კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისგან სჭირდება დაცვა ახალგაზრდა კოლკვიციას და როგორ ოთახშია სასურველი ეხმეას მოთავსება


მალე ზამთარი დადგება და ალბათ, ბევრ თქვენგანს აქვს სიცივეში მცენარეების გაყინვის შიში. მეც დავინტერესდი ამ ფაქტით და საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე დიზაინერ თენგიზ პაპავასთან გავარკვიე, თუ რომელი მცენარე უძლებს სიცივეს და ყინვას. თუ სწორედ ეს მცენარეები გაქვთ, ნუ შეუშინდებით დაბალ ტემპერატურას და თამამად შეხვდით ზამთარს თქვენს მცენარეებთან ერთად.



– ბატონო თენგიზ, როგორი მცენარეა კოლკვიცია და რას გვეტყვით მის შესახებ?

– კოლკვიცია ფოთოლმცვენი ბუჩქოვანი მცენარეა, რომელიც შეიძლება, ორ მეტრ სიმაღლემდეც გაიზარდოს. შემოდგომით, სწორედ ახლა, ერთ ბუჩქზე შეიძლება სხვადასხვა ფერის ფოთლები ესხას – ღია ყავისფერი, მუქი ყავისფერი ან წითელი.

– როგორი ყვავილი აქვს ამ მცენარეს და როდის ყვავის?

– მკვეთრი ვარდისფერი ყვავილები ზარისებრი ფორმისაა. სრული ყვავილობისას ბუჩქი მთლიანად იფარება ყვავილებით. ის ზაფხულში ყვავილობს და დაახლოებით, 25 დღეს გრძელდება. ამ მცენარის უნიკალურობა ისაა, რომ ნაყოფსაც ისხამს და სექტემბრის დასაწყისში მწიფდება.

– რას გვირჩევთ, სად გავახაროთ კოლკვიცია?

– შეგიძლიათ, ნებისმიერ ადგილას გაახაროთ. მხოლოდ უნდა გახსოვდეთ, რომ მცენარე საშუალო ასაკამდე, არც ისე ყინვაგამძლეა. ჩვეულებრივ, მას ეყინება ახლად ამოყრილი ყლორტები, მაგრამ თუ მცენარე უკვე ორი წლისაა, როგორი ძლიერი ყინვაც არ უნდა იყოს, კოლკვიციას ვერ გაანადგურებს. ყინვის გამო შეიძლება, იმ წელს ვეღარ იყვავილოს, მაგრამ ძალიან სწრაფად აღიდგენს თავის სტანდარტებს.

– ესე იგი შესაძლებელია, რომ თბილისის პირობებშიც გავზარდოთ?

– რა თქმა უნდა, აქ არც არის მოსალოდნელი ძლიერი ყინვა, მაგრამ თუ მცენარეს ცოტას მაინც გაზრდით, ის აუცილებლად გაუძლებს ასეთ ყინვასაც კი. კოლკვიცია ფასობს იმით, რომ ძალიან ლამაზია და ამავე დროს საკმაოდ გამძლეც. ეს მცენარე სინათლის მოყვარულია. იმისთვის, რომ ჯანმრთელი და ლამაზი გაიზარდოს, მას მსუბუქი ნიადაგი სჭირდება.

– როდის სჭირდება მცენარეს გასხვლა და რამდენ ხანში ერთხელ გავსხლათ?

– კოლკვიცია უნდა გაკრიჭოთ ივნის-ივლისში. ამ დროს უნდა მოაცილოთ შედარებით ძველი ყლორტები. თუ გსურთ, რომ მცენარე უფრო კომპაქტური გახდეს, მაშინ ხშირად უნდა გასხლათ.

– როგორ გავამრავლოთ ეს მცენარე?

– მცენარე მრავლდება თესლით, კალმით და ბუჩქის დაყოფით. ჩვეულებრივ, ის ითესება ახლა, შემოდგომით. თუ გაზაფხულზე დათესავთ, მაშინ სტრატიფიცირება სჭირდება 2-5 გრადუსზე ორი თვის განმავლობაში. კარგ შედეგს იძლევა დათესვის წინ კონცენტრატული მჟავით თესლის დამუშავება. მაის-ივნისში კი მცენარე წვერს ამოყოფს.

– როგორ მოვუაროთ ახლად დათესილ კოლკვიციას?

– მას აუცილებლად სჭირდება რეგულარული რწყვა. ახლად ამოსული მცენარე უნდა მოარიდოთ პირდაპირ მზის სხივებს. ვეგეტაციის დასრულებისას, კარგ პირობებში მოვლილი კოლკვიცია 20 სანტიმეტრი სიმაღლის უნდა იყოს.

– როდის შეიძლება ამ მცენარის გადარგვა?

– მომავალი წლისთვის მცენარე უნდა გადარგოთ, რათა ზრდა დაასრულოს. ჩასარგავი მასალის უფრო სწრაფი მიღებისთვის მიმართავენ ბუჩქის დაკალმებას. კალამი უნდა მოაჭრათ ივლისში ერთ ან ორ ამონაყარს შორის, თუმცა, კალმით დაფესვიანება ნაკლებად საიმედოა. ოპტიმალური ტემპერატურა კოლკვიციას დასაფესვიანებლად არის 25-30 გრადუსი. ეცადეთ, ამაზე მაღალ ტემპერატურაზე არ დადგათ ქოთანი, რადგან მცენარე ზრდას შეწყვეტს. შეგიძლიათ, მცენარე გაზაფხულამდე დატოვოთ სათბურში და შემდეგ გადარგოთ ღია გრუნტში, სადაც ორი წელი სჭირდება მცენარეს საბოლოოდ ჩამოყალიბებისთვის. ამის შემდეგ შეგიძლიათ, მცენარე მუდმივ სამყოფელში გადარგოთ.

– ზაფხულში რა სიხშირით სჭირდება ზრდასრულ კოლკვიციას მორწყვა?

– მორწყეთ რეგულარულად, ისე რომ მისი მიწა არ გამოაშროთ. მთავარია, მზის მწველ სხივებს მოარიდოთ, განსაკუთრებით ახალგაზრდა კოლკვიცია.

– რამდენიმე თვეში ზამთრის სიცივეები შეგვაწუხებს, ამ დროს როგორ მოვიქცეთ, რა პირობები შევუქმნათ მცენარეს?

– ზამთრის ნუ შეგეშინდებათ. დატკბით მისი ყვავილებით ზაფხულში და ლამაზი ფოთლებით – შემოდგომით. ის იოლად უძლებს დაბალ ტემპერატურას და ზამთარში არ დაგჭირდებათ მისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნა. ეს მცენარე საკმაოდ კარგად უძლებს ავადმყოფობისა და მავნებლების შემოტევასაც.

– რით განსხვავდება ეხმეა სხვა მცენარეებისგან და როგორ გავახაროთ ის ბინაში?

– ეხმეა, უპირველესად, თავისი ლამაზი ყვავილით და ხასხასა მწვანე ფოთლებით გამოირჩევა. ძალიან ცოტა მცენარე თუ შეეჯიბრება მას სილამაზეში. ის ოთახის მცენარეა და პრეტენზიული ნამდვილად არ არის.

– რა პირობები სჭირდება მცენარეს ყვავილობისას და რამდენ ხანს ძლებს მისი ყვავილი?

– ყვავილობისას მცენარეს კარგი განათება სჭირდება. მისი წითელი ყვავილები მალევე ჭკნება, თუმცა მისი თანაყვავილი დიდხანს ძლებს. ეს თანაყვავილი ორი თვის განმავლობაში არ ჭკნება. დაყვავილების შემდეგ მცენარე კიდევ დიდხანს ინარჩუნებს ფორმას, სანამ ახალი როზეტი არ გამოჩნდება.

– როგორ მოვუაროთ ამ მცენარეს ზამთარში, რა ტემპერატურაზე უნდა ვამყოფოთ ახლა, რომ მცენარეს არ შესცივდეს?

– ეს მცენარეც არ ითხოვს ზამთარში მაღალ ტემპერატურას. თუ ბინაში 15 გრადუსი ტემპერატურა მაინც იქნა, ეხმეა თავს მშვენივრად იგრძნობს. გაითვალისწინეთ, რომ ამ სეზონზე, მორწყვას მოუკლოთ. ზამთარში კი ნიადაგის გამოშრობას დაელოდეთ და იშვიათად მორწყეთ.

– რა პირობებში შეიძლება, დაზიანდეს ეს მცენარე?

– ეხმეა ტენის მოყვარული მცენარეა, ამიტომ სიცხესა და სიმშრალეში არ ამყოფოთ, თორემ ფოთლის წვეროები გაუყავისფრდება.

– ბინის რომელ კუთხეში გვირჩევთ ახლა ეხმეას დადგმას?

– მოძებნეთ ისეთი ოთახი, რომელიც მზიანია და ასეთ ადგილას დადგით. თუმცა, გადამეტებული მზის სხივებიც არ სჭირდება. ამ სეზონზე, მთავარია, წყალი ზედმეტი არ მოგივიდეთ. თუ ბინაში მაღალი ტემპერატურა არ იქნება, ამ მხრივ ეხმეა სირთულეებს არ შეგიქმნით.


скачать dle 11.3