კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანტიქრისტეს ცრუ სასწაულები

 

იპოლიტი, რომის პაპი (30.1.268): მძიმე დღეები დაუდგებათ მათ, ვინც ქალაქებსა და დასახლებებში იქნებიან. ისინი განუწყვეტლივ გადაადგილდებიან აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და უკან, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. გამუდმებით გლოვასა და მწუხარებაში იქნებიან. როგორც კი გათენდება, ღამის დადგომას ინატრებენ, რომ დაისვენონ საზრუნავისგან. ღამით კი, განუწყვეტელი მიწისძვრებითა და გრიგალებით გატანჯულნი, ინატრებენ დღის სინათლის დანახვასა და სიკვდილის მოსვლას, თუნდაც მტანჯველი სიკვდილისა.

ტაძრებსაც დიდი გლოვისა და მწუხარების დღეები დაუდგებათ. წირვა, კმევა და შესაწირავი, რომელიც იმ დროს აღევლინება, სათნო აღარ იქნება ღვთისთვის. იმ დღეებში აღარ აღევლინება ქრისტეს პატიოსანი სისხლი და ხორცი, საყოველთაო მღვდელთმსახურება შეწყდება, მიჩუმდება ფსალმუნთ გალობა, წმიდა წერილს აღარ წაიკითხავენ და ჩამოწვება წყვდიადი კაცთათვის. ოქროს და ვერცხლს გზებზე გადაყრიან და აღარავინ იქნება მათი შემგროვებელი. ყველაფერი საძაგელი გახდება. ყველა ეცდება, გაიქცეს და სადმე დაიმალოს, მაგრამ ვერსად შეძლებენ დაემალონ მტრის მძვინვარებას, რამეთუ მიიღეს რა მისი ნიშანი, ადვილად მოსაძებნი და ამოსაცნობი შეიქმნენ.

გარეთ შიში და შიგნით ცახცახი იქნება დღითა და ღამით. ქუჩებსა და სახლებშიც იქნება გვამები, შიმშილი და წყურვილი დაისადგურებს შინ და გარეთ... წარიხოცება სილამაზე ყველა სახიდან. ადამიანებს ძველი მშვენება იმდენადვე შერჩებათ, როგორც მიცვალებულებს. წარიხოცება ქალის მშვენიერება და ჩაკვდება ყოველგვარი ჟინი ადამიანებში.

ანტიქრისტეს გამეფება დაშვებული იქნება ღვთისგან

სახარებისეულ იგავში ხორბლისა და ღვარძლის შესახებ (მათე 13.24) ნაჩვენებია, რომ ბოროტების არსებობა დედამიწაზე რაღაც დროით დაშვებულია ღვთისგან, თუმცა მას არა აქვს მინიჭებული მოქმედების სრული თავისუფლება.

 იოანე დამასკელი გვასწავლის: ეშმაკსა და მის დემონებს არა აქვთ არც ხელმწიფება და არც ძალა ვინმეს წინააღმდეგ, ვინმეს საცთუნებლად, თუკი ღმერთისგან მიეცემათ ამის ნება საღმრთო აღმშენებლობის (განგებულების) მიზნით... (მათ). ნებადართული აქვთ, გამოსცადონ ადამიანი, მაგრამ ვისიმე იძულება არ შეუძლიათ. მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, მოვიგერიებთ თუ არა მათ თავდასხმას (ადამიანს მიცემული აქვს თავისუფალი ნება. ეშმაკის ადამიანზე გაბატონება მხოლოდ მას შემდეგ ხდება, როცა ეს უკანასკნელი დაივიწყებს ღვთისადმი ერთგულებას და თავად მიიღებს თავის არსებაში ცოდვას).

ეფრემ ასური: ღმრთისა მიშვებით მიიღებს იგი ხელმწიფებასა ქვეყნის ცდუნებისა, რამეთუ აღივსო ქვეყანა უწმინდურებითა და ყოვლითა საშინელებითა, ხოლო ესოდენის უწმინდურებისათვის კაცთასა დაუშვა ყოვლადწმიდა მეუფემ, რათა განსცადოს სოფელი სულმა მაცდურმა და რამეთუ ნებსით განუდგნენ კაცნი ღმერთსა და შეიყვარეს ბოროტი.

თეოფანე დაყუდებული: ანტიქრისტე გამოცხადდება, როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, არა ღვთის ნების წინააღმდეგ – ღვთის განგებულებაში შედის ისიც, მისი მოსვლის მომზადებაც და ამ მოსვლის შედეგებიც. არა იმიტომ, რომ ღმერთი უსურვებს ასეთ ბოროტებას ადამიანებს, არამედ იმის გამო, რომ ადამიანები თავად მიიყვანენ თავს აქამდე. ეს მომენტი (ანტიქრისტეს მოსვლა). უფალმა გადასწია ბოლო შესაძლებლობამდე იმის მოლოდინში, მოვა თუ არა კიდევ ვინმე, ვისაც ენდომება მისდამი შევრდომა. როდესაც უკვე აღარავინ დარჩება ასეთი, უფალი აღიღებს ხელს, ბოროტება აზვირთდება და ანტიქრისტე გამოცხადდება.

 

скачать dle 11.3