კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (17)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

მოძღვარი გვირჩევს

 

კითხვა: რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანმა ზღოს სხვისი ცოდვების გამო?

პასუხი: სხვისი ცოდვებისთვის ამა თუ იმ ადამიანის პასუხისმგებლობის სიმძიმე იმ ცოდვაში მისი მონაწილეობის საზომით განისაზღვრება. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვისაც ბრალი მიუძღვის სხვადასხვა ცოდვის გავრცელებაში. მაგალითად, ადამიანს, რომელსაც შემოაქვს პორნოგრაფიული პროდუქცია, დიდ ცოდვას სჩადის. ასევე, სულს განსაკუთრებით იმძიმებს ის, ვინც ქვეყანაში წარმართულ ჩვეულებებს, ცრურწმენებს ნერგავს. მაცხოვარი ამგვარ ადამიანებს მკაცრად აფრთხილებს: „ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური“ (მათე 18-7).

კითხვა: აუცილებელია თუ არა შვილი ჩემსა და ჩემი მეუღლის მეჯვარეებს მოვანათვლინო?

პასუხი: აუცილებელი არ არის, რომ თქვენი მეჯვარეები იყვნენ ნათლიები, მეჯვარე მხოლოდ თქვენი ჯვრისწერის საიდუმლოს დამადასტურებელია; ამიტომ, შეგიძლიათ, შვილი თქვენთვის სასურველ ნებისმიერ მართლმადიდებელ ადამიანს მოანათვლინოთ.

კითხვა: ყოველთვის უნდა ვერწმუნოთ თუ არა სინდისის ხმას?

პასუხი: სინდისის ხმას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება. ამ ხმით, უმრავლეს შემთხვევაში თქვენი მფარველი ანგელოზი მოგმართავთ. თუმცა, ისიც გაითვალისწინეთ, რომ, თუ გსურთ, ეს ხმა მართებულად აღიქვათ, შეუთანადეთ ის ღვთის სიტყვას.

კითხვა: რატომ ეკრძალება ქრისტიან ადამიანს თავისი ბედის ამოცნობა?

პასუხი: ადამიანისთვის სარგო რომ იყოს მომავლის ცოდნა, უფალი მიანიჭებდა მას  ამ უნარს. ღმერთი ბევრ რამეს უმალავს ადამიანს ისევე მისსავე საკეთილდღეოდ, ისევე, როგორც ჭკვიანი მშობელი მოიქცევა, რომელიც უმალავს შვილს იმას, რისი ახსნაც მათსავე სასარგებლოდ შეიძლება მოხდეს ზრდასრულ ასაკში. თუკი ადამიანს ეცოდინება თავისი მომავალი, მაშინ ლოცვაც აზრს კარგავს. არადა, გულმხურვალე ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და მას შეუძლია, ადამიანი განარიდოს მოსალოდნელ განსაცდელს უფლის შეწევნით.

 

скачать dle 11.3