვინო და დუდუკი – კი, მაგრამ, ქალები – არა (იცინის). რა გინდათ ახლა, ქალებზე ვილაპარაკო და ცოლმა გამიგოს? ჩემთვის ერთი ქალი არსებობს ამერიკაშიც, საქართველოშიც და მთელი დედამიწის ზურგზეც – ჩემი ცოლი. პირველად რომ ჩამოვედი, რესტორან „თამადაში” ვიყავი, ვალენტინობა დღე იყო. რესტორნის დირექციამ რადიოთი გამოსვლა შემომთავაზა – ეს შენი რეკლამაც იქნება და ჩვენიცო. ჰოდა, იქიდან კი, პირდაპირ რადიოს პირდაპირ ეთერში მოვხვდი ჩემი კონცერტით. რადიო „დავიდსონი” ძალიან განთქმულია მთელ ბრუკლინში და ბევრი მსმენელი ჰყავს. ჩემი სიმღერაც პირველად ამ რადიოთი მოისმინეს ამერიკელებმა, პირდაპირ ეთერში. არ იცით? ობამამაც მიმიწვია თეთრ სახლში, ისეთი პოპულარული გავხდი.

– ეგ არ ვიცი. აბა, მომიყევი!

– თურმე, გოგოს ქორწილი აქვს და რჩევა მკითხა – თეთრი სახლის აივანზე რამდენი კაცი დაეტევა, აბა, მოდი ერთი, კაცურად მირჩიეო. 250-კაციან ქორწილს აპირებს და ორგანიზატორობა მანდო, მაშ! ასე რომ, ამერიკის პრეზიდენტის ქალიშვილის ქორწილშიც გამოვკარი ხელი ქეიფსა და დროსტარებას (იცინის). 

– ვლად, შვილი თუ დაგემსგავსა და თუ ეხერხება ცეკვა-თამაში და პაროდია?

– ძალიან მგავს ფიზიკურად და ისეთი ნიჭიერია, საბავშვო ბაღში „პატარა ჯეკსონს“ ეძახიან, ისე მაგრად აკეთებს მის პაროდიას. სიმღერით ჯერ ვერ მღერის გამართულად, მაგრამ, ნებისმიერ ცეკვას ცეკვავს და ნებისმიერი მომღერლის ცეკვა-სიმღერის პაროდიას აკეთებს.

– როგორც მივხვდი, ამერიკას მამა თუ არა შვილი მაინც „დაიპყრობს”?

– აბა რა! მაგის იმედზე ვართ მთელი თბილისის სომხები (იცინის). ნიკა ჯერ 4 წლისაა და უკვე მჯობნის კიდეც. ასე რომ, მამა-შვილი აქტიურად ჩავჯექით ამერიკული ცხოვრების ტემპში და წინ ნელ-ნელა მივიწევთ. მომავალი კი გვიჩვენებს, რა იქნება.

 

 

скачать dle 11.3