კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„თქვენი ქსელი“

 

ანუ „უნდა მისცე ნასოსი“

 

ის, რომ საქართველოს სკოლებში აღზრდა გაზრდამ ჩაანაცვლა, ამას ფსიქოლოგთა შტატის გაუქმებაც მოწმობს (სხვათა შორის, ფსიქოლოგიის იგნორირება საბჭოური განათლების სავიზიტო ბარათია) და მათ ნაცვლად მანდატურის სამსახურის დანერგვა. შესაბამისად, როგორც ჩანს, ამ ტენდენციას პედაგოგთა ნაწილიც აჰყვა (სკოლის დირექციაზე აღარაფერს ვამბობ, მანდატურებისგან დაშინებულებს, განტევების ვაცებად ქვემდგომები უამრავი ჰყავთ) და, რაკი საატესტატო გამოცდებზე მოსწავლეების შედეგები პირდაპირ უკავშირდება როგორც მასწავლებელთა მასწავლებლად ყოფნა-არყოფნას, ისე დირექციის მიერ სკამების შენარჩუნება-არშენარჩუნებას, მეთორმეტეკლასელების წინააღმდეგ ტერორის ახალ ფორმას მიმართეს. მათ ემუქრებიან, რომ, თუკი სკოლის შიდა, მოსათელ გამოცდებს ვერ ჩააბარებენ, სკოლებიდან გარიცხავენ. მეორე მხრივ, ბუნებრივია, სკოლების დირექციებისთვის ეს უფლება არავის მიუცია, რადგან მათი უპირველესი მოვალეობა სწავლებაა.

 

ასეა თუ ისე, ქართული სკოლა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს (ოღონდ, თითოეულ მომდევნო წელს ეროვნულ გამოცდებზე კომპეტენციის ქვედა ზღვრის დაწევის ტენდენცია მოწმობს, რომ ამ ცხოვრებას განათლების დონის ამაღლებასთან კავშირი არ აქვს), მაგრამ, არც მთლად ასე საკუთარით. პედაგოგები (მათი რიცხვი კი სრულიად საქართველოსგან დარჩენილ ნაწილში 70 000-80 000-ია) იძულებით წესით ჩართეს „ჯეოსელში“ (ოფიციალური მოტივით, კორპორატიულ საწყისებზე). იძულებით, რადგან თითოეულს ხელფასიდან ავტომატურად მოეჭრება 3-3 ლარი (იმის მიუხედავად, ისარგებლებს თუ არა ამ მომსახურებით). ხოლო, რაკი ჩვენთვის (რაღა ჩვენთვის, ვისაც ხელფასს აჭრიან, მათთვისაც) უცნობია, რა ასეთი ხიბლი აღმოაჩნდა „ჯეოსელს“ და იქნებ რომელიმე სხვა ოპერატორი უფრო უკეთეს პირობებს სთავაზობდა სკოლის პერსონალს (აქვე უნდა ითქვას, რომ დირექტორი პედაგოგს შესაძლოა, არათუ ტელეფონით, ცოცხლადაც კი, კვარტალში ერთხელ გაესაუბროს) და ისიც ვიცით, რომ პედაგოგთა სახელმწიფო დაზღვევა სულაც არ ეფუძნება თავისუფალ არჩევანს (მოარული ხმებით, ძირითადად, დირექცია იმ სადაზღვევო კომპანიაში აზღვევს საკუთარ კოლექტივს, რომელიც პირადად მას უკეთეს შეღავათებს ჰპირდება. მასწავლებლებს უკვე შევსებულ სადაზღვევო პოლისებს ურიგებენ), საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კვლავაც აქტუალურია რიტორიკული კითხვა: ვითომ აღზრდის მონა (ესე იგი, უუფლებო) თავისუფალ მოქალაქეს?!

 

скачать dle 11.3