კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

 

კითხვა: მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ძაღლს ის მედიკამენტები მოვახმაროთ, რომელსაც თავად ვიყენებთ? ანუ, მხედველობაში მაქვს სიცხის დამწევი საშუალება, ტკივილგამაყუჩებელი და ასე შემდეგ. 

პასუხი: ვეტერინარი ექიმის დანიშნულების გარეშე ძაღლისთვის წამლების მიცემა დაუშვებელია. უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი პრეპარატის მოქმედება, რომელიც თავისუფლად შეიძლება გამოვიყენოთ ადამიანებმა, ძალიან ცუდად აისახება ძაღლის ორგანიზმზე. რაც შეეხება დოზირებას, უნდა ვიცოდეთ, რომ ცხოველებისთვის ის განსხვავებულია ადამიანის წამლის დოზისგან და, გარკვეულ შემთხვევაში, გაცილებით დიდია, ხშირად კი დაახლოებით ბავშვების დოზას უახლოვდება. თვითნებური მკურნალობა ოჯახის პირობებში ძალიან საშიშია. დროის დაკარგვასთან ერთად, შეიძლება, ავადმყოფი ცხოველის მდგომარეობაც დავამძიმოთ.

კითხვა: ბეწვის ცვენასთან თუ აქვს რაიმე კავშირი ცხოველის ბანაობის სიხშირეს? თავიდან მეგონა, „ლინკის” პერიოდის გამო ხდებოდა ეს, მაგრამ, საკმაოდ გაგრძელდა.

პასუხი: უმჯობესია, თქვენი ცხოველი ვეტერინარს უჩვენოთ. არ არის გამორიცხული, ეს მართლაც „ლინკის” პერიოდის გახანგრძლივებული ფორმა იყოს, თუმცა, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა სიხშირითა და რა საშუალებებით  აბანავებთ ძაღლს, რითი გაწმენდთ და ვარცხნით. დღევანდელ პირობებში არსებობს ბეწვის მოვლის და დამუშავების ძალიან ბევრი საშუალება, მაგრამ, ამ საშუალებებიდან უნდა შეირჩეს ისეთები, რომლებიც ხარისხიანია და არ გამოიწვევს ალერგიულ რეაქციებს, კანის გამოშრობასა და ბეწვის დაზიანებას. კიდევ ერთხელ გირჩევთ, უჩვენეთ თქვენი ძაღლი სპეციალისტს.

კითხვა: რისი მანიშნებელია, როცა ცხოველს არასასიამოვნო სუნი ასდის? დაუბანლობა გამორიცხულია, რადგან ჩვენ მის სისუფთავეზე ძალიან ვზრუნავთ. მას საკუთარი ჯაგრისიც კი აქვს.

პასუხი: არასასიამოვნო სუნი, ძირითადად, მიუთითებს რაიმე დააავადებაზე. განსაკუთრებით შემაწუხებელია და არასასიამოვნოა სუნი იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი იმყოფება ოთახის პირობებში, ჩვენ გვერდით. თქვენი ოთხფეხა მეგობრის არასასიამოვნო სუნი შეიძლება გამოწვეული იყოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქრონიკული დაავადებებით, ისევე, როგორც პარაზიტული დაავადებებით. თუ პირის ღრუს გარდა ტანზეც უდის არასასიამოვნო სუნი, მაშინ, შესაძლოა, ეს მოდიოდეს გარეთა სასმენი მილის ანთებითი პროცესების – ოტიტის დროს; იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ცხოველს ნაკლებად აწუხებს. ამის კიდევ არაერთი მიზეზი არსებობს. ამიტომ დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს. ის აუცილებლად დაგეხმარებათ.

 

 

скачать dle 11.3