კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაციების დროს დააკვირდით შარდის ფერს

 

თუ გაცივდით და სიცხემ აგიწიათ, არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ სიცხის დამწევი საშუალებებითა და წყლის პროცედურებით ტემპერატურის დაგდებას, რათა ორგანიზმს საკუთარი ძალებით ინფექციასთან ბრძოლაში ხელი არ შეუშალოთ. ნურც ანტიბიოტიკებს მიიღებთ. ამით თქვენ რეაბილიტაციის ანუ გამოჯანმრთელების პროცესს შეაჩერებთ.

ასევე, ამ დროს, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ალკოჰოლი, ნუ გაიკეთებთ სპირტიან კომპრესებს, მდოგვის საფენებს და ასე შემდეგ.

ადამიანის ორგანიზმი სიცხისგან ოფლის გამოყოფით იცავს თავს. აორთქლებული ოფლი აგრილებს და გადახურებისგან იცავს ორგანიზმს. ამიტომ, მაღალი სიცხის დროს ზედმეტად ნუ ჩაითბუნებით, რათა სხეულის ბუნებრივ გაგრილებას ხელი არ შეუშალოთ.

ოთახში, სადაც ავადმყოფია, ჰაერის ტემპერატურა 23-24 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. ინტენსიური ოფლიანობა სხეულის გაუწყლოებას იწვევს, განსაკუთრებით მოზარდებსა და მოხუცებში. ამასთან, სიცხესთან ერთად, ადამიანი ისეთ მინერალებსაც კარგავს, როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი...

გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად საჭიროა, ავადმყოფს დროდადრო სუფთა ან მინერალური წყალი დაალევინოთ. ასევე, კვებოთ ის კალიუმისა და კალციუმის შემცველი პროდუქტებით. კალიუმის საბადოა ავოკადო. გაუწყლოებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემაა თირკმელების გართულებული მუშაობა. ასეთ დროს ხშირად ვლინდება ცისტიტი.

თუ სიცხიან ადამიანს შარდი მუქი ყვითელი ფერის აქვს და მისი გამოყოფა შემცირებულია, ეს გაუწყლოების პირველი ნიშანია. თუ თირკმელებსა და შარდის ბუშტში საკმაო რაოდენობით შარდმა არ გაიარა, ის სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციისადმი მიდრეკილი ხდება.

 

скачать dle 11.3