კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რაოდენობის წყალი უნდა დალიოს ძაღლმა წელიწადის ამ დროს და რატომ უნდა დავარცხნოთ ის ყოველდღიურად ჯაგრისით

თუ ძაღლი გყავთ და გსურთ, ის სრულყოფილი გაიზარდოს, წელიწადის ოთხივე დროს უნდა დაიცვათ საჭირო ნორმები. რაც შეეხება შემოდგომის მეორე ნახევარს, ანუ მის მიწურულს. როგორ უნდა მოუაროთ ამ პერიოდში ძაღლს ყოველდღიურად და რა ნორმები უნდა დაიცვათ, ამის შესახებ ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი ზაქრო ბაჯიაშვილი გესაუბრებათ.

 

ზაქრო ბაჯიაშვილი: ძაღლის ვიზუალური მხარე, პირველ ყოვლისა, დამოკიდებულია მისი ბეწვის საფარველის მდგომარეობაზე. ბეწვის ხარისხზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს სწორი კვება, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია. ძაღლის ყოველდღიურ მოვლას პატრონის მხრიდან, დღეში მინიმუმ 10-15 წუთი მაინც უნდა დაეთმოს. ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. თუ თქვენ არ დაიზარებთ და სწორედ ასე მოიქცევით, შედეგს აუცილებლად მიიღებთ – თქვენი ძაღლი იქნება სუფთა, არ აუვა უსიამოვნო სუნი და ექნება მბრწყინავი და სწორი ბეწვი. 

– რა უნდა მოიმარაგოს პატრონმა ამისთვის? ანუ, ძირითადად, გამოუცდელ ადამიანებს ვგულისხმობ, რომლებმაც ცოტა რამ იციან ამის შესახებ.

– ძაღლის მოვლისთვის პატრონს დასჭირდება: ცხენის ძუის ჯაგრისი, სპეციალური სავარცხელი და მრგვალბოლოებიანი მაკრატელი. მკვდარი თმის მოსაშორებლად ძაღლი ყოველდღიურად ჯაგრისით უნდა დავარცხნოთ. ამის შემდეგ კი, ჯაგრისი აუცილებლად უნდა გაირეცხოს, რათა მასზე მკვდარი თმა არ შერჩეს. კვირაში 2-3-ჯერ კი უვარცხნით კუდს, თათებსა და ყურებს. თუ თქვენს ძაღლს ნატურალური საკვებით კვებავთ, მაშინ ყოველი ჭამის შემდეგ ყურები ან უნდა დაბანოთ, ან სველი პირსახოცით გაუწმინდოთ, რათა მას თმაზე საჭმლის ნარჩენები არ შერჩეს. ასევე, გახსოვდეთ, რომ ძაღლს ყოველდღიურად უნდა დაუთვალიეროთ ყურები და, საჭიროების შემთხვევაში, ნიჟარა ამოუწმინდოთ, რისთვისაც სველი ხელსახოციც საკმარისი იქნება. კვირაში 2-3-ჯერ აუცილებელია ჩაის ნახარშით გაუწმინდოთ თვალები, ხოლო თვეში 2-3-ჯერ თითებს შორის უნდა შეკრიჭოთ ბეწვი, რათა მას ნაკლებად დაუგროვდეს ამ ადგილებში ჭუჭყი. 

– რა სიხშირით უნდა დავაჭრათ ძაღლს ბრჭყალები?

– ძაღლს ბრჭყალები თვეში ერთხელ უნდა დააჭრათ, მით უმეტეს, თუ ის გარეთ დიდ დროს არ ატარებს.

– რაც შეეხება ბანაობას? უკვე საკმაოდ აცივდა და ეს საკითხი ლეკვის პატრონებს დააინტერესებთ.

– 8-9 თვემდე ლეკვის ბანაობა შემოდგომის მიწურულსა და ზამთრის პერიოდში რეკომენდებული არ არის. საკმარისია სეირნობის შემდეგ, მოვბანოთ მას თათები. თუ თქვენ მაინც გადაწყვიტეთ ლეკვის ბანაობა, ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ, რომ არ გაგიცივდეთ. რაც შეეხება სპეციალური შამპუნის მოხმარებას, ის არაუმეტეს თვეში ერთხელ უნდა გამოიყენოთ. 

– თუ შეიძლება, ისიც გვითხარით, რა გართულებები ახლავს თან დროის ამ მონაკვეთს? ანუ, ტემპერატურის ვარდნასთან ერთად, ცხოველის ჯანმრთელობას რა შეიძლება, დაემუქროს?

– ტემპერატურის ვარდნისთანავე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ცხოველის გაციებაა. ამიტომ, ძაღლის ჯანმრთელობა პატრონისგან წელიწადის ამ დროს განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. გაციებისთანავე ცხოველი იწყებს კანკალს, იქექავს კიდურებს და უთბება ცხვირი. ისევე, როგორც წელიწადის სხვა დროს, ამ პერიოდშიც აუცილებელია ძაღლის ჰაერზე გასეირნება.

– რამდენია ძაღლის ნორმალური ტემპერატურა?

– ძაღლისთვის ტემპერატურა 39 გრადუსამდე ნორმალურია.

– როგორ უნდა დავიცვათ ძაღლი გაციებისგან?

– რეკომენდებულია, რომ ცივ ამინდში გასეირნებისას ძაღლს სპეციალური ტანსაცმელი ჩავაცვათ და ისე გავიყვანოთ გარეთ. თუ სახლში ორი ან რამდენიმე ძაღლი გყავთ, მათგან კი ერთ-ერთი გაცივდა, აუცილებელია, დანარჩენების ჯანმრთელობა დაიცვათ და სიცხიანი ძაღლის იზოლაცია მოახდინოთ. ამასთან, ის აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ვეტერინართან, რომელიც შესაბამის მკურნალობას დაუნიშნავს. 

– ცნობილია, რომ ცხელ ამინდში ძაღლი წყლის გაცილებით მეტ რაოდენობას სვამს. რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოს მან წელიწადის ამ დროს?

– ძაღლს აუცილებლად ოთახის ტემპერატურის წყალი უნდა დაალევინოთ. ხოლო თუ ეზოს პირობებში ამყოფებთ, მაშინ მას წყალი ხშირ-ხშირად უნდა გამოუცვალოთ. რაც შეეხება რაოდენობას, ძაღლი იმაზე მეტს არ დალევს, რაც ესაჭიროება. ამიტომ, თქვენ მხოლოდ იმას შეეცადეთ, წყალი ოთახის ტემპერატურის იყოს და საჭირო დროს გამოუცვალოთ ის.

 

скачать dle 11.3