კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სახელისუფლო ალტრუიზმი

ანუ ხარჯზე?!

 

რაკი პოლიტიკური ცხოვრების განვითარების ტენდენცია პიკისკენაა, სავსებით ბუნებრივია, რომ, მათ შორის, „საქართველოს რკინიგზაზე“ შექმნილმა პრობლემებმა უკანა პლანზე გადაიწია. გადაიწია თუ არა, როგორც აღმოჩნდა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში, ანუ, დამოუკიდებელი საქართველოს აისზევე მიღწეულა შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომ ქართველი მემანქანეები მატარებლებს, სომხეთის შემთხვევაში, სადახლომდე მიიყვანდნენ, აზერბაიჯანის შემთხვევაში – გარდაბნამდე, იქ კი მათ სომეხი და აზერბაიჯანელი მემანქანეები ჩაენაცვლებოდნენ. ამ გადაწყვეტილების მოტივი შემდეგნაირი იყო: სომხეთმა და აზერბაიჯანმა გააპროტესტეს, ჩვენს ტერიტორიაზე მატარებლებს ჩვენვე მოვემსახურებითო. ხოლო, ვინაიდან ქართულმა მხარემ ეს მოთხოვნა სამართლიანად მიიჩნია, შეთანხმებაც შედგა, თუმცა მხოლოდ 2011 წლის ოქტომბრის დასაწყისამდე.

გაირკვა, რომ , „საქართველოს რკინიგზამ“ სარკინიგზო უბანი სადახლოდან თბილისამდე სომეხ მემანქანეებს, ანუ სომხეთის რკინიგზას გადაულოცა (ცნობისთვის: სომხეთის რკინიგზას რუსული კომპანია მართავს). იმას გარდა, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია (რკინიგზაა ჩვენი სადერეფნო ფუნქციის ერთ-ერთი ქვაკუთხედი), იმასაც ნიშნავს, რომ ქართველი მემანქანეები უმუშევრად დარჩნენ. მეორე მხრივ, სავსებით ლოგიკურია, თუკი იმავეს აზერბაიჯანიც მოითხოვს (ვითომ რატომ ვერ აითვისებენ აზერბაიჯანელი მემანქანეები გარდაბანი-თბილისის სარკინიგზო მონაკვეთს?!).

ხოლო, რადგან „საქართველოს რკინიგზის“ ლოგიკა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის, სრულიად გაუგებარია, ამის პარალელურად კი, ჯერჯერობთ მხოლოდ სომეხ მემანქანეებს დაემატათ სამუშაო ადგილები, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენი დასაქმების აზარტში შესული ხელისუფლება ახლა უკვე სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს უმრავლებს სამუშაო ადგილებს, მაგრამ, რაღა მაინცდამაინც საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე?!

 

скачать dle 11.3