კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოსტეოართრიტის დროს ხალხური რეცეპტი დაგეხმარებათ

 

 

მადეფორმირებელი ოსტეოართრიტი მძიმე დაავადებაა, რომელსაც დაზიანებული სახსრის აუტანელი ტკივილი სდევს თან. 

მკურნალობა ძირითადად ტკივილის გაყუჩებისას, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგების, წონის დაკლებისა და დაზიანებული სახსრის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

ხალხურ მედიცინაში არსებობს რეცეპტი, რომელიც მადეფორმირებელი ოსტეოართრიტის დროს გამოიყენება. კერძოდ: აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ნიახურის ძირების წვენი და თაფლი. ნარევი შეინახეთ მაცივარში. კარგად შეანჯღრიეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

მკურნალობის კურსი ერთ თვეს მოიცავს. ასევე, გაიმეორეთ კურსი ხშირ-ხშირად. ამ ნაყენს აქვს ტკივილგამაყუჩებელი თვისება და ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებას უწყობს ხელს.

ნიახურის ფესვი დიდი რაოდენობით შეიცავს ეთერზეთებს, სახამებელს, B1, B2, PP და C ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, ამინომჟავებს. აქვს ანტიალერგიული, ტკივილგამაყუჩებელი თვისება, ასტიმულირებს თირკმელების მუშაობას, აძლიერებს სასქესო ორგანოების სისხლმომარაგებას, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.

 

скачать dle 11.3