კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თავი არ დაკარგო!

 

ადამიანების უმრავლესობას ფსიქიკური პრობლემები აქვს და ბევრი ვერც აცნობიერებს ამას. ემოციების ტყვეობაშია და სიტუაციას ვეღარ მართავს.

ჯანსაღ აზროვნებას შინაგანი თავისუფლება სჭირდება. ქალები გაცილებით ემოციურები არიან. ამიტომ, უფრო ხშირად დგებიან „თავის დაკარგვის” საფრთხის წინაშე. ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. სტრესი ჩვენი ყოველდღიურობის თანამგზავრია, მაგრამ მას გამადიდებელი შუშით არ უნდა შეხედო. შეიძლება თუ არა, „დაუმეგობრდე” სტრესს? – ნუ გეღიმებათ, შეიძლება და ეს რეალობაა, თქვენი პირველი დამხმარე, საკუთარი შესაძლებლობების, უნარების სწორად და ადეკვატურად შეფასებაა. უნდა შეგეძლოთ გონებით, პრაგმატულად გადაიტანოთ წარუმატებლობები. როცა ამას შეეჩვევით, სწორ გადაწყვეტილებებსაც მიიღებთ. დადებითი ემოციები მეორე კოზირია. მათ შეუძლიათ ადამიანის ტვინს გამოამუშავებინონ ენდორფინები. სწორედ ენდორფინები ბადებს სიხარულს, კმაყოფილებასა და სულიერ სიჯანსაღეს უზრუნველყოფს.

სტრესი ტრაგედია არ არის. ყოველთვის ვერ გაგიმართლებთ. მარცხიც ყველა მოკვდავის ხვედრია. ადამიანებთან ურთიერთობა არაჩვეულებრივი საშუალებაა და ძალიან სასიამოვნო აუცილებლობა ჩვენი თვითდამკვიდრებისთვის. როცა ახლობელს პრობლემა აქვს და თქვენ მის გადაწყვეტაში ეხმარებით, ეს დიდი სიამოვნების და კმაყოფილების მომტანია. გახსენით გული მეგობრებისთვის და ისინიც გიწილადებენ თავის პოზიტიურ ემოციებს.

გამოიძინეთ – ეს ის ელექსირია, რომელიც ახალი დღის ახლებურად აღქმაში დაგეხმარებათ. ნებისმიერი პრობლემა დილით სხვანაირად ჩანს. მისი მასშტაბები თვალშისაცემად მცირდება და ამიტომ, არ არის საჭირო ღამე ნერვები ბოლომდე „დაიგლიჯოთ.” უბრალოდ, დაწექით და გამოიძინეთ. დალიეთ ყვავილების ჩაი, მიირთვით საყვარელი ნამცხვარი და უთხარით საკუთარ თავს, რომ ხვალ ყველაფერი სხვანაირად იქნება. ნერვიულობაში გათენებული ღამე, დილასაც „გაგიფუჭებთ” და თქვენი პრობლემის მოგვარებასაც დიდი ხნით გადაწევს უკან.

სეირნობაც სტრესის მოხსნის საშუალებაა. მით უმეტეს, თუ ამით სიამოვნებას იღებთ. გამონახეთ დრო და გაისეირნეთ. ცხოვრება მაინც მშვენიერია და თქვენ ამას აუცილებლად აღმოაჩენთ.

 

скачать dle 11.3