კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

 

კითხვა: აქამდე არასდროს მქონია ეს პრობლემა, მაგრამ, წლევანდელი ზაფხულის შემდეგ თმის ბოლოები გამეყო, ანუ, ეგრეთ წოდებული „ბოლოჭამიები“ გამიჩნდა. რას მირჩევთ?

პასუხი: „ბოლოჭამიების“ გაჩენა, უმრავლეს შემთხვევაში, შემოდგომის სეზონზე ხდება. გაყოფილი ბოლოები ნიშნავს, რომ თმის ის ნაწილი უკვე მკვდარია და ვეღარ აღადგენთ, ამიტომ, უნდა მოიჭრათ (არა მთლიანად თმა, არამედ მხოლოდ გაყოფილი ნაწილები). იმისთვის კი, ეს რომ აღარ განმეორდეს, თმა უნდა დაიბანოთ სპეციალური შამპუნით, გამოიყენოთ ამ დანიშნულების მქონე ბალზამი და კვირაში ორჯერ გაიკეთოთ თმის ნიღაბი კვერცხის გულის, აბუსალათინის ზეთისა და ზეთოვანი ვიტამინების შემადგენლობით. ასევე, მოერიდეთ თმის ფენით გაშრობას.

კითხვა: სახეზე გამიჩნდა წვრილი ნაოჭები. მეშინია, არ გაღრმავდეს. როგორ მოვიქცე?

პასუხი: თუ თქვენი ნაოჭები გამოწვეულია კანის სიმშრალით, ინტენსიურად უნდა გამოიყენოთ დამატენიანებელი კრემები; ხოლო, თუ ამისი მიზეზი ასაკია, შეიძინეთ დღისა და ღამის კრემები, რომელთა შემადგენლობაში იქნება ვიტამინი A და კოენზიმი Q10.

კითხვა: ბოლო რამდენიმე თვეა, ხშირად მაწუხებს თავის კანის ქავილი. როგორ მოვიგვარო ეს პრობლემა?

პასუხი: პირველ ყოვლისა, უნდა დაადგინოთ მიზეზი. თუ პრაქტიკულად ჯანმრთელი ხართ და არც ნევროზი გაწუხებთ, თავის კანის ქავილი, შესაძლოა, გამოიწვიოს: არაბალანსირებულმა კვებამ, ვიტამინების ნაკლებობამ, აგრესიულმა შამპუნებმა, ფენის ხშირად გამოყენებამ, ქერტლმა, ან, სულაც, გარემო გამღიზიანებლებმა, როგორიცაა: ძლიერი სიცხე, ან, პირიქით, ძლიერი სიცივე, ალერგია მცენარეებზე, მანქანების გამონაბოლქვი და სხვა. ამიტომ, შეეცადეთ, ამ ყველაფრისგან თავი დაიზღვიოთ. გარდა ამისა, თავი დაიბანეთ მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი რბილი შამპუნით, ან, სულაც, ბალახების ნახარშითა და კვერცხის გულით. კარგი შედეგი გექნებათ, თუ თავს გადადუღებული წყლით დაიბანთ, ბოლოს კი გადაივლებთ კალიუმპერმანგანატის („მარგანცოვკის“) ძალიან სუსტ ხსნარს.

კითხვა: როგორ გავიკეთო იდეალური მანიკიური ლაკის გარეშე? ნებისმიერი ლაკი ფრჩხილებს მიყვითლებს და მიქერცლავს.

პასუხი: ძალიან ფრთხილად მოიჭერით ნუნები მჭრელი მაკრატლით. სამსიბრტყიანი ქლიბით გაიქლიბეთ ფრჩხილები (ასეთ ქლიბებს ყველა მხარეს აწერია ნომერი, რომელიც მიუთითებს, როგორი თანმიმდევრობით უნდა გამოიყენოთ ის). შემდეგ დაიბანეთ საპნითა და თბილი წყლით. კარგად გაიმშრალეთ, თითოეულ ფრჩხილზე დაიწვეთეთ 1 წვეთი ზეითუნის ზეთი და შალის ნაჭრით კარგად გაიპრიალეთ. იდეალური მანიკიური გარანტირებული გექნებათ.

 

 

скачать dle 11.3