კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე ცნობილი ვარცხნილობების ტოპ-ათეული

 

ფეხბურთი, უპირობოდ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა და არც ერთ სხვა სახეობას არ ჰყავს იმდენი გულშემატკივარი პლანეტის მასშტაბით, რამდენიც ფეხბურთელებსა და მათ გუნდებს. ქომაგებისთვის თავის მოსაწონად სპორტსმენები ხშირად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. ზოგიერთი თავად იგონებენ ფინტებს, გოლის გატანის აღნიშვნის სხვადასხვა მეთოდს, ან უბრალოდ, თავიანთი საუცხოო თამაშით ცდილობენ ყურადღების მიქცევას. ამჯერად მკითხველის ყურადღების მიპყრობას მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე ორიგინალური და ეპატაჟური ვარცხნილობის მქონე ფეხბურთის ვარსკვლავთა ტოპ-ათეულით შევეცდებით.

ფრედი იუნგბერგი – იროკეზების მოდა ფეხბურთში შვედეთის ნაკრების ექსფეხბურთელმა და ერთ დროს ლონდონის „არსენალის” ვარსკვლავმა, ნახევარმცველმა ფრედი იუნგბერგმა დანერგა. მისი ვარცხნილობა მუდამ თვალშისაცემი იყო, არა მხოლოდ თმის ფორმის გამო, ხშირადაც იღებავდა მას და ყოფილა შემთხვევები, როცა მოედანზე ვარდისფერი ან ყვითელი ფერის თმით გასულა. ამჟამად შვედი ფეხბურთელი იაპონიაში „შიმიცუ ს-პულსის” რიგებში ირიცხება და თავისი ვარცხნილობით ამომავალი მზის ქვეყნის ფეხბურთის ქომაგებს აკვირვებს.

დავალა უმითი – თურქმა ფეხბურთელმა საუცხოო თამაშით თავი მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე დაგვამახსოვრა, როდესაც მშობლიურ ნაკრებთან ერთად, ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა. მუნდიალის შემდეგ უმითმა ბედი იტალიურ სერია „ა-ში“ სცადა. თუმცა, მისი კარიერა მილანურ სუპერკლუბებში – „მილანსა“ და „ინტერში” არ აეწყო და ფეხბურთელმა ბუცები 2006 წლის ზამთარში ლურსმანზე ჩამოკიდა. თუმცა, მისი იროკეზის ვარცხნილობა დღემდე ახსოვთ ფეხბურთის ქომაგებს.

რონალდო – მსოფლიოს 2002 წლის მუნდიალზე ბრაზილიელმა რონალდომ, არა მარტო ფენომენალური თამაშით, ვარცხნილობითაც გააოცა ფეხბურთის ქომაგები. ტრავმებისგან დატანჯულ „კიჭასგან” არავინ ელოდა, საუცხოო თამაშს და ვარაუდობდნენ, რომ რონალდოს სახელი, მხოლოდ სახელად დარჩებოდა. თუმცა, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რივალდოსთან და რონალდინიოსთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე „მრისხანე ტრიო“ შექმნა და მსოფლიოს თასი მეხუთედ აღმართა. კორეა-იაპონიის სტადიონებზე რონალდო საკმაოდ უცნაური ვარცხნილობით დააბიჯებდა – თითქმის გადაპარსული  და მხოლოდ შუბლის არეში დატოვებული თმით. თან, გოლები გაჰქონდა მეტოქეთა კარში.

აბელ შავიერი – პორტუგალიის ნაკრების მცველი აბელ შავიერი მსოფლიო ფეხბურთის ქომაგებს არა მარტო „ევრო-2000-ზე“ დაშვებული შეცდომითა და დოპინგ-ტესტზტე ჩავარდნით დაამახსოვრდა, არამედ იმით, რომ სწორედ მას ეკუთვნის, ალბათ, ყველაზე ეპატაჟურ ვარცხნილობათა მთელი სერიალი. ექსტრაორდინარული, ეპატაჟური, ორიგინალური, კოლორიტული – ასეთი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ აბელ შავიერს, რადგან ძნელად მოიძებნება პლანეტაზე ფეხბურთელი, რომელსაც ამდენი ცდა ჩაეტარებინოს თავის თავზე. სხვათა შორის, რამდენიმე ხნის წინ ფეხბურთელმა ისლამი მიიღო და ამიერიდან მისი სახელი არა აბელ, არამედ ფაიზელ შავიერია. 

მარიო ბალოტელი – იტალიური ფეხბურთის „ცუდ ბიჭად” წოდებული შავკანიანი ფორვარდი ამჟამად „მანჩესტერ სიტის” ღირსებას იცავს და ინგლისის სტადიონებზეც ქომაგებს თავისი მრავალფეროვანი ვარცხნილობით აკვირვებს. „ინტერში” თამაშის დროს იგი ხშირად მიმართავდა თმის ფერის შეცვლის პროცედურებს და სხვადასხვა ორნამენტით იჭრელებდა თმას. იტალიაში ხუმრობენ, რომ მთელ თავის ხელფასს ჭირვეული ფეხბურთელი სილამაზის სალონებში, ძვირიან სტილისტებთან ხარჯავსო. მარიო ბალოტელის ეპატაჟურობაში დასარწმუნებლად საკმარისია, გავიხსენოთ ვარცხნილობა, როცა მან თავზე ფეხბურთის ბურთის მსგავსი ფიგურა დაიხატა და ნომერი „17” დააწერა. 

ტარიბო ვესტი – წარსულში ცნობილმა ნიგერიელმა ფეხბურთელმა, ტარიბო ვესტმა მსოფლიო თავისი ეგზოტიკური ვარცხნილობით გააოცა. ფეხბურთელმა თავზე არსებული დრედები რქებივით შეიკრა და ნაციონალური დროშის ფერებში შეღება. 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ვესტი, 2007 წლის შემდეგ ფეხბურთს შეეშვა, თუმცა  „ინტერისა” და „მილანის” ქომაგებს ის დღემდე ახსოვთ. მან ხომ თავისი კარიერის საუკეთესო წლები სწორედ იქ განვლო.

ჯიბრილ სისე – აბელ შავიერზე არანაკლებ ექსტრავაგანტურია „ლაციოს” ფრანგი ფორვარდი ჯიბრილ სისე, რომელიც სტილისტებთანაც  ისე ხშირად დადის, როგორც ვარჯიშებზე. სისეს ვარცხნილობას ხშირად ფანტასტიკური ჟანრის ფილმების გმირების ვარცხნილობას ადარებენ. საინტერესოა, რომ ახალ კლუბში გადასვლასთან ერთად, სისე ვარცხნილობას იცვლის. სულ ახლახან იგი, საფრანგეთის ნაკრებში მწვრთნელმა ლორან ბლანმა თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ დააბრუნა და ამბობენ, მომდევნო სანაკრებო მატჩისთვის სისე ახალი ვარცხნილობითა და ახალი ტატუირებით გამოვა მოედანზეო. ცნობისთვის, სისეს სხეულს უკვე რამდენიმე ტატუ ამშვენებს.

ედგარ დავიდსი – ჰოლანდიელ „პიტბულად” წოდებული ნახევარმცველი ყველაზე ცნობილი სათვალიანი ფეხბურთელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ „ფიფამ” უფლება მისცა მას, მოედანზე სათვალე მოეხსნა, იგი მაინც ვერ ელეოდა თავის სავიზიტო ბარათად ქცეულ ოპტიკას. დავიდსი, გარდა სათვალისა, ფეხბურთის ქომაგებს გრძელი შავი დრედებით დაამახსოვრდა. „პიტბულის” გარდა, დავიდს კიდევ ერთი თიკუნი ჰქონდა – ქომაგები მას ჰოლივუდური ბლოკბასტერის, „მტაცებლის” პერსონაჟს, უცხოპლანეტელს ადარებდნენ. მასაც დავიდსის მსგავსი ვარცხნილობა და ბრუტალური გამომეტყველება ჰქონდა. 

მოჰამედ ზიდანი – ლეგენდარული ზინედინ ზიდანის მოგვარე, ეგვიპტელი მოჰამედ ზიდანი ევროპაში ცნობილი ფეხბურთელია. მას არაერთი ძლიერი კლუბის მაისური მოურგია. მოჰამედი, გარდა სტაბილური თამაშისა, ვარცხნილობის სტილითაც არის ცნობილი. სპირალის მსგავსად აპარსული თავით იგი თითქოს ჰიპნოზს უკეთებს მეტოქე გუნდის გოლკიპერს – საკუთარი ვარცხნილობით მისი ყურადღება სულ სხვა რამეზე გადააქვს. 

კარლოს ვალდერამა – ყველა დროის ყველაზე ცნობილ კოლუმბიელ ფეხბურთელს და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას – კარლოს ვალდერამას ყველაზე ცნობილი საფეხბურთო ვარცხნილობა აქვს. იგი ფეხბურთს დიდი ხანია, აღარ თამაშობს და წელს დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდა. თუმცა, მისი ფილიგრანული ტექნიკა, მოედნის ხედვა და სიდინჯე დღემდე ახსოვთ ფეხბურთის ქომაგებს, რომლებიც ინტერესით ადევნებდნენ თვალს 90-იანი წლების კოლუმბიის ნაკრების გამოსვლას მუნდიალებზე. ვალდერამა ერთადერთი კოლუმბიელი ფეხბურთელია, რომელიც „ფიფამ” საუკუნის 125 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოიხსენია და უნდა აღინიშნოს, რომ სიის შედგენაში თავად პელე მონაწილეობს. 

P.S. მართალია, ტოპ-ათეულში ვერ მოხვდნენ, თუმცა თავიანთი ვარცხნილობით, გამორჩეული ადგილი უკავიათ მსოფლიო ფეხბურთში: „ცხენისკუდა” რობერტო ბაჯოს, ბენუა ასუ-ეკოტოს აფრიკული ნაწნავით, ვაგნერ ლავის ფერადი კიკინებით, დანიელ ლიუბოიას „დალმატინელის” ვარცხნილობით, მამადუ სახოს „ზებრას” ვარცხნილობით და ბაკარი სანიას ყვითელი ფერის დრედებით.

 

скачать dle 11.3