კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

 

კითხვა: შემოაქვთ თუ არა საქართველოში დეკორატიულ მცენარეთა თესლი ჰოლანდიიდან ან სხვა ქვეყნებიდან და სად შეიძლება შემოგვთავაზოთ ყვავილების ფართო არჩევანი თბილისში? ასევე, მაინტერესებს, ამ თესლების რეალიზაცია სეზონურია თუ წლის ნებისმიერ დროს შეიძლება მათი შეძენა?

პასუხი: რა თქმა უნდა, საქართველოშიც შემოაქვთ დეკორატიულ მცენარეთა თესლი. ჰოლანდიურ მაღაზიებში შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნებისმიერი მცენარისა და ყვავილის თესლი. რაც შეეხება დროს, სასურველია, თუ თესლს ადრიან გაზაფხულზე შეიძენთ.

კითხვა: ჩემს პატარძალას შეესია ჭია და ჭამს ფოთოლს. რით დავეხმარო?

პასუხი: მეტრო „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს სპეციალური მაღაზიები, სადაც შეგიძლიათ, შეიძინოთ ნებისმიერი შხამქიმიკატი. იქ კონსულტაციასაც გაგიწევენ კონკრეტულ წამალთან დაკავშირებით და შესაბამისად უმკურნალებთ მცენარეს.

კითხვა: როგორ გავახარო „მაიმუნის ყურები“?

პასუხი: ამ მცენარის სახელწოდება არის კატალპა, რომელიც მოგრძო ლებანს იკეთებს და მასში მოთავსებულია თესლი. ამ თესლის აღება შეგიძლიათ საქართველოშიც, კერძოდ, თბილისის ბაღებში. მისი თესლის ჩათესვის შემდეგ თქვენ სრულყოფილ მცენარეს მიიღებთ.

კითხვა: როგორ მოვუარო ზამიოკულკასს?

პასუხი: ეს იოლად გასაზრდელი მცენარეა და არც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. დროდადრო სიმშრალესაც იტანს, მაგრამ, შეიძლება, ფოთლები დასცვივდეს. თუმცა, თუ ჩამოვარდნილ ფოთოლს ტენიან მიწაზე დადებთ, დაფესვიანდება და ორ წელიწადში ახალი მცენარე გექნებათ.

კითხვა: რა სიხშირით მოვრწყა საგოვანა?

პასუხი: ოთახის ნორმალურ ტემპერატურაზე ყოფნისას ამ მცენარის მიწა ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ, არა წყლით გაჟღენთილი. ზამთარში, ტემპერატურის დაცემისას, შედარებით იშვიათად მორწყეთ, გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე კი ორ კვირაში ერთხელ მიაწოდეთ ბალანსირებული თხევადი სასუქი. საგოვანა უძლებს დაბალ ტემპერატურას, არარეგულარულ მორწყვასა და მშრალ ჰაერს, მაგრამ სითბო, რეგულარული მორწყვა, განოყიერება და სინათლე მცენარეს ახალ ფოთლებსა და სიჯანსაღეს შეჰმატებს. ზომიერ კლიმატში შეგიძლიათ ზაფხულობით გარეთ გადგათ.

 

скачать dle 11.3