კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

 

 

გაბრიელ ეპისკოპოსი: უცოდველობაა იქ, სადაც არ არის სულიერი ერთიანობა ღმერთთან და ყველა ცოცხალ არსებასთან. მაშასადამე, უცოდველია ცხოველი, მცენარე. ადამიანი ერთდროულად აღიქვამს ცხოველსაც და ღმერთსაც, ამიტომ, არ შეიძლება, იყოს უცოდველი. ჩვენი აზრით, ბავშვები უცოდველნი არიან, მაგრამ ეს არაა სწორი. ბავშვი არ არის უცოდველი, მასში უფრო ნაკლებია ცოდვები, ვიდრე უფროსებში, მაგრამ, მას უკვე აქვს ხორციელი ლტოლვა. ასევე, არაა უცოდველი უწმინდესი ადამიანი – მასშიც ნაკლებია ცოდვები, მაგრამ, მაინც აქვს. არ არსებობს უცოდველი ცხოვრება.

არქიეპისკოპოსი პავლე: ადამიანის მიერ ჩადენილი ფიზიკური ბოროტება, შეიძლება, მას აღარ მიუბრუნდეს, ვინც ჩაიდინა, მაგრამ, ის ბოროტი შეგრძნება, რომელმაც გამოიწვია ცუდი საქციელი, თავის კვალს დატოვებს ადამიანის სულში და, ასე თუ ისე, გააწამებს მას. 

ეპისკოპოსი თეოფანე: კეთილ ადამიანს ახსოვს თავისი ცოდვები და ივიწყებს საკუთარ სიკეთეს, ბოროტს კი, პირიქით, ახსოვს თავისი სიკეთე და ივიწყებს საკუთარ ცოდვებს. ნუ აპატიებ საკუთარ თავს და მაშინ სხვების მიტევებაც გაგიადვილდება.

თეოფანე დაყუდებული: წლებთან ერთად ხორციელი ცოდვები სუსტდება, ცდუნებანი და ცრუმორწმუნეობა კი, პირიქით, ძლიერდება.

პაისი მთაწმინდელი: მხოლოდ მაშინ შეიგრძნობ სრულ, ჭეშმარიტ სიხარულს, როცა შეძლებ დაუმსახურებელი საყვედურების ატანას, ფიზიკური ტანჯვის მოთმენას და მტრულად არ განეწყობი საყვედურების, ტანჯვის მიზეზისადმი. ჭეშმარიტი რწმენითა და სიყვარულით განცდილი სიხარული ისეთია, რომელსაც ვერ შეარყევს ვერც ადამიანთა ბოროტება და ვერც გადატანილი ტანჯვა.

მამა გაბრიელი: ხორციელი სურვილების დასაკმაყოფილებლად ადამიანები უამრავ ბოროტებას სჩადიან საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ, გაცილებით მეტს სჩადიან, როცა სხვათა ქების მოსახვეჭად დიდებას ელტვიან.

ეფრემ ასური: მშვიდად რომ იყო, ეცადე, ღვთის გული მოიგო და არა ადამიანებისა. ადამიანებს დღეს ერთი უნდათ, ხვალ – სხვა და ვერასდროს მოიგებ მათ გულს. ღმერთს კი, რომელიც შენშია, მხოლოდ ერთი სურს და შენთვის ცნობილია, რა სურს.

კირილე იერუსალიმელი: ჩემი სიკეთე ბოროტებით მიზღეს, მაგრამ, თუ გიყვარს ის, ვისაც სიკეთეს უკეთებ, შენ უკვე იღებ საზღაურს იმ სიკეთით, რომელიც გაქვს, იმიტომ, რომ გიყვარს. ასე რომ, თუ სიკეთეს სიყვარულით აკეთებ, აკეთებ ყოველთვის შენთვის.

იოანე სინელი: ადამიანები საუბრობენ ზნეობრივი მოძღვრების ან რელიგიისა და სინდისის წეს-ჩვეულებაზე, როგორც ადამიანის ორ, განსხვავებულ წარმმართველზე. სინამდვილეში კი მხოლოდ ერთია წარმმართველი – სინდისი; მხოლოდ სინდისი აღიარებს ან არ აღიარებს ზნეობრივი მოძღვრების წეს-ჩვეულებებს, ანუ რელიგიას.

ბერი პაისი: რაც უფრო განმარტოებულია ადამიანი, მით უფრო მისაწვდომია მისთვის ღვთიური ხმა, რომელიც გამუდმებით უხმობს მას.

ანტონ დიდი: ცოდვებს ებრძოლე, ცოდვილს შეურიგდი. ადამიანში ცუდი შეიძულე, თავად ადამიანი კი – შეიყვარე.

იოანე ოქროპირი: ადამიანი, რომელიც სულიერებით საზრდოობს, არ შეიძლება, არ ამჩნევდეს, რომ ტანჯვას იგი სრულყოფის სასურველი მიზნისკენ მიჰყავს. ასეთი ადამიანისთვის ტანჯვა-წამება კარგავს თავის სიმძაფრეს და სიკეთედ  გადაიქცევა.

 

скачать dle 11.3