კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამინისტრო პენსიონერი

ანუ უმარილოდ შესაჭმელი

 

საბოლოოდ ჯერაც არ დათვლილა, გაამართლა თუ არა ჰიბრიდული სიმინდის პროგრამამ (რომლისთვისაც ამ ჩვენი ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გამოიყო), თუმცა, გასულ კვირას პრეზიდენტი გლეხებს დაჰპირდა, რომ „გლეხები ჰიბრიდული სიმინდის თესლის გადასახადს აღარ გადაიხდიან“. მართალია, ამ ცნობამ გლეხები გაახარა (რომლებსაც, კაცმა რომ თქვას, ჯერ უნდა აეწონ-დაეწონათ, თუმცა ისიცაა, ვინ ააწონ-დააწონინა, და მხოლოდ ამის შემდეგ შეესყიდათ საკვებად უვარგისი სიმინდის თესლი, მით უმეტეს, როდესაც შემსყიდველიც არ ჰყავდათ დაბევებული), მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ პროგრამაზე გამოყოფლი 30 მილიონი ჩვენი ჯიბეებიდან წავიდა, მაინც ჩვენ დავზარალდით (ბუნებრივია, ჩვენივე გლეხებიანად).

მეორე მხრივ, პირველ პირს ყვითელი ჰიბრიდული სიმინდი მთლად ღვთისპირიდან გადაგდებულადაც არ შეურაცხავს: „ზოგან გაამართლა, ზოგან – არაო“, ამიტომაც დაასკვნა, რომ „მომავალი წლებისთვის გლეხების ინფორმირება უნდა მოხდეს, თუ როგორ ხდება სიმინდის სწორად დათესვა (დაახლოებით, ასე: „ვი დაჟე დოლმა ნე უმეეტე გატოვიცო“).“

ყველას გვახსოვს სოფლის მეურნეობის აწ უკვე ყოფილი მინისტრის, ბ-ნი კვეზერელის ომახიანი შეგონება, რომ 2012 წელს საქართველო სიმინდის (ყვითლის, განა თეთრის) ექსპორტიორი გახდებოდა, მაგრამ, რაკი მისმა მინისტრობამ ჩაილურის წყალი დალია, აშკარაა, რომ ჰიბრიდული სიმინდის ექსპორტიორობაზე ოცნება უტოპიურ სიზმარს დაემსგავსა (და მერე რა, რომ პროგრამის დაწყებამდეც ვიცოდით, რომ ყვითელი სიმინდის მონოპოლისტი მიმწოდებელი აშშ-ა და ამ ჩვენს წამლადაც არ მოისურვილებდა არავინ). ასეა თუ ისე, მართალია, ბ-ნი კვეზერელი დამსახურებულად გააცილეს „სამინისტრო პენსიაზე“, მაგრამ, ვფიქრობ, სამართლიანობის აღდგენის მიზნით, სავსებით ლოგიკური იქნებოდა, თუკი მას გადაახდევინებდნენ ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზარალს. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კი იმასაც ვიკმარებდით, თუკი ბ-ნი კვეზერელი მოხარშულ ყვითელ სიმინდს სიმინდისავე ყანაში უმარილოდ მიირთმევდა.

 

скачать dle 11.3