კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ლევან წულაძის ოჯახში რეჟისორი და რა ფუნქციები აქვთ გადანაწილებული მას და მანანა კოზაკოვას

 

როცა ლევან წულაძესთან მივედით სასაუბროდ, მას თბილისის თეატრალური ფესტივალის სტუმრებთან ჰქონდა შეხვედრა, მაგრამ რამდენიმე წუთი მაინც დაგვითმო და სამომავლო გეგმები გაგვაცნო. აღმოჩნდა, რომ, ძირითადად რისი დადგმაც უნდა, დგამს, მაგრამ, მაინც აქვს განუხორციელებელი იდეები, რაღაცებს ვერ ბედავს, თუმცა გასტროლებიც უკვე დაგეგმილი აქვს და კინოს გადაღებაზეც ფიქრობს.

– ბატონო ლევან, რა ხდება თქვენს თეატრში?

– ღმერთის წყალობით, დასში ცვლილებები არ არის. ახლახან გამოვუშვით სპექტაკლი ინგლისელებთან ერთად, ეს არის მაიკლ ბარანის მიერ გაკეთებული ლუი დე ბარნიეს ძალიან მოდური რომანი „კაპიტან კორელის მანდოლინა“. რამდენიმე სპექტაკლს ვითამაშებთ, მერე მიაქვთ ინგლისში, იქ ითამაშებენ კოლჩესტერში, მერკურის თეატრში.  ამჟამად მიმდინარეობს რეპეტიციები სპექტაკლზე კოტე მარჯანიშვილისა და საერთოდ მარჯანიშვილის თეატრის შესახებ. სამი წლის წინ დავიწყეთ ამის დადგმა, მაგრამ, რამდენჯერმე   შევაჩერეთ. იმედი მაქვს, ამჯერად აღარ გავჩერდებით და დაახლოებით საახალწლოდ დავდგამთ ამ სპექტაკლს.

– მოგეწონათ წლევანდელი თეატრალური ფესტივალი? 

– ყელაფერი მომეწონა, თუმცა, სამწუხაროდ, ნაკლებად ვნახე პირველი ნახევარი, რადგან ამ ფესტივალში იყო ჩართული ეს ჩვენი ახალი სპექტაკლი და დილა-საღამოს რეპეტიციები გვქონდა. მაინც ვახერხებდი რაღაცეების ნახვას, თუმცა ყველა სპექტაკლზე დასწრება ვერ მოვასწარი, ძალიან გული დამწყდა, რომ სპექტაკლი „დონკა” ვერ ითამაშეს, მაგრამ, რაც მის მაგივრად ითამაშეს ისიც ძალიან მომეწონა. ძალიან კარგი იყო ბატონ თემურ ჩხეიძის დადგმა. ბუნებრივია, მალკოვიჩი იყო კარგი. ასევე, ძალიან საინტერესო იყო ირანელების სპექტაკლი.

– გასტროლებზე წასვლას თუ აპირებთ?

– როგორ არა. ბევრი გეგმა გვაქვს. ახლა ეს ახალი სპექტაკლი მიდის ოქტომბრის ბოლოს სამი კვირით ინგლისში; უკვე ნოემბერში, თუ არ ვცდები, ბულგარეთში მივდივართ; მაისში უნდა დავდგათ შექსპირის „როგორც გენებოთ” და მიწვეული ვართ  შექსპირის თეატრში – „გლობუსში“, სადაც ოლიმპიადა ტარდება და ამ ოლიმპიადის ფარგლებში ვითამაშებთ. 

– რომელ ქვეყანაში დაიმსახურეთ ყველაზე დიდი აპლოდისმენტები?

–  პრაქტიკულად, ყველგან, ასე ვერ გამოვყოფ. 

– თქვენი მეუღლეც თქვენს დასშია. არ გიჭირთ მასთან მუშაობა?

– მე არ მიჭირს მასთან მუშაობა როგორც მსახიობთან. შეიძლება, მას უფრო უჭირს, იმიტომ რომ, ყველაზე მეტად მკაცრი მის მიმართ ვარ. 

– სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი?

–  ჩემი მეუღლე გავიცანი ინსტიტუტში – მე პედაგოგი ვიყავი, ის კი სტუდენტი,  თუმცა, ჩემი სტუდენტი არ იყო. რაღაც პერიოდის შემდეგ ჩვენ შევხვდით ერთმანეთს და ძალიან ჩქარა გადაწყდა ჩვენი ოჯახური ამბავი, – სულ რამდენიმე დღეში.  

– თქვენს ოჯახში ვინ არის რეჟისორი?

– როგორ გითხრათ, გაყოფილია ეს ფუნქციები: რაღაცაში მე ვარ რეჟისორი, მაგრამ, მანანა არის მმართველი. ასე ჩამოვაყალიბებდი: მე ვარ სამხატვრო ხელმძღვანელი, ის კი – მმართველი ეკონომიკურ საკითხებში.

– ჭოლას რატომ გეძახიან?

– ჭოლა ერქვა მამას.

– თუ არის ისეთი პიესა, რომლის დადგმაც ძალიან გინდათ?

– ძირითადად, რაც მინდა, იმას ვდგამ ხოლმე. თუმცა, არის რაღაცეები, რასაც ვერ ვბედავდი და ახლა, წელს მივიღე ასეთი მიწვევა რუმინეთში, ქალაქ სიბიუში მაიაკოვსკი უნდა გავაკეთო. ალბათ, საქართველოში ვერ გავბედავდი ამის დადგმას, რადგან, დავიწყებული მეჩვენება ის არაჩვეულებრივი პერიოდი, რომელშიც მაიაკოვსკი მოღვაწეობდა, მიუხედავად იმისა, რომ ბაღდადში გაზრდილი კაცია. ადრე ნაფიქრი მაქვს ამაზე, მაგრამ, მერე გადავიფიქრე. ახლა კი ძალიან გამიხარდა, რომ შემომთავაზეს. ამჟამად ანთებული ვარ ამ წინადადებით, ჯერ პიესა არ ამირჩევია, მაგრამ, ავირჩევ და რომელიმეს დავდგამ.

– ფილმის გადაღებაზე თუ გიფიქრიათ?

– მიფიქრია. ძალიან მაინტერესებს და კონკრეტულად მინდა, ჩვენი თეატრის ბაზაზე გადავიღო ფილმი, ჩემი  დასით, ისე, როგორც ამას რომან ზახაროვი აკეთებდა. ეს იქნება თეატრალური კინოფილმი, როგორებიცაა: „მიუნჰაუზენი”, „ჩრდილი”, „ჩვეულებრივი სასწაული“, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ პოპულარობას, მისი თეატრალური საქმის გაგრძელება იყო და საბოლოოდ რუსეთში ისინი კლასიკად გადაიქცნენ.

– როგორ ისვენებთ გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ, ან, როცა თავისუფალი დრო გაქვთ?

– ასეთი დრო ძალიან ცოტა მაქვს და, როგორც ყველა ქართველი, ვუყურებ ტელევიზორს, ძირითადად კი – პოლიტიკას.

– წელს „ჯეოსტარის“ ჟიურიში რატომ არ ხართ?

 – რა ამბავია, ამდენ ხანს სულ მე ხომ არ ვიქნებოდი?! ყოველ წელს ცვლიან ჟიურის და, მართლაც, ხშირად უნდა იცვლებოდეს. დიდი მადლობელი ვარ, რომ ასე დიდხანს შევრჩი იქ. ძალიან კეთილი და კარგი მოგონებები მაკავშირებს იმ ხალხთან, ყველასთან, ვინც იქ მუშაობს.

– რეჟისორები კარგი კულინარები და გურმანები არიან. თქვენ?

– დიახ, გახლავართ და დიდი სიხარულითა და ინტერესით ვუდგები ამ საქმეს, ოღონდ, არ მიყვარს მარტო მზარეულობა, ამიტომ მყავს მეგობარი, ამ მხრივ თანამოაზრე, ჩვენი თეატრის მუსიკალური გამფორმებელი და მსახიობი ზურაბ გაგლოშვილი და, აი, ჩვენ ერთად ვართ სერიოზული პროფესიული დუეტი კულინარიაში.

– მერაბ ნინიძემ არაჩვეულებრივად ითამაშა თქვენს „ვენეციელ ვაჭარში”. კიდევ ხომ არ გეგმავთ მის მოწვევას?

– მერაბი ჩემი ჯგუფელი იყო და ჩემი მეგობარია. ის შესანიშნავი მსახიობია. ერთი წელია, არ მინახავს თუმცა, იყო ჩამოსული და ვერ მოვახერხე მისი ნახვა. თუ მოიცლის, რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით დავთანხმდები. 

– რამე ჰობი თუ გაქვთ, ან, რა საქმიანობა გიზიდავთ რეჟისორობის გარდა?

– დრო რომ მქონდეს, აუცილებლად და დიდი სიამოვნებით, ვიქნებოდი დურგალი, მაგრამ ვერა და, არც ვიცი მაინცდამაინც ეს საქმე, არ მემარჯვება; არადა, ძალიან მომწონს, მიყვარს და, მგონია, რომ გამომივა. თუ დავანებებ ყველაფერს თავს და ჩემს ცხოვრებაში თუ რამე შეიცვალა, გავხდებოდი დურგალი და გავაკეთებდი ძველებურ ავეჯს.

 

 

скачать dle 11.3