კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (155)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

მარტივად, მაგრამ ეფექტურად...

მიუხედავად თავისი მატერიალური შესაძლებლობებისა, ყველა ქალს შეუძლია, გამოიყურებოდეს მომხიბვლელად და იყოს ეფექტური. მომხიბვლელობა სისადავეშია და ამას ჰოლივუდის ვარსკვლავებიც კი მიხვდნენ. თქვენ, ალბათ, იტყვით, ჰოლივუდის ვარსკვლავებს რა ენაღვლებათ, მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების სამოსზე მიუწვდებათ ხელიო, მაგრამ საქმე სულაც არ არის ასე. სწორედ ისინი, ვისაც ბევრი ფული აქვს, ძალიან აფასებენ უბრალოებას. ზოგიერთი ვარსკვლავი უარს არ ამბობს მეორადი მოხმარების მაღაზიებში შეძენილ სამოსზეც კი. მათ არ უყვართ ძალიან ბევრის დახარჯვა ტანსაცმელზე, რადგან მიაჩნიათ, რომ ადამიანი ამშვენებს ტანსაცმელს და არა პირიქით.

თქვენც შეგიძლიათ, იყოთ შეუდარებლად მომხიბვლელი. შეიძინეთ ის სამოსი, რომელიც თქვენს ხასიათთან არის ახლოს. ნუ მიჰბაძავთ სხვას და ნუ ჩაიცვამთ რაღაცას მხოლოდ იმიტომ, რომ მოდაშია. აქსიომაა და კამათს არ ექვემდებარება აზრი, რომ მოდაშია ის, რაც გიხდება.

* ქალი კარგად გამოიყურება მაშინ, როცა სამოსში კომფორტულად გრძნობს თავს. არავითარი კომპლექსები. თუ მოკლე კაბა უხერხულობას გიქმნით, აჯობებს, არ ჩაიცვათ. მაღალი ქუსლები კარგია, მაგრამ, თუ ფეხს მოგატეხინებთ და წაგაქცევთ, უარი უნდა თქვათ მასზე.

* მიუდექით თქვენს ჩაცმულობას უბრალოდ და მარტივად. თუ დილით ნახევარ საათს ინერვიულებთ საკუთარ ჩაცმულობაზე, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ქუჩაში გამოსული, არც ერთ კაცს არ მოეწონებით. მარტივი ჭეშმარიტებაა: საკუთარი თავი ჯერ თავად უნდა მოგწონდეთ.


скачать dle 11.3