კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

 

კითხვა: ვარ 42 წლის მამაკაცი. კუჭის წყლულის გამო ვიღებ დილაობით ომეპრაზოლს. ბოლო ორი კვირაა, მაწუხებს ტკივილები კუჭის არეში და პერიოდულად შეკრულობა. რა შეიძლება იყოს ეს: წყლულოვანი დაავადების გამწვავება თუ პრეპარატის გვერდითი მოვლენა? 

პასუხი: დაუსწრებლად დასკვნების გაკეთება რთულია, მაგრამ, კუჭის არეში ტკივილი და შეკრულობა არის ომეპრაზოლის გვერდითი მოვლენების ჩამონათვალში. 

კითხვა: ბებიას ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდეგ პროფილაქტიკისთვის ფესტალი დაუნიშნეს. არის 74 წლის, აქვს პარკინსონის დაავადება და სისხლძარღვოვანი პრობლემები. მაინტერესებს, რა უკუჩვენებები აქვს ამ პრეპარატს და შეიძლება თუ არა მისთვის ფესტალის  მიღება?

პასუხი: ფესტალის უკუჩვენებებს განეკუთვნება: მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტები, ნაწლავების გაუვალობა, ღვიძლის ფუნქციების დარღვევა. ზოგ შემთხვევაში ინდივიდუალურ აუტანლობასაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი. თუ ასეთ აუტანლობას შენიშნავთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

კითხვა: მამას კუჭის წყლული აქვს. პოლიკლინიკაში ომეპრაზოლი დაუნიშნეს. ეფექტურია თუ არა ეს პრეპარატი წყლულის დროს?

პასუხი: ომეპრაზოლი ინიშნება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს. ის აქვეითებს კუჭში მჟავის გამოყოფას და აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება. ეფექტურობის საკითხი ინდივიდუალურია. 

კითხვა: დიარეის გამო დამინიშნეს ხილაკ-ფორტე. როგორ უნდა მივიღო ეს პრეპარატი?

პასუხი:ასუ დიარეის პირველ დღეებში ინიშნება 40-60 წვეთი 3-ჯერ დღეში. აბები უნდა გახსნათ მცირე რაოდენობის წყალში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, შეგიძლიათ, დოზა შეამციროთ 2-ჯერ. დაუშვებელია  წამლის რძეში გახსნა.

კითხვა: ვარ 26 წლის, ვიმშობიარე 2,5 წლის წინ. ამჟამად ჩემი ექოსკოპიური დიაგნოზი ასეთია: ქრონიკული ენდომეტრიტის ნიშნები, კალცინატები ენდომეტრიუმში, ენდომეტრიუმის პოლიპოზი კითხვის ნიშნის ქვეშ. მირჩიეს გამოფხეკა და ანტიბიოტიკებით მკურნალობა. რა უნდა გავაკეთო უპირველეს ყოვლისა?

პასუხი: ექოსკოპიური დასკვნიდან აშკარაა ენდომეტრიტის დიაგნოზი. უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩატარდეს ანტიანთებითი მკურნალობა, შემდეგი მენსტრუაციის პირველ ფაზაში კი – საკონტროლო ექოსკოპია.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

 

 

скачать dle 11.3