კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაიბრუნე ძველი

 

შეიძლება, თუ არა, ძველი ურთიერთობის დაბრუნება?! – ადამიანების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან, მაგრამ ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება ძველი სიყვარულის, ნდობის, სიახლოვის აღდგენა-რესტავრაცია. მაგრამ თუ ხვდები, რომ შანსი არსებობს, თუ გრძნობ, ეს ურთიერთობა შენთვის ძვირფასია, ცდად ღირს.

ბუნებრივია, ნანგრევების შეკოწიწება შესაძლოა მტკივნეულიც აღმოჩნდეს, სირთულეზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მაგრამ მთავარია, ამ ურთიერთობაში არ იყოს ისეთი პრობლემები, რომლებიც ვერც ამჯერად გადაიჭრება და ისევ გააქტიურდება. გაიხსენეთ, რას გაექეცით მაშინ. რა იყო ის, რამაც ურთიერთობის დამთავრება გაიძულათ. არიან წყვილები, სკანდალებით შორდებიან ერთმანეთს, მაგრამ შემდეგ რიგდებიან და სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერად ცხოვრობენ.

რისი არ უნდა დაიჯერო?! – უფრო სწორად, ვისი... ადამიანის, რომელმაც ერთხელ კი არა, რადენჯერმე მოგატყუათ. ერთ შანსს აძლევენ ყველას, მაგრამ იმ „ყველამ” ეს უნდა დაინახოს და დააფასოს.

ნუ შეეცდებით ეძებოთ გამართლება იმის, რასაც თავადაც იცით, რომ გამართლება არ აქვს.

დაფიქრდით კარგად. ხომ არ გაიძულებთ სიახლის შიში ამ ურთიერთობის დაბრუნებას. თუ მიზეზი მხოლოდ ეს არის, მაშინ შეცდომას უშვებთ. ხშირად სირაქლემას პოზაში ყოფნა გვირჩევნია რეალობისთვის თვალის გასწორებას. არასოდეს მოიტყუოთ თავი და თუ დარწმუნდებით, რომ შანსი თქვენც გაქვთ, თამამად შეუდექით „ნანგრევების” შეგროვებას.

 

скачать dle 11.3